ამბობენ, როგორც იკრავს ქალი ბიუსტჰალტერს, ისეთივე ხასითი აქვსო… დააკვირდით, ასეა?

ეს, რა თქმა უნდა, შორსაა ფსიქოლოგიისგან, თუმცა, შესაძლოა, რაღაც ლოგიკა იყოს იმაში, რომ ბიუსტჰალტერის შეკვრის მანერა თქვენს ხასიათს განსაზღვრავს. დააკვირდით, ასეა?

ხელები ზურგს უკან მიგაქვთ, რათა შეიკრათ ბიუსტჰალტერი

თქვენ ტრადიციების მოყვარული ხართ. დიდობაშიც ისე იქცევით, როგორც ბავშვობაში გასწავლეს. ხართ მეგობრული, გიყვართ მათთან ერთად დროის გატარება და მუდამ მზად ხართ ახლობლების დასახმარებლად.

ბიუსტჰალტერს წინ იკრავთ და მერე ატრიალებთ შესაკრავს ზურგისკენ

ავტორიტეტი ხართ (ბიზნესვუმენი, იდეალური დედა, სექსუალური ქალი). გიყვართ, როცა გაფასებენ. სამოსში ხშირად იყენებთ ნათელ ფერებს. გარდერობში გაქვთ ნებისმიერი სიტუაციის შესაფერისი სამოსი. არ გაგვიკვირდება, თუ ლამაზი ბიუტსჰალტერის შეძენისას მას “ინსტაგრამშიც” გამოამზეურებთ.

 

წინშესაკრავიან ბიუსტჰალტერს იცვამთ

არ გსურთ დროის დაკარგვა წვრილმანებზე. ის, რაშიც ფულს დააბანდებთ, უმაღლესი ხარისხის უნდა იყოს. იყიდით ერთს და ხარისხიანს და არც მეგობრის გაყოლა გსურთ საყიდლებზე, საკუთარ გემოვნებას ენდობით. თავს ბოსად მიიჩნევთ, გიყვართ ყველაფრის დაგეგმარება და ორგანიზება.

ერთხელ შეკარით და ყოველდღე მაისურივით გადაიცვამთ

არ გიყვართ ყურადღების ცენტრში მოხვედრა. საყიდლებზე მარტო დადიხართ. სურვილი არ გაქვთ, ყველამ ნახოს, როგორ ბიუსტჰალტერს იყიდით და ჩაიცვამთ. თქვენთვის მთავარია, გამოსაყენებლად მარტივი იყოს და არა ზედმეტად გადაპრანჭული.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები