ახალი დაავადება – რომლითაც ბოლო პერიოდში რამდენიმე ბავშვი დაიღუპა და რომელსაც კორონავირუსთან აკავშირებენ

დიდ ბრიტანეთში რამდენიმე ბავშვი, რომელსაც არანაირი თანმხლები დაავადება არ აწუხებდა, იშვიათი ანთებითი სინდრომისგან გარდაიცვალა. მედიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული დაავადება კორონავირუსთანაა დაკავშირებული.
ბრიტანელი და იტალიელი ექსპერტები იკვლევენ შესაძლო კავშირს კორონავირუსსა და იმ დაავადების კლასტერებს შორის, რომლითაც ბოლო პერიოდში არაერთი ბავშვი დაიღუპა.
ბავშვები, რომლებიც, ძიითადად, 9 წლამდე ასაკის არიან, საავადმყოფოში მაღალი სიცხითა და შეშუპებული არტერიებით შეჰყავთ. მედიკოსების განცხადებით, დაავადების სიმპტომები ძალიან ჰგავს კავასაკის სინდრომისგან გამოწვეულ მდგომარეობას
განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში, რა თქმა უნდა, კავასაკის დაავადება, უფრო ხშირია აზიის ნაწილებში. მისტერ ჰენკოკმა განუცხადა LBC რადიოს: ‘არსებობს რამდენიმე ბავშვი, რომლებიც დაიღუპნენ, რომლებსაც ჯანმრთელობის ძირითადი პირობები არ აქვთ.
„ეს არის ახალი დაავადება, რომელიც, შესაძლოა, კორონავირუსისგან იყოს გამოწვეული. 100 პროცენტით დარწმუნებულები არ ვართ და ჯერ კიდევ საჭიროა, გარკვეული კვლევები განვახორციელოთ, „- განაცხადა დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა.
კავასაკის დაავადება ერთ-ერთი უიშვიათესი დაავადებაა, რომლის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დადგენილი არ არის. კავასაკით, ძირითადად, 5 წლამდე ასაკის ბავშვები ავადდებიან და მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გახლავთ მაღალი ტემპერატურა, ყელის ყკივილი, გამონაყარი კანზე, გლანდების შეშუპება და გართულებული მდგომარეობის შემთხვევაში გულის არტერიების ანთება.

წყარო : metro.co.uk

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები