მეცნიერებს ყავის მოყვარულებისთვის სასიამოვნო ინფორმაცია აქვთ.
აი, რატომ უნდა დალიოთ ყავა ყოველ დილით:
ყავა ანტიოქსიდანტების წყაროა;
ადამიანის ორგანიზმი ყავიდან უფრო მეტ ანტიოქსიდანტებს იღებს, ვიდრე ხილ-ბოსტნეულიდან.
სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ყავის არომატი განსაკუთრებულად მოქმედებს ტვინის დაძაბულობაზე და ეხმარება მას სასიამოვნო რამეებზე იფიქროს.
ყავას შეუძლია პარკინსონის დაავადების სიმპტომების შემცირება.
პარკინსონით დაავადებულს ყავა ეხმარება უკეთ აკონტროლოს საკუთარი მოძრაობები.
2-4 ფინჯანი ყავა 50%-ით ამცირებს სუციდისკენ მიდრეკილების რისკს.
ყავა ამცირებს კანის კიბოს განვითარების რისკს.
ეს ინფორმაცია განსაკუთრებით ქალებისთვის იქნება საინტერესო, რადგან სწორედ ქალებს უმცირდებათ კანის კიბოს განვითარების რისკი.
ყავა აუმჯობესებს სპორტულ შედეგებს;
ყავა წვავს ცხიმებს და მათ ენერგიად გარდაქმნის.
ყავა ამცირებს შაქრიანი დიაბეტით დაავადების რისკს.
4 ფინჯანი ყავა დღეში 50%-ით ამცირებს მეორე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს.
ყავა ადამიანის ტვინს უფრო ეფექტურად მუშაობაში ეხმარება.
ყავა აძლიერებს ბედნიერების განცდას!
გამოკვლევებმა დაადასტურა, რომ ადამიანები, რომლებიც კვირაში თუდაც 4 ფინჯან ყავას სვამენ, 10%-ით ნაკლებად დეპრესიულები არიან, ვიდრე ისინი, რომლებიც საერთოდ არ სვამენ ამ არომატულ სასმელს.
მასალა მოამზადა: ნათია ხარბედიამ