9 მეთოდი, როგორ გადაიტანოს ორსულმა ზაფხულის სიცხე

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ამერიკაში ყველაზე მეტი ბავშვი ივლისსა და აგვისტოში იბადება.

საქმე იმაშია, რომ აგვისტოს სიცხის გარდა, მომავალ დედებს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში, ძალიან უჭირთ, რადგან ამ დროს სხეულის ტემპერატურაც მატულობს. ზაფხულში, ასევე ხშირია დეჰიდრატაცია და ნაადრევი მშობიარობაც.

სიცხე არამარტო ფიზიკურ დისკომფორტს, არამედ გუნება-განწყობის ცვლილებებსაც იწვევს. კარგი ამბავი ისაა, რომ ამ დისკომფორტის შესამცირებლად შეგვიძლია რამდენიმე გზა შემოგთავაზოთ:

  1. მოერიდეთ შუადღის მზეს. ეცადეთ აქტივობები დაგეგმოთ დილით, ან მზის ჩასვლის შემდეგ.
  2. ჰიდრატაცია მნიშვნელოვანია! დალიეთ 8-10 ჭიქა წყალი დღის განმავლობაში და კიდევ უფრო მეტი თუ ვარჯიშობთ. თავიდან აირიდეთ შაქრის შემცველი სითხეები, განსაკუთრებით თუ გარეთ ყოფნა გაქვთ გეგმაში.
  3. ჩაიცვით განიერი ტანისამოსი, რომ მზეზე ყოფნა შედარებით გაგიმარტივდეთ.
  4. თან ატარეთ წყლით სავსე ბოთლები, რომელიც სპრეისთვის გამოიყენება და ხშირად გაიგრილეთ თავი, რათა სხეულის ტემპერატურა შეამციროთ.
  5. ივარჯიშეთ, თუმცა ზომიერად. ცურვა ძალიან კარგი იდეაა! ასევე, შეგიძლიათ შედარებით გრილ ადგილას ისეირნოთ, მაგალითად სავაჭრო ცენტრებში.
  6. აუცილებლად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი (SPF 30).
  7. იკვებეთ ჯანსაღად. მიუხედავად იმისა, რომ სიცხეში მადა შესაძლოა დაგიქვეითდეთ, პროტეინების მიღება ორსულებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, ამიტომ ეცადეთ მოიმზადოთ ბოსტნეულის, ან კენკრის სმუზები.
  8. მოერიდეთ მალფუჭებად საკვებს; მაგალითად, სალათებს რომელიც მაიონეზით კეთდება.
  9. ხშირად დაასვენეთ ფეხები. ორსულობისას კიდურების შესიება ხშირი პრობლემაა. ეცადეთ ხშირად ასწიოთ მაღლა, დღეში დაახლოებით 20-30 წუთის განმავლობაში.

ზედმეტი სიცხის ქვეშ ყოფნა ყველასთვის სახიფათოა, თუმცა ორსულები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ და ამოვიცნოთ შემდეგი სიმპტომები:

  • ფეხებისა და ხელების შეშუპება; თავისა და მარჯვენა მხარეს მუცლის არეში ტკივილი. ეს შესაძლოა იყოს პრეეკლამფსიის ნიშნები, რაც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია, ამიტომ ჯობია დროულად მიმართოთ ექიმს.
  • ოფლიანობა, თავბრუსხვევა, გულის რევა, რომელიც დეჰიდრატაციის ნიშნებია.
  • მუცლის სპაზმები.
  • შეციება, პირის სიმშრალე და ხშირი წყურვილის მოთხოვნილება.

დაიმახსოვრეთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები, ასევე ემოციურ გადაღლასთანაა კავშირში, რაც სავსებით ბუნებრივია. ჩივილების გახანგრძლივების შემთხვევაში, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები