8 მეთოდი, როგორ გამოვიმუშავოთ ფული შინ, როცა ბავშვი გვყავს?

რა თქმა უნდა, თავდაპირველად უნდა გაერკვიოთ, რისი კეთება შეგიძლიათ. იქნებ, კირვა? ან ქსოვა? ან იქნებ კარგად წერთ? შემდეგ კი შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის ყველაზე შესაფერისი საქმე, რომელსაც შინიდან გააკეთებთ და შეუდგეთ საკუთარი ფულის გამომუშავებას.

  1. საბითუმო და საცალო ვაჭრობა

რა დაგჭირდებათ: კომპიუტერი, ინტერნეტი, საჭირო საიტების მისამართები.

როგორც ცნობილია, ბითუმაც პროდუქტები ბევრად იაფია, ვიდრე საცალოდ. მოქმედების ალგორითმი ასეთია: მოძებნეთ თემატური ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდები, დაუკავშირდით საბითუმოდ მოვაჭრე კომპანიას, რომელიც საჭირო პროდუქტებს თქვენთვის მისაღებ ფასში ყიდის. ახლა მოძებნეთ თანაგუნდელები და განათავსეთ მოძიებულ ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე წერილები, რომლითაც შესთავაზებთ კომპანიებს მათთვის საჭირო ნივთებს (მაგალითად, შამპუნებს, ფრჩხილის ლაკებს და სხვა პროდუქტებს სალონებს). ან შექმენით კონკრეტული პროდუქტის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდი და გაყიდეთ პროდუქტები ონლაინ.

პლუსები:

მომხმარებელთა უმეტესობას შოპინგი ურჩევნია ონლაინ.

მინუსები:

სამწუხაროდ, საიტზე შეძენილ, საბითიმო საქონელს უკან ვერ დააბრუნებთ. ასე რომ, მისი გაყიდვა თუნდაც თავის ფასში, მაინც მოგიწევთ. ასე რომ, ყურადღებით შეარჩიეთ პროდუქცია, რათა არ დარჩეთ წაგებაში.

2. საკუთარი ბლოგი

დღეს, 21-ე საუკუნეში, ინტერნეტ ერაში, სადაც ადამიანები სოციალურ ქსელებში ცხოვრობენ, სარფიანი და მოდური გახდა ბლოგერობა. თუ კარგად შეგიძლიათ წერა ამა თუ იმ პრობლემაზე, ან მოგზაურობაზე, ან გაქვთ რაიმე ჰობი, აუცილებლად გააკეთეთ საკუთარი ბლოგი. ეცადეთ, გახვიდეთ ფართო მასებზე, მოიპოვოთ ბევრი გამომწერი და დაელოდოთ შედეგს. ცნობილი კომპანიები უკვე დიდი სიამოვნებით მიმართავენ რეკლამის ამ ფორმას – კონტენტ რეკლამა დღეს გაყიდვის საუკეთესო საშუალებაა. ასე რომ, დიდი შანსია, გახდეთ წარმატებული ბლოგერი, რომელსაც დიდი კომპანიები შეუკვეთავენ სტატიებს საკუთარ ბლოგზე. ან უბრალოდ სთხოვენ, განუთავსონ გვერდზე საკუთარი პროდუქციის რეკლამა.

პლუსები:

რაც არ უნდა იყოს, მოიტანს თუ არა ბლოგი შემოსავალს, თქვენთვის სასიამოვნოა წერა და ის თქვენი ჰობი იქნება.

მინუსები:

შესაძლოა ერთგული გამომწერები გააღიზიანოს რეკლამამ თქვენს ბლოგზე და ბევრი გამომწერი ამის გამო დაკარგოთ.

3. ტესტების აკრეფა

რა დაგჭირდებათ: კომპიუტერი, A4 ფორმატის ქაღალდის მარაგი (თუ არ გაქვთ საკუთარი პრინტერი – მოძებნეთ ყველაზე იაფი, სახლთან ახლოს)

თქვენთან მოაქვთ ტექსტი – თქვენ უბრალოდ კრეფთ კომპიუტერზე. მარტივი სამუშაოა, მაგრამ მოსაწყენი. კლიენტებს ეძებთ განცხადებით. თუ ნელა კრეფთ ტექსტს, არ იდარდოთ – სულ რამდენიმე თვე და ბრმად აკრეფთ უსწრაფესად.

პლუსები

მუშაობთ სულ სახლიდან, არსად გასასვლელი არ გაქვთ. განსაკუთრებითი უნარ-ჩვევებიც არ გჭირდებათ – მხოლოდ მოთმინება და შრომა.

მინუსები

მოთმინება და შრომა საზღაურს ითხოვს – მაგალითად, ჯანმრთელობას: გეღლებთ თვალები, იტვირთება ხერხემალი. გარანტია, რომ ყველა აგინაზღაურებს სამუშაოს, არ არსებობს!

4. ტექსტის კორექტურა

რა გჭირდებათ: კომპიუტერი, ინტერნეტი, ქართული ენის კარგი ცოდნა.

დამკვეთი გიგზავნით ტექსტს, თქვენი მოვალეობაა, მისი გასწორება სტილისტურად და გრამატიკულად.

პლუსები:

სამუშაო შეგიძლია შეასრულო შინიდან მშვიდად, დივანზე წამოგორებულმა ფინჯანი ყავით.

მინუსები:

ძალიან იღლება ტვინი, დუნდება სხეულის კუნთები.

5. ქოფირაითერი, საიტებისთვის სტატიების დაწერა

რა დაგჭირდებათ: კომპიუტერი, ინტერნეტი, ლიტერატურული ცოდნა

როგორ გამოვიმუშავოთ ფული ტექსტების წერით? მოძებნეთ ვებ-გვერდები, დაუკავშირდით, ხომ არ ჭირდებათ ჟურნალისტი, გაუგზავნეთ თქვენს შესახებ ინფორმაცია და დაელოდეთ პასუხს. თავდაპირველად, სავარაუდოდ, სტაჟირებას ან მინიმალურ ანაზღაურებას შემოგთავაზებენ, მაგრამ არ დანებდეთ, ეს დასაწყისია, ეს ნამდვილად პერსპექტიული საქმეა, ამასთან იღებთ უდიდეს გამოცდილებას.

პლუსები:

თავად გეგმავთ საკუთარ დროს. თქვენი სახლი – არა მხოლოდ თქვენი ციხე-სიმაგრე, არემედ ოფისიც არის.

მინისუები:

ამ ტიპის ფრილანსერობას ფაქტობრივად არ აქვს!

6. რეფერატებისა და საკურსოების წერა

რა გჭირდებათ: კომპიუტერი, ინტერნეტი, პრინტერი და სკანერი, A4 ფორმატის ქაღალდი, საკანცელარიო ნივთები (პაპკები, სკრეპები და სხვა), მეთოდისტური უნარ-ჩვევები.

პირველი ვარიანტი: თქვენ თავად ითვისებთ რთულ საგნებსა და ზუსტ მეცნიერებებს. თუნდაც არ იყოთ ჰუმანიტარი – გადმოიწერეთ ინტერნეტიდან რეფერატი ლიტერატურის დარგში – ამას  ნებისმიერი აითვისებს.

პლუსები:

სახლიდან გასვლა საერთოდ არ არის საჭირო. შეკვეთების აღება ტელეფონითაც შეგიძლიათ. მზა მასალის წასაღებად კი კლიენტი თავადაც მოვა.

მინუსები:

საქმე – ასე ვთქვათ სეზონურია: სესიების დროს შეკვეთები ძალიან ბევრია, დანარჩენ სროს  შესაძლოა საერთოდ არ იყოს შეკვეთა.

7. ჰენდ-მეიდინგი

რა გჭირდებათ: კარგი მასალა, სამუშაო ადგილი, სადაც ცელქი ბავშვები ვერ მიწვდებიან.

საქონელს გაყიდით ასევე ონლაინ, საკუთარი ფეისბუქ-გვერდის მეშვეობით. გამოიყენეთ ხარისხიანი მასალა და იმუშავეთ სუფთად. კარგად გაყიდვადი ჰენდ-მეიდინგის შექმნის ფორმულაა: ხელობა + მასალა + პერფექციონიზმი.

პლუსები:

ადამიანებს უყვართ ხელნაკეთი ნივთები, ასე რომ, კარგი ჰენდ-მეიდინგი ყოველთვის იყიდება.

მინუსები:

მაღალი კონკურენცია, ძვირი მასალა.

8. მანიკურისა და სხვა სალონური პროცედურის შინ მომსახურება

რა გჭირდებათ: ინსტრიმენტები, მოწყობილი სამუშაო კუთხე.

თუკი ხართ მანიკურ-პედიკურის სპეციალისტი ან სტილისტი, კლიენტების შინ მიღება შესაძლებელია. ეს განსაკუთრებით აქტუალური დღეს, პანდემიის პერიოდშია. სტილიისტობის შესწავლა, რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, მაგრამ მანიკურ-პედიკურის შესწავლა ონლაინ, ვიდეო გაკვეთილებითაც არის შესაძლებელი. მეცადინეობა შეგიძლიათ ოჯახის უფროს წევრებზე, ან მეგობრებზე. სწორედ ისინი გაგიკეთებენ რეკლამას სხვადასხვა ჯგუფებში. მთავარია ამ საქმეში – რაც შეიძლება მკაცრად დაიცვათ ჰიგიენის წესები.

პლუსები:

კარგი შემოსავალი. კლიენტები თავად მოდიან შინ.

მინუსები:

უცხო ადამიანები შინ.

შინ მუშაობის შედეგები:

შინ მუშაობა – ეს ნიშნავს აკეთოთ სახლიდან გაუსვლელად ის, რაც ყველაზე კარგად იცით. მთავარია – არ დაიწყოთ საქმიანობა დაუფიქრებლად, პირველივე შემთხვევაზე: ასე რისკავთ მოლოდინებმა არ გაგიმართლოთ. ფრილანსერის მომხიბვლელობა იმაშია, რომ შეგიძლიათ გახდეთ ის,  ვინც მოგინდებათ იყოთ. სავსებით შესაძლებელია, რომ თუ მოგეცემათ საშუალება გახვიდეთ სამსახურში, ეს უბრალოდ აღარ მოგინდეთ.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები