7 წლის გეგა სოფრომაძის ნამუშევარი მსოფლიოს მასშტაბით 650 000 ნახატს შორის შეირჩა

ქუთაისელი გეგა სოფრომაძე აგვისტოში იაპონიაში გლობალურ კონკურსში მონაწილეობისთვის მიემგზავრება. ვან გეგა ფინალურ ეტაპზე საკუთარ ნამუშევარს წარადგენს. ის მსოფლიოს მასშტაბით, 650 000 ნახატს შორის შეირჩა. პირველი შემთხვევაა, როდესაც “ტოიოტას” კონკურსის ფინალში ქართველი მხატვარი მოხვდა.ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად უკვე მო­ირ­გო დიდი მხატ­ვრე­ბის სა­ხე­ლე­ბი. მე­გობ­რე­ბი “პი­კა­სოს” ეძა­ხი­ან, ოჯახ­ში კი “ვან გეგა” შე­არ­ქვეს. 7 წლის გეგა სოფ­რო­მა­ძე დე­დას­თან, უმ­ცროს დას­თან და ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ერ­თად ქუ­თა­ის­ში, პა­ტა­რა ბი­ნა­ში ცხოვ­რობს. ფარ­თის სიმ­ცი­რის გამო, ხში­რად ვერ ხა­ტავს და ამი­ტომ სა­კუ­თა­რი ფან­ტა­ზია მხო­ლოდ კონ­ტუ­რის სა­ხით გა­და­აქვს ფურ­ცელ­ზე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­დე­საც შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა, აფე­რა­დებს და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ნა­ხატს აცო­ცხლებს. ახ­ლაც გა­ცო­ცხლე­ბის მო­ლო­დინ­ში ბევ­რი პერ­სო­ნა­ჟია.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გეგა თვითნასწავლი მხატვარია.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები