7 რჩევა მათთვის, ვისაც უთო არ უყვარს

დედებს დააინტერესებთ

რას აკეთებთ არასწორად გარეცხვისა და ტანსაცმლის შენახვისას?

ალბათ ხშირად მოგისმენიათ ფრაზა: “შენ ხომ არ რეცხავ, მანქანა რეცხავს”…

ამას ამბობს ის, ვისაც არ ჰქონია ყოველდღიური შეხება რეცხვასთან, გაფენასა და ჩამოხსნასთან. ჯერ უნდა გადაახარისხო ნივთები, რასთან რა არ უნდა შეყარო მანქანაში, შემდეგ გარეცხო, გამოიღო, გაფინო. ჩამოხსნა და გადააწყო ის ნივთები, რომლებიც უნდა გააუთოვო. დააბინავო ყველა ნივთი თავის ადგილას. ამ ყველაფერს დიდი დრო მიაქვს და თუ არ გსურთ, ტყუილად გაისარჯოთ და მეტი დრო დაიტოვოთ საკუთარი თავისთვის, გაითვალისწინეთ ეს რჩევები:

შეცდომა N1

დიდი ხნით ტოვებთ სარეცხს მანქანაში. 

აუცილებელია, გაირიცხება თუ არა, მაშინვე გამოიღოთ მანქანიდან და გაფინოთ, თორემ გაუთოვება რთული იქნება. თუკი დაკავებული ადამიანი ხართ და არ გაქვთ დრო მაშინვე გაფინოთ ტანსაცმელი, გამოიყენეთ სარეცხი მანქანის სასარგებლო ფუნქციები. მაგალითად, “მარტივი გაუთოვება”. მანქანა ამ დროს გამორიცხავს ხშირ აწურვის რეჟიმს და გავლებისას დიდი რაოდენობით წყალში ავლებს, რაც ნაკეცების მინიმალური გაჩენის შანსს იძლევა. გამოიყენეთ პროგრამა “გადადებული სტარტი”, იმისათვის, რომ მანქანამ იმ დროისთვის გარეცხოს სარეცხი, როცა სამსახურიდან დაბრუნდებით. და ნუ გადატვირთავთ ბარაბანს. ტანსაცმელი არა მარტო ძალიან დაიკუჭება, არამედ შესაძლოა დაიხეს და დეფორმირდეს.

შეცდომა N2

ტანსაცმელს არ ბერტყავთ და არ ასწორებთ

სანამ გარეცხილ ტანისამოსს კარადაში შეალაგებდეთ, აუცილებლად კარგად დაბერტყეთ და გაასწორეთ. ასე არა მარტო ნაკლებს დაიკუჭება ნივთები, არამედ, მაგალითად, პირსახოცები, ბევრად ფაფუკი იქნება.

შეცდომა N3

არ ითვალისწინებთ ქსოვილის ტიპს

მსუბუქი ქსოვილისგან (აბრეშუმის, ნეილონის, პოლიესტერის და სხვა) შეკერილი ტანსაცმელი, ასევე რთული კონსტრუქციის სამოსი, მაშინვე ჩამოკიდეთ საკიდებზე. ნაქსოვი სვიტერები შეგიძლიათ თამამად დაკეცოთ და ისე მოათავსოთ გარდერობში.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

შეცდომა N4

ბიუსტჰალტერების შუაზე კეცავთ

თუკი ვიუსტჰალტერის ერთ ფიალას მეორეში ათავსებთ და ასე ინახავთ მას, იცოდეთ, ძალიან მალე თქვენი საყვარელი საცვალი ფორმას დაკარგავს. გაასწორეთ და ისე შეინახეთ, ისევე როგორც დევს ხოლმე თეთრეულის მაღაზიის თაროებზე.

შეცდომა N5

წინდებს ერთმანეთში ახვევთ

ამ მეთოდით მალე გააფუჭებთ წინდებს, დაწყდება რეზინები და გაიძაძღება. აჯობებს გაასწოროთ, ერთმანეთზე მოათავსოთ და ისე დაკეცოთ.

შეცდომა N6

არ ითვალისწინებთ ფასონს.

თითოეული ნივთი უნიკალურია, ამიტომაც სანამ დაკეცავდეთ, გაითვალისწინთ, სად მოექცევა ნაკეცი. მაგალითად: თუკი კეცავთ თხელ შალის სვიტერს, ან ბლუზას სიგრძეზე, შუაში, მაშინ  ნაკეცი აღმოჩნდება ზუსტად ცენტრში. იგივე სიტუაცია გამეორდება კლასიკური შარვლის დაკეცვის შემთხვევაში. ამიტომაც ისინი უმჯობესია დაკიდოთ სპეციალურ საკიდებზე, რომლებსაც სამაგრები მოყვება.

შეცდომა N7

სეზონურ ტანსაცმელს ზედა თაროზე ინახავთ

წარმოიდგინეთ სიტუაცია: თქვენ ცდილობთ მიწვდეთ ზედა თაროზე მოთავსებულ მაისურს და მთელი მის ქვეშ მოთავსებული ტანსაცმელი ქვემოთ იყრება. ნაცნობი სცენაა? ზედა თაროზე უმჯობესია არასეზონური ტანსაცმელი მოათავსოთ, დანარჩენი კი იქვე, ახლოს იქონიეთ.

 


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *