6 წლის ბიჭუნა, რომელმაც უმცროსი და ძაღლის თავდასხმისგან გადაარჩინა, მსოფლიო ვარსკვლავებმა გმირად შერაცხეს!

აუცილებლად საკითხავი

უაიომინგში მცხოვრები, ექვსი წლის ბრიჯერი დიდ ძაღლს წინ გადაუდგა და უმცროსი და ცხოველის თავდასხმისგან გადაარჩინა. შედეგად, ძაღლისგან დაკბენილ ბიჭს ორი საათის განმავლობაში ოპერაციას უკეთებდნენ და საბოლოოდ, 90-ზე მეტი ნაკერი დაადეს. ექიმები ამბობენ, რომ ბრიჯერი „ყველაზე მამაცი“ პაციენტია, რომელიც აქამდე ჰყოლიათ.

ეს ამბავი ბრიჯერის დეიდამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პირველად მსახიობი, ენ ჰეთევეი გამოეხმაურა ამ ამბავს : „მე არ ვარ ერთ-ერთი „შურისმაძიებელი“, მაგრამ შემიძლია ამოვიცნო გმირი მისი საქციელით. მხოლოდ ისღა დამრჩენია, მქონდეს იმედი, რომ იმის ნახევარ სიმამაცეს მაინც გამოვიჩენ ცხოვრებაში, რაც შენ გაქვს. @markruffalo, გუნდის ახალი წევრი ხომ არ გჭირდება?“- წერს ჰეთევეი. მარკ რუფალო შურისმაძიებელთა გუნდის ერთ-ერთი წევრია, რომელიც ჰალკის როლს ასრულებს. ისიც, ისევე როგორც, სპაიდერმენი (ტომ ჰოლანდი) და ჰიუ ჯეკმანი (სამურავი) გამოეხმაურა ბიჭის მამაც საქციელს.

ბიჭს ვიდეო მიმართვა ქრის ევანსმა, იგივე კაპიტანმა ამერიკამ გაუგზავნა, რომელიც ბრიჯერის დეიდამ მალევე გამოაქვეყნა:

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

„წავიკითხე სტატია და ვნახე რა გააკეთე შენი დისთვის. დარწმუნებული ვარ ამ დღეებში უკვე ბევრჯერ მოისმინე ეს, მაგრამ მაინც უნდა გითხრა – შენ გმირი ხარ!

შენ დას ძალიან გაუმართლა, შენნაირი ძმა რომ ჰყავს. მშობლები ალბათ ძალიან ამაყობენ შენით.“

ევანსი ბიჭს მადლობის გამოსახატად კაპიტანი ამერიკის ნამდვილი ფარის გაგზავნას დაჰპირდა – „ასე გააგრძელე, მეტი შენნაირი ადამიანი გვჭირდება.“


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *