მშობლებს თინეიჯერ შვილებთან კამათი ყოველთვის მოუწევთ. ხშირად, ჩვენი მოსაზრებები არ ემთხვევა ჩვენი შვილების აზრს, თუმცა, ამ 5 სიტუაციის შემთხვევაში, სასურველია, რომ შვილებს გამარჯვების საშუალება მივცეთ.

5. არეული სივრცე. თინეიჯერებს ხშირად არეული ოთახები აქვთ, რის გამოც დედა ყოველთვის უკმაყოფილოა. მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგები თვლიან, რომ ჩვენს შვილებს უნდა შევუწყოთ ხელი, რომ ჰქონდეთ პირადი სივრცე, თუნდაც ისეთი, როგორიც მათ სურთ. შესაბამისად, ისინი მეტ პატივს სცემენ იმ სივრცეს, რომელიც საზიაროა ყველასათვის.

4. “თბილად ჩაიცვი”. მაშინ, როცა გარეთ ცივა და ჩვენი შვილები თხლად ჩაცმულები აპირებენ გასეირნებას, დაუყოვნებლივ მოვუწოდებთ თბილად ჩაცმისკენ. რა მოხდება, თუკი ნებას მივცემთ ისე ჩაიცვან, როგორც სურთ? შემდეგ ჯერზე, აუცილებლად მოიცვამენ სქელ პალტოს, რადგან მიხვდენიან, რომ წინად, თავად მიღებული გადაწყვეტილების გამო, გაცივდნენ ან შესცივდათ.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

3. ვარცხნილობის შერჩევა. თინეიჯერებს ამ ასაკში გონიათ, რომ ისინი უკვე ზრდასრულები არიან და მათ შეუძლიათ გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება. სინამდვილეში, ისინი ამ პერიოდში გამოდიან ბავშვობის ასაკიდან, ამიტომაც ჩვენ, მშობლებმა, უნდა ვეცადოთ, რომ მათ მივცეთ საშუალება, გარკვეული საკითხები თავად გადაწყვიტონ.

2. დედებო, თქვენ აღარ ხართ ყურადღების ცენტრში. ეს ფაქტი შესაძლოა, რთულად მისაღები იყოს დედებისთვის, თუმცა, საჭიროა, რომ სიმართლეს თვალი გავუსწოროთ. თინეიჯერებს ხშირ შემთხვევაში საკუთარ მეგობრებთან სურთ დროის უმეტესი ნაწილის გატარება, რაც დედებმა აუცილებლად უნდა გავიაზროთ და მივიღოთ. მათ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ჰქონდეთ საკუთარი სივრცე.

1. საშინაო დავალებები მნიშვნელოვანია. საკუთარ შვილებს მიეცით საშუალება, თავად იყვნენ პასუხისმგებელნი საკუთარ გამოცდებზე. თუკი ისინი წარუმატებლობას განიცდიან, თვითონ გადაწყვეტენ, სურთ თუ არა სამომავლოდ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება. ეცადეთ, რომ მხარი დაუჭიროთ გადაწყვეტილების მიღებაში, ნუ მოახდენთ მასზე გავლენას.