შიში – 21-ე საუკუნის თანმდევი განცდა გახდა, ახლა კი ლამის ყველა ჩვენგანი პანიკაშია! გვეშინია ვირუსის, გარეთ გასვლის, ადამიანებთან კონტაქტის, კატაკლიზმების, არეულობის, ახლობლების დაკარგვის და სხვა უამრავი თუნდაც სხვისთვის გაუგებარი რამის.

შიშთან ერთად ცხოვრება მტანჯველი და ხშირად ფსიქიკისთვის დიდი ზიანის მიმყენებელია.

ამიტომაც მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სანამ მძაფრად გვაქვს გამოხატული ეს განცდა და სპეციალისტის ჩარევა დაგვჭირდა, ვიცოდეთ მეთოდები, რითაც შევძლებთ გავუმკლავდეთ მას.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი, არტ თერაპიის სპეციალისტი ნონა ტაბატაძე გვასწავლის რამდენიმე მარტივ ხერხს შიშის მოსახსენელად:

1. პირველ რიგში უნდა დავიჯეროთ, რომ ფიზიკურად არაფერი გვჭირს (ხშირად პანიკური შეტევების დროს ადამიანები ექიმებთან დარბიან, რომ გამოიკვლიონ და ეს უსასრულოდ გრძელდება).

2. მას შემდეგ, რაც გავარკვიეთ და დავრწმუნდით, რომ ფიზიკურად ჯანმრთელად ვართ და მიუხედავად ამისა, მაინც გვეუფლება შეგრძნება რომ ცუდად ვართ, (თავბრუ, გაბრუების შეგრძნება, დაუძლეველი შიში, რომ რაღაც დამემართება, გული გამისკდება და ა.შ.) სადაც არ უნდა ვიყოთ ვჩერდებით და ვცდილობთ, დავაკვირდეთ ჩვენს სუნთქვას, როგორ ივსება ფილტვები ჰაერით, ჩასუნთქვის და გამოსუნთქვის პროცესს…

3. სუნთქვის გასწორების შემდეგ, ვიწყებთ დაკვირვებას გარემოზე, როგორი გარემოა ირგვლივ, რა ხდება? ფენომენოლოგიურად ვაკვირდებით ნივთებს, დეტალებს.

4. თუ იქნება შესაძლებლობა, ძალიან კარგია სირბილი, დილით/საღამოს, იოგა და სხვა…

5. პანიკური შეტევის დროს მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპია, იმისთვის, რომ გაცნობიერდეს თუ რას გვთხოვს ჩვენი ფსიქიკა ასეთი ფორმით, რა უნდა შევცვალოთ, დავალაგოთ ან ავრიოთ ცხოვრებაში.