5 ძირითადი მიზეზი, რის გამოც დიდი ხნის ოჯახები ინგრევა!

ეს ახირება არ არის, არც და უფიქრებელი ნაბიჯია. ერთად გატარებული ბევრი წლის შემდეგ, მათ დაშორება გადაწყვიტეს. რატომ მოხდა ასე, როცა წყვილმა ერთად გაიარა ცეცხლი, წყალი და უამრავი დაბრკოლება? და რის გაკეთება შეიძლება, რომ ასეთი რამ თავიდან ავიცილოთ?

თუკი მსგავსი რამ თქვენი ახლობლებიდან ვინმეს შეემთხვა, ან თავად განქორწინდით ბევრი წელი თანაცხოვრების შემდეგ, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ეს ერთგვარ ტენდენციად იქცა მსოფლიოში. მაგალითად, ამერიკაში ყოველი მეოთხე განქორწინება 50 წელზე უფროსი ასაკის წყვილებზე მოდის.

მეგობრებისა და ნათესავებისთვის ეს ხშირად დიდი მოულოდნელობაა. რატომ ხდება ასე?

  1. ისინი დროთა განმავლობაში შორდებიან ერთმანეთს. პროცესი, რომელსაც ე.წ. “ვერცხლის განქორწინებისკენ” მივყავართ, ნელია. ყველაფერი თანდათან ხდება. ეს ერთგვარად უტეხ ჭურჭელს გავს, რომელიც ბევრჯერ გაგვარდნია ხელიდან და არ გაგტეხია. მაგრამ რაღაც მიკრობზარება მასზე რჩება და დროთა განმავლობაში მრავლდება. შემდეგ კი კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება, გივარდებათ თეფში – და ის ნაფხვენებად იქცევა. ასეა ურთიერთობებშიც.

ბევრი წყვილი, რომელმაც ათეულობით წელი იცხოვრა ერთად და ბოლოს დაშორდა, აღნიშნავს, რომ ისინი უბრალოდ ერთმანეთს დაშორდნენ, სხვადასხვა გზით წავიდნენ.

სადღაც ღრმად, ფსკერისკენ ყოველთვის არის ცივი დინება, უკმაყოფილებები. ის გარეშე თვალისთვის უხილავია, მაგრამ ცივ შეხებას გრძნობენ ისინი, ვინც სულ ერთად არიან. ამ უკმაყოფილებას და ნელ გაღიზიანებას შეუძლია დაანგრიოს ის, რაც ზედაპირულად მყარი ჩანს.

ხშირად ქალები თვლიან, რომ ბევრს გასცემენ: უარს ამბობენ კარიერაზე, არ იღებენ შვებულებას და ეკონომიურად ცხოვრობენ. მათ ჰგონიათ, რომ ურთიერთობაში ვერავის დაეყრდნობიან. და ისინი, სწორედ ისინი მიდიან, როცა ბავშვები უკვე ზრდასრულები არიან.

2. ასაკში სხვაობა. ხანდახან განქორწინებაში მთავარ როლს ასაკი თამაშობს, მიუხედავად იმისა, რომ როცა ერთმანეთი გაიცანით და ურთიერთობა დაიწყეთ, ამას ყურადღებას არ აქცევდით. ეს ცნობილი ფსიქოლოგიური ფენომენია – 10 წელი სხვაობა წყვილს შორის ან წარმოუდგენელია, ან უმნიშვნელო ფაქტი.

45-ს და 60 წლის ერთ დროს მხოლოდ და მხოლოდ 20-ს და 35 წლისანი იყვნენ. ახლა კი ციფრები შუახნის კრიზისს ასახავენ და სიბერის პირველ ნიშნებს.

ფსიქოლოგიის დოქტორი სტივენ ტატკინი განმარტავს, ცხოვრებაში რამდენიმეჯერ ადამიანები გადიან ტვინის ფსიქოლოგიურ და ბიოლოგიურ “აფგრეიდს”. ეს ხდება 15 და 40 წლის ასაკში.

ყოველ ჯერზე, როცა კრიზისს განიცდით ურთიერთობაში, გინდებათ დროის უკან დაბრუნება, მაშინ, როცა ყველაფერი ჩვეული და ნაცნობი იყო. ამ მიზეზით იწყებენ ადამიანები თავისზე ახალგაზრდა პარტნიორთან ურთიერთობას – უმცროსი ეხმარება უფროსს დარჩეს დიდხანს თბილ, მზიან ზაფხულში.

3. მათ თავს უფლება მისცეს, მოდუნებულიყვნენ. 24 საათი ერთსა და იმავე ადამიანთან ყოფნას ჩვენ ვეჩვევით და  თითქოს ერთმანეთს ვესისხლხორცებით. მაგრამ ხანდახან ამას იქამდე მივყავართ, რომ წყვილები აღარ ინდომებენ. თქვენ ბევრს მუშაობთ, ავითერბთ ბიზნესს და ოჯახს არჩენთ, მაგრამ აღარ შრომობთ იმისთვის, რომ იყოთ ყურადღებიანი და მომხიბვლელი ადამიანი. თავს მოდუნების საშუალება მიეცით.

4. ფულს სხვა დატვირთვა და ფასეულობა გაუჩნდა. ხარჯები მაშინ ხდება თქვენი ურთიერთობის მთავარი მტერი, როცა, შესაძლებლობები იმხელა აღარ არის, როგორც ადრე იყო.
5. სექსი. ასაკთან ერთად ხდება ჰორმონალური ცვლილებები და ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს იმაზე, რომ პარტნიორი ისე მიმზიდველად აღარ გეჩვენებოდეთ, როგორც ადრე. ან სექსი აღარ იქნება ის ერთადერთი, რაც წყვილის ურთიერთობას ამყარებდა.
ხანდახან სექსუალურ ტემპერამენტში სხვაობა ნაკლებ შესამჩნევი ხდება და პირველ ეტაპზე ურთიერთგაგება დგება, მეუღლეები ერთმანეთის კარგი მეგობრები ხდებიან. ხანდახან, პირიქით, ერთ-ერთს წყვილიდან მოთხოვნილება და ტემპერამენტი ასაკში უფრო უმაღლდება.
როგორ მოვიქცეთ, რომ ეს ჩვენ არ დაგვემართოს?
1. გახადეთ თქვენი ურთიერთობა პრიორიტეტული. ეს ნიშნავს, დაიცვათ ერთმანეთი – ყველასთან, მაშინაც კი, როცა მარტო რჩებით. იყავით ერთმანეთისთვის ექსპერტები, დაიფარეთ პარტნიორის ზურგი. ბავშვები გაიზარდნენ, სამუშაო იმდენი აღარ გაქვთ, მხოლოდ ერთმანეთი დაგრჩათ – ერთი გუნდი ხართ.

 

2. ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს. წონაში მატება, შინ ჯდომა და ხალათი ჩუსტებით – არ არის გამოსავალი. ეს პარტნიორისთვის გზავნილია, რომ თქვენ აღარაფერი გაინტერესებთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე და მასზე.

3. გააცნობიერეთ თქვენი როლი ურთიერთგაუგებრობებში. მაგრამ არ იჩქაროთ დანებდეთ და განქორწინების აზრს შეეგუოთ. ჩაიხედეთ სარკეში. თუკი ანარეკლში მოსაწყენი, დაღლილი ადამიანი დაინახეთ, შესაძლოა, რაღაც დოზით პრობლემა თქვენშია. და თუ ეს ასეა, მიიღეთ გადაწყვეტილება – დაუბრუნოთ თქვენს ცხოვრებას ინტერესი. ახალი თავგადასავალი – თუნდაც ეს ახალი ჯიშის საზამთროს მოყვანა იყოს – თქვენ ოჯახში ახალ ისტორიას შექმნის. ახალს და საინტერესოს.

4. ისაუბრეთ სექსზე. თქვენი სხეული იცვლება, თქვენი სექსუალურობა სხვა ფორმებს იღებს. იპოვეთ ის შეხებაში, წყნარ საღამოებში, ალერსსა და ღიმილში. მართალია, ვერ დააბრუნებთ წარსულ ვნებიან ღამეებს, მაგრამ ისინი კვლავ თქვენთან არიან – მოგონებებში.

5. და ყველაფერ სხვაზე. ისაუბრეთ ერთმანეთში ყველაფერზე. ეს  პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზაა.

 

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები