ბევრი ჩვენგანისთვის დილას გაღვიძება არც ისე მარტივია. ხშირად გვსურს, დავტკბეთ დილის ძილით, თუმცა, ჩვენს შვილებს ადრე გაღვიძება უყვართ.

როგორ მოვიქცეთ, რომ დილა უფრო ხალისიანი და მსუბუქი იყოს ჩვენთვის? გაეცანით ქვემოთ ჩამოთვლილ რჩევებს.

  1. ადექით მაღვიძარის პირველივე ზარის შემდეგ. ბევრისთვის თითქმის შეუძლებელია პირველივე ზარის შემდეგ წამოდგომა, ზოგჯერ სპეციალურადაც კი ვაყენებთ მაღვიძარას გაცილებით ადრე, რომ მტანჯველი ერთი საათის შემდეგ, საბოლოოდ წამოვდგეთ. თუმცა, რეალურად, ბევრად უფრო მარტივია ერთი ზარის შემდეგ გამოფხიზლება.
  2. მიიღეთ შხაპი. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ დილის სწრაფი შხაპი აფხიზლებს როგორც სხეულს, ისე გონებას.
  3. მოუსმინეთ მუსიკას. მაშინ, როცა დილას ემზადებით, შხაპს იღებთ ან საუზმებს ამზადებთ, პარალელურად მოუსმინეთ მუსიკას. ეს კარგ განწყობაზე დაგაყენებთ.
  4. გაიწელეთ. არაერთი ტრენერი გვირჩევს, რომ დილას აუცილებელია გავიწელოთ. სხეული გაწელვების დროს აქტიურდება და ჩვენც მეტი ენერგიით ვივსებით.
  5. იირთვით ჯანსაღი საუზმე. და ბოლოს, იმისათვის, რომ ჩვენმა დილამ უნაკლოდ ჩაიაროს, აუცილებელია, მივირთვათ ჯანსაღი საუზმე. ეს თავისთავად სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის, ამასთან ჯანსაღად კვება გვმატებს მეტ ენერგიას და მთელი დღის მანძილზე თავს მსუბუქად გვაგრძნობინებს.