5 შეცდომა ბავშვის ოთახის მოწყობისას!

ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც ბავშვის ოთახის მოწყობისას ვუშვებთ, მდგომარეობს შემდეგში: ჩვენ, უფროსები, ვცდილობთ საკუთარი აუხდენელი ოცნებების რეალიზებას. ასე ჩვენს შვილებზე გადაგვაქვს ჩვენივე მოლოდინები და ამბიციები.

თავს მოხვეული სცენარები

ფსიქოლოგების აზრით, ამ მეთოდით მშობლები შვილებს “ართმევენ” თავისუფლებას, უნარებს, მიზნისკენ სწრაფვის უნარებს.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ყველას გვახსოვს დრო, როცა სამედიცინოზე ჩაბარება ჩვენი მშობლების არჩევანი იყო. ხოლო თეატრალური, სამხატვრო და საცირკო ხელოვნების ინსტიტუტები მშობლების მიერ დაბლოკილი გვქონდა. ამას ნამდვილად მოჰქონდა მომავალში ფსიქოლოგიური პრობლემები და ის, რომ ადამიანი ცხოვრებაში ნორმალურად ვერ რეალიზდებოდა.

ხშირად მამა ვაჟს ფეხბურთზე სიარულს აძალებს, არადა ბიჭს ცეკვა უფრო მოსწონს ან უბრალოდ ჯარისკაცებით თამაში. ან დედას მიყავს გოგონა ბალეტზე, რომელზეც მთელი ცხოვრება თავად ოცნებობდა, ბავშვს კი ხატვა, ან ხელბურთის თამაში სურს.

მსგავსი შემთხვევები დღესაც ბევრია – ისევე როგორც ჩვენს ირგვლივ ბევრი საკუთარი ბედით უკმაყოფილო ადამიანი. და მშბლებიც მაინც იმედგაცრუებულები რჩებიან, შვილებთან კონფილქტის გამო… სწორედ ამიტომ, არ ღირს მოახვიოთ ვაჟს ან გოგონას საკუთარი აზრი იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს მათი სამყარო.

ნუ გამოიჩენთ  “ზედმეტ სიკეთეს”

როგორ გამოიხატება ეს ბავშვის გარემოში? მაგალითად, უფროსი იმდენად მოცულია საკუთარი იდეით, რომ ავიწყდება კითხოს თავად ბავშვს იმის შესახებ, როგორი ინტერიერში უნდა მას ცხოვრება.

დედა ამბობს: “ჩვენ ზღვის თემატიკა გადავწყვიტეთ, აქ იდგება საწოლი თოკებით, აქ სავარძელი გემის სტილში, იქვე სკივრი ნივთებით, ზუსტად ასეთი ოთახი მინდოდა ბავშვობაში მქონოდა”. და რას ფიქრობს ბავშვი ზღვის სამყაროზე? იქნებ, ეს თემატიკა მას საერთოდ არ აინტერესებს და მოსწონს? ის იცხოვრებს დედის ოცნებით გაჯერებულ სივრცეში?

სანამ იყიდდეთ პიანინოს, ან მეკობრეების აღჭურვილობას, ან კიდევ სხვა ნივთებს საკუთარი ფანტაზიიდან, დარწმუნდით, ნამდვილად უნდა იმ ადამიანს ეს ყველაფერი, ვისთვისაც ასე ზრუნავთ.

საკუთარი სივრცე

რა უნდა გაითვალისწინოთ კიდევ ბავშვის ოთახის მოწყობისას? მნიშვნელოვანია, გახსოვდეთ, რომ ბავშვს ეკუთვნის ყველაფერი, რაც მის ოთახშია. და როცა მას ემიჯნება ლოჯი ან გარდერობის ოთახი – ისიც თქვენი გოგონას, ან ვაჟის სივრცეა.

თუკი ფიქრობთ, რომ იქვე შეინახავთ ქილებს, საბურავებსა თუ სხვა თქვენს კუთვნილ ნივთებს, რომლისთვისაც ბავშვის ოთახის გავლით უნდა იაროთ, დაიმახსოვრეთ: თქვენ უკვე არღვევთ ბავშვის საზღვრებს.

გსურთ, გაიზარდოს თქვენი შვილი მიზანდასახული და დამოუკიდებელი? მნიშნელოვანია, რომ უყვარდეთ, გაფასებდეთ და პატივს გცემდეთ? მაშინ ნუ შეხვალთ მის ტერიტორიაზე დაუკითხავად. და ეცადეთ მოიფიქროთ წინასწარ, რომელი ოთახი გამოყოთ ბავშვისთვის, რათა არ შეაწუხოთ ის ყოველწამიერი ვიზიტებით.

თუკი ოჯახში არაერთი ბავშვი გყავთ

თუ ოთახში ორნი იცხოვრებენ, მნიშვნელოვანია დაიცვათ “ოქროს წესი”: თითოეულ ბავშვს საკუთარი სივრცე უნდა ჰქონდეს. მინიმუმ, თავისი მაგიდა, სკამი და საწოლი.

პირადი სივრცისთვის საზღვრების დაწესება თითოეული ბავშვისთვის შეგიძლიათ კედელზე ფერებით, სტელაჟებით, ტიხრებით, ფარდით, კარადით, ბალდახინით და სხვა…

ყველა ადამიანს, დიდსაც და პატარასაც, უნდა ჰქონდეს საკუთარი, მყუდრო სივრცე, რათა თავი იგრძნოს დაცულად. ეს ეხმარება ადამიანს მოდუნებაში, ძალების მოკრებაში ახალი მიღწევებისა და ცოდნის შესაძენად, იმისათვის, რომ იგრძნოს თავი მნიშვნელოვან, დამოუკიდებელ ადამიანად, რომელიც უყვართ და აფასებენ.

არ დაუდგათ 2 ბავშვს ერთი მაგიდა, თუ გსურთ, რომ თითოეულმა საკუთარი უნიკალურობა გამოავლინოს და საკუთარ გზაზე იაროს. ნუ მოუწყობთ ორსართულიან საწოლს – მიაჩვიეთ პატარაობიდანვე ეძინოს დამოუკიდებლად, ნორმალურ საწოლში.

თუ გსურთ, გაზარდოთ ჯანმრთელი, ბედნიერი ადამიანები, მაშინ მოუსმინეთ მათ სურვილებს, გაითვალისწინეთ მათი ოცნებები ჯერ ოთახის მოწყობისას. მიეცით უფლება, აქეთ მოგცენ რჩევები, გამოხატონ საკუთარი აზრები და ინტუიცია. ბავშვებმა ყველაზე კარგად იციან, რა შეუწყობს ხელს მათ ზრდას.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები