5 ფარული მიზეზი, რის გამოც იმატებთ წონაში!

რატომ ხდება ისე, რომ სწორადაც რომ იკვევებოდეთ, მაინც იმატებთ წონაში?

ჰო, ასეც ხდება, გგონია, უნდა დაგეკლო, დადგები დილით სასწორზე და შოკში ხარ. საიდან ეს წონა? რატომ ამდენი? შენ ხომ მთელი კვირა ცომეულის და გაზიანი სასმელების გარეშე იყავი, ამ ყველაფრისთვის კი მთელი წელი ფსიქოლოგიურად ემზადებოდი… უყურებ სასწორს და გონებაში ამის გამომწვევ ყველა შესაძლო მიზეზს ეძებ.

სიმართლე იმაშია, რომ ხანდახან წონის მატებაში სულაც არ არის დამნაშავე ის, რაც მიირთვით და არც იმას აქვს მნიშვნელობა, რამდენად აქტიურად ვარჯიშობდით.

ჩვენ ჩამოგითვლით რამდენიმე ფაქტორს, რომელიც ხელს გიშლით წონის კლებაში!

  1. თქვენ არასაკმარისი გძინავთ!

რეგულარული გამოუძინებლობა არა მხოლოდ ფიზიკურად გღლით, არამედ წონის მატებასაც უწყობს ხელს. მეცნიერები დღემდე იკვლევენ ზუსტ კავშირს ძილის ნაკლებობასა და დამრგვალებულ ფორმებს შორის, მაგრამ აშკარაა, რომ ძირითადი მიზეზი ამ კავშირისა – სანამ არ გძინავს, მეტი საკვების მიღებაშია.

გარდა ამისა, ძილის ქაოტური რეჟიმი გავლენას ახდენს ჰორმონებსა და მეტაბოლურ რეგულაციებზე. სანამ არ გძინავთ საჭირო დროს, ჰორმონები თქვენს წინააღმეგ არასახუმარო შეთქმულებას აწყობენ: ლეპტინის მაგივრად, რომელიც არეგულირებს ენერგიას და აქვეითებს მადას, გამოიყოფა მეტი გრელინი, რომელიც შიმშილის გრძნობას იწვევს. სწორედ ამიტომაც, ისინი, ვინც დიდხანს და გვიანობამდე მუშაობენ, ტკბილეულითა და ცხიმიანი პროდუქტებით იკლავენ შიმშილის.

როგორ მოვიქცეთ: კონცენტრირდით რეჟიმის აღდგენაზე – ეცადეთ დაწვეთ და გაიღვიძოთ ერთსა და იმავე დროს, იმისათვის, რომ აღდგეს ცირკულირებადი ციკლი. დაიცავით საძინებელი ოთახის ჰიგიენა, გამორთეთ ელექტრომოწყობილობები საწოლში დაწოლამადე 2 საათით ადრე, ასევე აღარ მიირთვათ ამაზე გვიან. და აუცილებლად შეამცირეთ კოფეინის მოხმარება დღის მეორე ნახევარში, თუკი დაძინების პრობლემა გაქვთ.

2. თქვენ გამუდმებულ სტრესში იმყოფებით

თქვენ შეიძლება ვერც ხვდებით, მაგრამ საოფისე რუტინა შუაღამეს, დასვენებაზე უარის თქმა იმის გამო, რომ მეტი გამოიმუშაოთ და პრობლემები პირად ცხოვრებაში პირდაპირ აისახება სასწორის შკალაზე, ამასთან, სავარაუდოდ, არა მინუსებში. რას ვიზამთ, ასეა მოწყობილი ადამიანის ორგანიზმი – ის ცხიმის მარაგს აკეთებს მაშინათვე, როგორც კი სტრესის ჰორმონი კორტიზოლი ტვინს სიგნალს აძლევს: “ნაბრძანებია, გადარჩე!” და იწყებს ირთვება თავდაცვის მექანიზმი.

კორტიზოლის მომატებული დონე შესაძლოა სასარგებლო იყოს მოკლე ხნით, მაგრამ ქრონიკული სტრესი უკვე საგანგაშოა. 2018 წელს ამერიკელი მეცნიერების მიერ, უჯრედული მეტაბოლიზმის შესწავლის შემდეგ, დამტკიცდა, რომ კორტიზოლის მაღალ დონესა და პროგრესირებად სიმსუქნეს შორის პირდაპირი კავშირია. ამასთან, იმ ადამიანებს, რომლებიც მუდმივად დაკავებულები არიან, უჭირთ მობილიზდნენ და დაალაგონ დღის რეჟიმი, გამონახონ დრო ვარჯიშისთვის და ნორმალური სადილისა და ვახშმის მომზადებისთვის.

როგორ მოვიქცეთ: დავიცვათ ძილის რეჟიმი, არ გავაცდინოთ ვარჯიში, გამოვიმუშავოთ ჩვევა, მოვიმზადოთ საკუთარი თავისთვის გემრიელი და სასარგებლო კერძები, ასევე ავითვისოთ დამამშვიდებელი მეთოდები მუდმივი სტრესისგან გასათავისუფლებლად. ამ მეთოდებში შედის სუნთქვითი ვარჯიშები და მედიტაცია. დიეტოლოგები და ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მათი პაციენტები ინტენსიურად იკლებენ წინაში, თუ ამ წესებს ზედმიწევნით იცავენ.

3. თქვენ კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის პრობლემები გაქვთ

საჭმლის მონელების პრობლემებიდან დაწყებული, ბანალური მუცლის შებერილობითა და ყაბზობით დამთავრებული – წონის მატების გამომწვევი შეიძლება იყოს! ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი წონის მატებისას – მიკროფლორის პრობლემებია. მეცნიერები კუჭნაწლავის სასარგებლო და პათოგენური ბაქტერიების ბალანსის დარღვევასა და ზედმეტ წონას შორის კავშირს ამტკიცებენ. სხვათა შორის, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რატომაც არ გვაკლებინებს წონაში ბუნებრივი დამატკბობელები ის არის, რომ ისინი უარყოფითად მოქმედებენ შრომისუნარიან მიკროფლორაზე და კუჭ-ნაწლავის მოქმედებაზე. ფლორის მოუწესრიგებლობა ასევე იწვევს ინსულინის რეზისტენტულობას, რაც აფერხებს გლუკოზის შეთვისებას და ასევე პირდაპირ და უარყოფითად მოქმედებს წონაზე.

როგორ მოვიქცეთ: კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან, რომელიც დაგინიშნავთ პრებიოტიკების კურსს და შეგიცვლით კვების რაციონს, დაგიმატებთ რა მასში მეტ უჯრედისს (ბაქტერიები მასზე გიჟდებიან) და ფერმენტირებულ პროდუქტებს.

4. თქვენ ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა გაქვთ

მაგნიუმის, რკინისა და ვიტამინი D-ს დეფიციტი აფერხებს იმუნური სისტემის მუშაობას, აკნინებს მეტაბოლიზმს და უბრალოდ აცლის ორგანიზმს ენერგიას. შეგრძნება გაქვთ, რომ დანგრეული ხართ ან სუსტად ხართ იმისათვის, რომ სპორტით დაკავდეთ, მხოლოდ ყავაში, შოკოლადსა და მარტივ ნახშირწყლებში ეძებთ ხსნას – უკვე ხვდებით, ხო, სად მიყავხართ ამას?

როგორ მოვიქცეთ: მიეძალეთ წითელ ხორცს, წიწიბურას, ისპანახს, თხილეულსა და ნუშს იმისათვის, რომ გაიუმჯობესოთ რკინისა და მაგნიუმის მაჩვენებელი. ვიტამინი D ან ჯანმრთელი მზის სხივებით, ან აბებით უნდა მიიღოთ – ოღონდ აუცილებლად მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით, რადგან ამ ვიტამინის დოზის გადაჭარბება თირკმელებში კენჭების გაჩენას იწვევს.

5. თქვენ არ აქცევთ ყურადღებას, რას ჭამთ

მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც ხშირად არასერიოზულად ვუყურებთ: ცხოვრების სტილის თუნდაც მცირე შეცვლას შეუძლია გამოიწვიოს, როგორც წონის კლება, ასევე მატება. მაგალითად, თქვენ გადახვედით სხვაგან საცხოვრებლად და ვეღარ დადიხართ ბევრს ფეხით, შეიცვალეთ სამსახური და დიდხანს ერთ ადგილას ზიხართ, რამდენიმე კვირაა სადილზე გაზიან ტკბილ სასმელს სვამთ – თითქოს ისეთი არაფერია, მაგრამ ძალიან მალე ეს ყველაფერი თეძოებზე დაგეტყობათ. სხვათა შორის, დიეტოლოგები თანხმდებიან, რომ ტკბილი და ალკოჰოლური სასმელები – ყველაზე პოპულარული გამონაკლისებია, რომლებიც კალორიების თვლისას დაიშვება.

როგორ მოვიქცეთ: პირველი ნაბიჯი, რომელიც დაგიბრუნებთ კვებაში სასარგებლო ჩვევებს, – დაიწყოთ დღიურის წარმოება, სადაც აღწერთ, რა და როდის შეჭამეთ რამდენიმე დღის განმავლობაში. ასე თქვენ დაინახავთ სრულ სურათს და შეძლებთ, დააკორექტიროთ ისე რეჟიმი, რომ წონის კლებაში წახვიდეთ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები