„სტრიების“ თავიდან აცილების 5 მნიშვნელოვანი წესი

დაამატეთ მჟავა და ექსფოლიანტები

ბიუთი-პროდუქტების გვერდზე გადადება ორსულობის დროს ნამდვილად მოგიწევთ, ვინაიდან მათმა გამოყენებამ, დიდი ალბათობით, კანზე გამონაყარი და ანთებითი პროცესი შეიძლება წარმოშვას. გამონაყარის დამუშავება შესაძლებელია ექსფოლიანტების და რბილი სახის დასაბანი გელების მეშვეობით.
„სცადეთ, დაამატოთ თქვენი თავის მოვლის საშუალებებში აზიალინის მჟავა სიწითლის, ანთებითი პროცესის და დახშული ფორების მოსაშორებლად“ – გვირჩევს კოსმეტოლოგი ჯასტინ კლუკი, კონსულტანტ-დერმატოლოგი Harley Street-ის ლონდონის კლინიკაში, ხოლო ჰაროლდ ლანსერი, რომელიც „ჰოლივუდის მთავარი კოსმეტოლოგის“ სტატუსს ატარებს, რეკომენდაციას უწევს სალიცინის, გლიკოლის მჟავას, თუმცა გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს გინეკოლოგს.

მოერიდეთ არომატულ ზეთებს

ქალბატონებს ორსულობის პერიოდში უმძაფრდებათ არა მარტო კანის მგრძნობელობა, არამედ რაოდენობის მიმართ განსაკუთრებული ზომიერების გადაჭარბება. სწორედ ამ დროს უნდა გაგახსენდეთ: „რაც ნაკლები, მით უკეთესი“ – აფრთხილებს ორსულ გოგონებს არომათერაპევტი ანნე დე მამიელი.
ზოგიერთი არომატული ზეთის შემცველობა შეიძლება ცუდად აისახოს ნაყოფზე. ამიტომ მოერიდეთ და საერთოდ ამოიღეთ მოხმარებიდან. როგორც სპეციალისტები ამბობენ, როზმარინისა და სალბის ზეთების გამოყენებას ჭინთვების სტიმულირება შეუძლიათ. ამიტომ რჩევა იქნება, საერთოდ არ გამოიყენოთ ორსულობის პერიოდში.
ვინაიდან ბევრ ქალს აღენიშნება ჰიპერპიგმენტაცია ორსულობის დროს, მზიან ამინდში გასვლის წინ არ ღირს ლიმონის ზეთის, ლაიმის, ბერგამოტის, კურკუმას, კორიანდრას, მწარე ფორთოხლის, ანგელიკის ან გრეიპფრუტის ზეთების გამოყენება. ამ ყოველივეს შეუძლია კანის დამწვრობა გამოიწვიოს.

გაიკეთეთ მასაჟი და მიირთვით ავოკადო

British Journal of General Practice-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქალების 50-90%-ს აღენიშნება ორსულობის პერიოდში და მის შემდეგ კანის გაწელვა, ე.წ. სტრიები. სამწუხაროდ, მათი სრულად აღდგენა შეუძლებელია, თუმცა შემცირება შეიძლება კანის მუდმივად დატენიანებისა და გამკვრივების მეშვეობით.
ამაში იდეალურად გვეხმარება ზეთები, რომლებიც კანს ელასტიკურობას ანიჭებს და ამცირებს სიწითლეს. „მოძებნეთ კაკაოს, შიის, ასკილის, ბროწეულის შემცველი ზეთები, აგრეთვე, ვიტამინი E“ – გვირჩევს არომათერაპევტი ანნე დე მამიელი. ჩაიტარეთ მასაჟები დღეში ორჯერ ზეთების მეშვეობით, განსაკუთრებით, იმ ადგილებზე, რომლებიც კანის გაწელვას ექვემდებარება – მკერდის, მუცლის, თეძოების მიდამოებში.
არ დაგავიწყდეთ E ვიტამინის შემცველი პროდუქტების გამოყენება (ავოკადო, ნიგოზი, მარცვლეული) და კოლაგენის შემცველი (ორგანული ძვლის ბულიონი) – მათი გამოყენება დადებითად აისახება კანის ელასტიკურობაზე. რეგულარული, თუმცა მცირე დოზით ვარჯიშები საკმაოდ ეფექტურია და ამცირებს წონის მატების რისკს, რაც კანის გაწელვის პირველი მიზეზიც არის ამავდროულად.

შეცვალეთ საუნა აუზით

ეს დაგეხმარებათ არა მარტო სხეულის, არამედ სულის რელაქსაციაშიც. საუნაში, ორთქლსა და სიცხეში სიარული არ არის რეკომენდებული ნაყოფისთვის, ხოლო ცურვა შეამცირებს წელის ტკივილებს და ორგანიზმში გამოწვეულ სხვა არასასიამოვნო ცვლილებებს. ცურვის დროს ენდორფინების მატება ხდება, რაც კარგი განწყობის გარანტიაა.

გამოიყენეთ მინერალური სანსკრინები

ორსულობის პერიოდში კანი უფრო მგრძნობიარე ხდება კაშკაშა მზის მიმართ. შესაბამისად, შეიძლება ჰიპერპიგმენტაციის საფრთხის ქვეშ დადგეს საქმე. ამიტომ დერმატოლოგები ულტრაიისფერი სხივებისგან მორიდებას ურჩევენ ორსულებს. შეეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ ჩრდილში. ატარეთ ფართო ზომის საზღვაო ქუდები. სანსკრინების განახლება ყოველ ორ საათში ერთხელ არის მიზანშეწონილი. დერმატოლოგები გვირჩევენ, გამოვიყენოთ მზისგან დამცავი კრემები მინერალებზე დამზადებული, როგორებიცაა: თუთიის ოქსიდი, ტიტანის ოქსიდი. მათი შემცველობა არ აღწევს კანის სიღრმეში.

თუკი არ გინდათ, იაროთ „ფიფქიასავით“, ამისათვის მშვენიერია ავტორუჯი. მათი გამოყენება ორსულებზე ნებადართულია, თუმცა გამოყენებამდე, კანის მცირე ნაწილზე დატესტეთ და შემდეგ დაიფერეთ სხეული, იმისათვის, რომ დარწმუნდეთ და თავიდან აირიდოთ კანზე უკურეაქცია და არ გამოიყენოთ სპრეის ფორმატით, ვინაიდან არ შეისუნთქოთ ზედმეტი არასასურველი ნივთიერებები.
წყარო:VOGUE

წყარო : marao.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები