22 მაისის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა უქმდება

22 მაისის შემდეგ საქართველოს მთავრობა პრეზიდენტს და პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების მოთხოვნით აღარ მიმართავს, ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

,,მოგეხსენებათ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა 21 მარტს, შემდგომ მეორედ მივმართეთ პრეზიდენტს და შესაბამისად პარლამენტს ვადის გახანგრძლივებაზე.

დღს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს აღარ მივმართავთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შეზღუდვები რომელიც არის დაწესებული, ერთბაშად იქნება მოიხსნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები