2 წლის ჰასკის გმირობის ამბავმა ინტერნეტსივრცე მოიცვა

ხომ ვიცოდით, რომ ძაღლი ადამიანის მეგობარია, ბევრი გმირობის ამბავიც გვსმენია ერთგულ ამ ოთხფეხებზე, თუმცა, ისტორიამ, რომელიც ახლახანს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა, ალბათ ყველაზე არაცხოველთმოყვარე ადამიანების გულებიც გაათბო.

ვახტანგ ლომჯარია:

“დღევანდელი დღე დატვირთული იყო განცდებით, ემოციებით, გულშემატკივრობით ერთ ჰასკზე.
წარმოიდგინეთ ეზო ტაბახმელაში, სადაც მშობლებს ხუთი წლის პატარა უსაფრთხოდ ეგულებათ. თამაშობენ, მხიარულობენ და მოულოდნელად ძაღლი იწყებს წარმოუდგენელ ყეფას. ებრძვის ,,რაღაცას” ეს ,,რაღაცა” კი საქართველოში გავრცელებული ყველაზე საშიში გველი გიურზაა, რომელმაც ჩვენდა გასაოცრად ტაბახმელას გრილ ჰაერზე მოისურვა გასეირნება. სამწუხაროდ გველმა მოასწრო ძაღლისთვის ეკბინა, ოჯახის წევრებმა მალევე გაიაზრეს სიტუაციის სირთულე. განარიდეს ბავშვი ტერიტორიას, ჩართეს შესაბამისი სამსახურები და ძაღლი სასწრაფოდ გააქანეს კლინიკაში.
მისი მდგომარეობა იყო ძალიან რთული და დღის განმავლობაში ბევრჯერ განვიცადეთ მისი დაკარგვის შიში. მის გადარჩენას მერიის მთელი ხელმძღვანელობა გულშემარკივრობდა. და მინდა სიხარულით გამცნოთ პატარა ჯარისკაცის გამარჯვების შესახებ. ვფიქრიბ საპატიოდ დაიმსახურა დღის გმირის წოდებაც. წარმოდგენაც კი მაშინებს რა შეიძლება მომხდარიყო ეზოში ბავშვი, რომ ძაღლის გარეშე ყოფილიყო.
სახეზე დროებითი სასაცილო ასიმეტრიაა აქვს და სწორედ ეს ხდის სასაცილოს და მეტად საყვარელს”

“ლაქი ტყუილად არ დაურქმევიათ. მართლაც ძალიან იღბლიანია, რომ გადარჩა

ჩვენმა ეკიპაჟმა დღესაც მოინახულა და თავს ოდნავ სუსტად გრძნობს, მაგრამ ოპტიმისტურად არის განწყობილი ✌”

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები