18 მაისიდან სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები იხსნება

სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები საქართველოში 18 მაისიდან გაიხსნება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია რამდენიმე ეტაპი დავაჩქაროთ, გარკვეული ნაბიჯები გახსნასთან დაკავშირებით ცოტა ადრე გავაკეთოთ და ამ შესაძლებლობის ფარგლებში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნას სილამაზის სალონები და ესთეტიკური სალონები, რაც, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები