10 თვის ბავშვი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ოჯახის განცხადებით, საკვებით მოიწამლა

კახეთში, სოფელ ყარაჯალაში, 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა და ჩვილი დედასთან ერთად ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოჯახის წევრებს და მეზობლებს ჩაუტარდათ ტესტები, პასუხები ჯერ ცნობილი არ არის.

ოჯახის წევრები პრესასთან ინტერვიუში აცხადებენ, რომ ბავშვი მოწამლულია და რომ მას ვირუსის არანაირი ნიშნები არ აქვს:

“სახლში არ ვიყავი, რომ მოვედი, ბავშვი ცუდად იყო. წავიყვანეთ საავადმყოფოში. ექიმს ვუთხარი, რომ საზამთრო, ნესვი, პომიდორი და ძეხვი ჭამა. როგორც ჩანს, მოიწამლა. წვეთოვანი დაუდგეს და ღამით დატოვეს. დილით გვითხრეს, რომ ბავშვს კორონა ჰქონდა. თუმცა, სიცხე და ხველება არ ჰქონდა. ექიმები აქ რომ მოვიდნენ და ჟურნალისტები ნახეს, გაიქცნენ. ტესტი ჩვენც გაგვიკეთეს და მეზობლებსაც. არ ვიცით, ტესტების პასუხები როდის იქნება”, – აცხადებს 10 თვის ჩვილის ოჯახის წევრი.

ექიმების ინფორმაციით, ბავშვს ვირუსის მსუბუქი ფორმა აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

წყარო: “პალიტრანიუსი”

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები