10 რეალური ისტორია ბავშვებზე, რომლებიც აბორტის შემდეგ დაიბადნენ

ზოგიერთი ბავშვი ყველაფრის მიუხედავად უნდა დაბადებულიყო.

მელისა ოუდენი

მელისა 1977 წელს მოევლინა ქვეყანას იმ დროს, როცა დედა ორსულობის მე-7 თვეს მარილიანი ხსნარის მეშვეობით ცდილობდა მუცლის მოშლას.

მარილის აბორტის დროს საშვილოსნოდან გამოიდევნება წყლები და ჩანაცვლდება მარილის ხსნარით. ბავშვი რამდენიმე საათში იღუპება ქიმიური დამწვრობის, მოწამვლისა და დეჰიდრაციისგან. ამის შემდეგ ქალს ხელოვნურად ამშობიარებენ.

მელისა გადარჩა. ეგონათ რა დაღუპული ბავშვი, მედპერსონალმა ის ნაგვის ურნაში გადააგდო, სადაც ჩვილი ერთ-ერთმა ექთანმა იპოვა და გადაარჩინა. საშინელი პროცედურის მიუხედავად, რომელიც დედამ მის მოსაშორებლად ჩაიტარა, გოგონა სერიოზულად არ დაზიანებულა. 2008 წელს მელისამ გააჩინა გოგონა იმავე კლინიკაში, სადაც  საკუთარი დედა მის მოშორებას ცდილობდა.

ჯიანა ჯენსენი

ჯიანას და მელისას ისტორიები ერთმანეთს გავს, თუმცა ჯაიანას შემთხვევაში მარილის ხსნარის ზემოქმედება გაცილებით სერიოზული აღმოჩნდა. გოგონას ბიოლოგიურმა დედამ – 17 წლის მოზარდმა – ბავშვის მოცილება ორსულობის მესამე ტრიმესტრში სცადა.

ჯიანამ მარილიან ხსნარში 18 საათი დაჰყო, მაგრამ გადარჩა. 

კილოგრამიანი ახალშობილი გააშვილეს. ქიმიური დამწვრობებისგან გოგონას ცერებრალური პარალიჩი განუვითარდა – ექიმების პროგნოზით გოგონა ვერასოდეს შეძლებდა სიარულსა და ლაპარაკს. მაგრამ საშინელმა დიაგნოზმა ჯიანა ვერ შეაჩერა  – მთელი ცხოვრება ის ებრძვის კუნთების სისუსტეს, აქტიურად დაკავებულია სპორტით და შედგად მან ლონდონის მარათონშიც კი მიიღო მონაწილეობა.

სარა ბრაუნი

სარას ბილოგიურმა დედამ თითქმის ბოლომდე მიიყვანა ორსულობა და 36 -ე კვირაზე გადაწყვიტა მოეშორებინა ბავშვი. მან დახმარებისთვის ექიმ კორკ ტილერს მიმართა, რომელიც მსგავს პროცედურებს ატარებდა.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ექიმის მეთოდს წარმოადგენდა “უძველესი” და პრიმიტიული პროცედურები – ამაზე მეტყველებს მისი ჩანაწერები ჟურნალში. მიუხედავად ამისა, არცერთი ქალი მის მიერ ჩატარებული პროცედურებისგან არ დაღუპულა.

სარას მოშორება კალიუმის ქლორიდით იყო გადაწყვეტილი. მაგრამ ექიმმა გულის მაგივრად ნაყოფს ინექცია ტვინში შეუყვანა.

გოგონა ბრმა, მაგრამ ცოცხალი დაიბადა. 6 თვის ასაკში მას ინსლუტი განუვითარდა. ხოლო 5 წლის ასაკში ბავშვი თირკმლის უკმარისობისგან გარდაიცვალა. ადამიანები, ვინც ბავშვს იცნობდნენ, აღნიშნავდნენ, რომ ჯანმრთელობის პრობლემების მიუხედავად ის ბედნიერად და აბსოლუტურად ჯანმრთელად გამოიყურება.

რამდნიმე წლის შემდეგ, ექიმი ტილერი აბორტების წინააღმდეგ მებრძოლმა აქტივისტმა გამოასალმა სიცოცხლეს.

ჯოსაია პრესლი

ჯოსაია პრესლი ოკლაჰომიდან – აბოლიცინისტების მოძრაობის წევრი შემთხვევითი არ არის, რომ აქტიურად აპროტესტებს აბორტებს. ის კორეაში არალეგალური აბორტის შემდეგ დაიბადა. პროცედურამ ბიჭს ხელი დაუზიანა. პატარა ჯოსაია იშვილა ოჯახმა ოკლაჰომიდან, დღეს ის ჯანმრთელი და ბედნიერია.

ბრენდი ლოზე

ბრენდის ბიოლოგიურმა დედამ იმ ხანად პოპულარული მეთოდი მარილის ხსნარი გამოიყენა ორსულობის შესაწყვეტად. ნაყოფის მუცლიდან ამოყვანის შემდეგ ექიმებმა ჩათვალეს, რომ ის გარდაიცვალა და ჩვილის გადაგდება გადაწყვიტეს, მაგრამ ამ დროს მან ხელი გაამოძრავა, თითქოს გააპროტესტა სიკვდილი.

27 წლის ბრენდამ შეიტყო, რომ დედამ მისი მოშორება იმის გამო გადაწყვიტა, რომ ის ძალადობის შედეგად ჩაისახა. მომავალში, 2003 წელს გოგონაც გახდა ძალადობის მსხვერპლი და დაორსულდა. დღეს ბრენდა აბორტების წინააღმდეგ მოძრაობის აქტიური წევრია. ის დაუღალავად შრომობს, გამოდის ექკლესიებში, მიტინგებსა და სასწავლო დაწესებულებებში. პიკეტების დროს ხანდახან მას უწევს კვირების ქუჩაში გატარება.

ექიმი იმრე ტეგლასი

იმრე ტეგლასის ისტორია უნიკალურია – ის იმ დროს გადაურჩა აბორტს, როცა პროცედურები არალეგალური იყო. მისი მშობლები დეპორტირებულები იყვნენ სამშობლოდან. დედამ შეიტყო, რომ ბავშვს ელოდება და მამის პროტესტის მიუხედავად, შეეცადა დამოუკიდებლად შეეწყვიტა ორსულობა. მას ვერაფერი გამოუვიდა. ქალმა საბოლოოდ ჯანმრთელი ბიჭუნა გააჩინა.

ტეგლასის თქმით, მთელი ცხოვრება დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა დედასთან – ყველაფერი იქამდე დაიწყო, სანამ მამა მას ნამდვილ ისტორიას უამბობდა. დღეს იმრე მეცნიერებათა დოქტორია და პირადი საუბრებითა და ცხელი ხაზის მეშვეობით, დახმარებას უწევს ქალებს კრიზისული ორსულობის პერიოდში.

კლერ კულვერი

კლერის ბიოლოგიური დედა 13 წლის ასაკში დაორსულდა და აბორტის გაკეთება გადაწყვიტა. პროცედურამ წარმატებით ჩაიარა და ის შინ დაბრუნდა. რამდენიმე კვირაში გოგონამ შენიშნა, რომ მუცელი ოდნავ გაეზარდა და კვლავ მიაკითხა ექიმს დახმარებისთვის.

გოგონას უთხრეს, რომ ის ისევ ორსულად იყო – აბორტის დროს ექიმს ტყუპისცალი მოუშორებია და მეორე ნაყოფი შეუმჩნეველი დარჩა.

რამდენიმე კვირის ორსულობის შემდეგ დაიბადა სუსტი კლერი. ბავშვის სხეულის ქვედა ნაწილი რთულ მდგომარეობაში იყო. იმისათვის რომ ბავშვის თეძოები, ფეხები და ტერფები აღმდგარიყო რამდენიმეწლიანი რეაბილიტაცია გახდა საჭირო. კლერს კარგი ურთიეირთობა აქვს დედასთან. მას უხარია, რომ მშობელმა მეორე აბორტის გაკეთება გადაიფიქრა.

კერი ჰოლანდ-ფიშერი

უცნაური გარეგნობის გამო, კერი თანატოლებისა და მასწავლებლებისგან ბულინგის მსხვერპლი იყო. ის დარწმუნებული იყო, რომ ფიზიკური ნაკლის გამო, ვერასოდეს ექნებოდა ნორმალური ცხოვრება.

ერთხელ სუიციდიც სცადა, დალია რა ბოთლი ღვინო და მუჭით წამლები. გოგონა გადაარჩინეს და მას მერე კერი ბულინგის მსხვერპლ ქალებს ეხმარება.

კერი დიდი იყო, როცა მისი ფიზიკური პრობლემების ნამდვილი მიზეზი გაიგო. ბიოლოგიური დედა აბორტის მეშვეობით მის მოშორებას ეცადა – ექიმის მანიპულაციების შედეგად ბავშვს სახე და შინაგანი ორგანოები დაუზიანდა.

დღეს კერი ბედნიერია ქმართან ერთად. მომავალი მეუღლე ინტერნეტის მეშვეობით გაიცნო და მამაკაცმა კერი ისეთი მიიღო, როგორიც არის. წყვილი შვილს ელოდება – შესაძლოა ტყუპსაც (არსებობს ვარაუდი, რომ კერი ტყუპზეა ორსულად).

კირა ჰარმსუორტი

როცა კირას 16 წლის დედამ შეიტყო, რომ ორსულად არის, მაშინვე გადაწყვიტა ბავშვის მოშორება. ორსულობის მეცხრე კვირაზე მას აბორტი გაუკეთეს. დრო გადიოდა, გოგონა კი კვლავ ტოქსიკოზით იტანჯებოდა. 5 თვის შემდეგ ჩელსიმ ისევ მიაკითხა ექიმს, რომელმაც აუხსნა, რომ აბორტმა წარუმატებლად ჩაიარა და ის კვლავ ორსულადაა.

მომავალმა დედამ ეს ღვთისგან მიღებულ ნიშნად მიიღო და გადაწყვიტა ბავშვი დაეტოვებინა.

თუმცა აბორტის მცდელობამ გოგონას ხელები დაუზიანა, სხვა მხრივ კირა ჯანმრთელი დაიბადა. მიუხედავად ამისა, კირას დედასთან კარგი ურთიერთობა აქვს.

ფინლი კრემტონი

ფინლის ოჯახს რთული ისტორია აქვს. ბიჭის დედა – ჯოდი პერსივალი – ისეთი გენის მატარებელია, რომელიც მომავალ თაობაში თირკმლის პათოლოგიებს იწვევს. მისი პირველი შვილი ამ მიზეზით დაბადებიდან 20 წუთში გარდაიცვალა. მეორე ბავშვსაც აღმოაჩნდა თირკმლის პრობლემები, თუმცა გადარჩა.

ფინლა იმ დროს ჩაისახა, როცა ჯოდი ჩასახვისსაწაინააღმდეგო აბებს იღებდა. ქალმა გადაწყვიტა, რომ აბორტის გაკეთება ჯობდა ახალშობილის სიკვდილს და 8-ე კვირაზე ნაყოფის მოცილება გადაწყვიტა.

მიუხედავად ამისა, პროცედურიდან რამდენიმე თვეში ჯოდის მუცელი გაეზარდა. ექიმებმა დაადასტურეს, რომ ნაყოფი აბორტის შემდეგ გადარჩა.

ფინლიმ ბავშვი თირკმლის პათოლოგიით გააჩინა. მაგრამ ბიჭს კარგი პროგნოზები აქვს, ის მზად არის  იბრძოლოს სიცოცხლისთვის.

 

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები