10 რამ, რაც ჩემმა შვილმა 10 წლამდე უნდა იცოდეს

რა რუდუნებით და მონდომებით ვგეგმავთ მოგზაურობას, ან სახლის ახალ ინტერიერს! მაგრამ რას ვაკეთებთ, როცა საქმე ბევრად უფრო მნიშვნელოვანს – შვილის აღზრდას ეხება? გაქვთ ამ მხრივ რაიმე გეგმა? თუ არა, იქნებ მწერლისა და ორი შვილის დედის, ლინდსი მიდის მაგალითმა შთაგაგონოთ.

თითქოს სულ ახლახანს იყო, რომ ვფიქრობდი, ვაანალიზებდი, რა პრინციპები უნდა აეთვისებინა ჩემს გოგონა გრეისს 10 წლამდე და აი უიტიც ამ ასაკს უახლოვდება. არც კი 2 თვეში მას 10 წელი შეუსრულდება და ჩვენს ოჯახში არავინ დარჩება, ვისი ასაკიც 1 ციფრით აღინიშნება. ისევე როგორც გრეისის შემთხვევაში, ახლაც სულ ვფიქრობ, რა მთავარი ფასეულობები და პრინციპები უნდა აითვისოს უიტმა – თანაც ისე, რომ მათში ეჭვი არასოდეს შეეპაროს.

ვფიქრობ ამ თემაზე და ვიწერ კიდეც ვარიანტებს, მაგრამ ამასთან ვაცნობიერბე, რომ ყველაფერი მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. ვიცი: ბევრად მნიშვნელოვანი ის არის, რას ვაკეთებ და არა ის, რას ვამბობ. აჯობებდა ყოველთვის ამ პრინციპებით მეცხოვრა, რადგანაც 10 წლის განმავლობაში ჩემმა შვილებმა გაუცნობიერებლად აიღეს ბევრი რამ ჩემი ფასეულობებიდან და პრინციპებიდან.

და აი, რას ვისურვებდი, რომ ჩემმა შვილმა აითვისოს 10 წლამდე:

  1. დააფასები ადამიანები. ქალებიც და კაცებიც. სკოლის დირექტორიც და უსახლკაროც. შენ ამას უკვე აკეთებ ინსტინქტურად. გთხოვ, არასოდეს უღალატო ამ პრინციპს.
  2. სიცელქე და ფიზიკური აქტიურობა – ეს კარგია და სახალისო. ვიცი, რომ ხშირად გაჩუმებ და გიჯავრდები, როცა ცელქობ, იმიტომ, რომ თავად სიმშვიდეში ყოფნა მირჩევნია, მაგრამ მე ამაზე ვმუშაობ. ფიზიკური აქტივობა და სიცელქე – ძალიან ნორმალურია. მაგრამ არსებობს საზღვრები – ფიზიკური ძალადობა – ეს არ არის ნორმალური. მნიშვნელოვანია, იცოდე, სად გადის ზღვარი.
  3. არა ნიშნავს არას. და წერტილი. არ აქვს მნიშნელობა, ვინ ამბობს “არას” და რა კონტექსტში.

4. არ დამალო შენი ემოციები. ალბათ ყველაფერს ძალიან სიღრმისეულად განიცდი – დროის გასვლას, მოგონებებს, სიყვარულს, დანაკარგს. არ დაფარო შენი შეგრძნებები. შენ შეგიძლია იყო ძლიერი და ამასთან მგრძნობიარე ადამიანი.სინამდვილეში ემოციების მდიდარი პალიტრა გხდის ძლიერად. ეს ნორმალურია ბიჭებისთვისაც და გოგოებისთვისაც.

5. შენ არ შეგიძლია გახადო სხვა ადამიანი ბედნიერი – არც მე, არც მამა, არც და. ვერავის. ეს შენი მოვალეობა არ არის. ჩვენ ყველამ ვიცით ეს და იმედი მაქვს, ყოველთვის გემახსოვრება ამის შესახებ. ნუ მისცემ ნურავის საშუალებას, გაიძულოს, თავი ვალდებულად იგრძნო მისი ბედნიერების შექმნაში. შენ მხოლოდ საკუთარ თავზე ხარ პასუხისმგებელი. მე მაბედნიერებს ის, რომ შენ ყოჩაღი ხარ, შეგიძლია გადალახო სირთულეები, გაქვს ენთუზიაზმი, გიხარია ცხოვრება და ცხოვრობ გაცნობიერებულად.

6. ყურადღება მიაქციე საკუთარ ცხოვრებას. ყოველ მომენტში, როცა რაიმე გეწყინება, შეიძლება ბევრი დეტალის შემჩნევა. ახლახანს ძილის წინ ასეთი რამ მითხარი: “ჩვენ ვერ ვიტანთ იმას, რისი დაბრუნებაც არ შეგვიძლია”. მე გკითხე, რას გულისხმობ, რაზეც მიპასუხე: “ბაღში წყნარი საათი გვქონდა და არ მიყვარდა, ახლა კი სკოლაში სიარულისას, სიამოვნებით მექნებოდა დასვენების დრო”. რამდენიმე წუთში კი დაამატე: “ამაზე რომ დავფიქრდი, ესეც კარგია”.

ეს მართლა კარგია. მე ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე დროის გაჩერება, მაგრამ ვიცი, რომ როცა ყურადღებით ვაკვირდებით ყველაფერს მომხდარს, ყოველდღიურ წვრილმანსაც კი, საჩუქრად ვიღებთ მდიდარ მოგონებებს და სიცოცხლით სავსე დღეებს.

7. მოძებნე ის, რაც ძალიან გაინტერესებს. არ აქვს მნიშვნელობა, რა იქნება ეს, მაგრამ არ მინდა გავიგო შენგან სიტყვები “მომწყინდა”. არასოდეს. შენს ირგვლივ იმდენი საინტერესო რამ არის, რაც შეგიძლია შეისწავლო, გაიგო და გამოსცადო. მე ნებისმიერ შენს ინტერესს მივესალმები, თუნდაც ეს ჰოკეი იყოს, ან პროგრამირება, ან ვიოლინოზე დაკვრა – ან თუნდაც ყველაფერი ერთად! მაგრამ იპოვე ისეთი რამ, რაშიჩ მთელი არსებით ჩაეფლობი.

8. სითავხედესა და უმადორობაზე საშინელება, რაფერი არის. მე მკაცრი დედა ვარ, მაგრამ არ შემიძლია დასჯა და ჩხუბი. მაგრამ თუკი შევამჩნევ თუნდაც სულ მცირე სითავხედესა და უმადურობას შენში, აუცილებლად მაშინვე მოვახდებ რეაგირებას (და სინანულის გარეშე). ეს შენ იშვიათ გაქვს და არ მგონია, ასეთი იყო ბუნებით.

გთხოვ, ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჩვენ ძალიან გაგვიმართლა. უდიდესი პრივილეგია და ბედნიერებაა გქონდეს ისეთი ცხოვრება, როგორიც ჩვენ გვაქვს. პატარ-პატარა საკვირაო სიურპრიზები, უსახლკაროთა დახმარება, სამადლობელი წერილები – ეს და სხვა დანარჩენი რაც გაგვაჩნია, არის ცხოვრება და ის მშვენიერია.

9. თუ არაფერს მოიმოქმედებ, არასწორი იქნები. ძალიან მიყვარს მარტინ ლუთერ კინგის ეს გამოთქმა: “ჩვენი მეგობრების დუმილი იმაზე მეტად გვნებს, ვიდრე მტრების სიტყვები”. არა მხოლოდ ბანდის მეთაური ან დამცველია დამნაშავე, არამედ ყველა ვინც მის გუნდში ყო. არ შეგეშინდეს წინ დაუდგე პოპულარულ ბავშვსბს, როცა ისინი რაიმე ცუდს გააკეთებენ. ჯერ მსგავსი არაფერი მომხდარა, მაგრამ ვიცი, ოდესღაც აუცილებლად გადაგცდება ასეთი რამ თავს. ასე რომ, მზად იყავი!

10. მე შენ ყველაფრის მიუხედავად და უპირობოდ მიყვარხარ. შეცდომები – ცხოვრების ნაწილია. მე მაშინაც მეყვარები, როცა რაიმე შეგეშლება. იმისათვის, რომ რაიმე ისწავლო, წარსული უნდა გაუშვა და ახლიდან ცხოვრება ისწავლო. მე ეს ჩემი მაგალითით გაჩვენე, შესაძლოა, ზედმეტად აშკარად: შენ გრზდის დედა, რომელსაც არ ეშინია გამოაჩინოს თავისი სისუსტეები, არ ეშინია წარუმატებლობების, ბოდიშის მოხდის და ყველაფრის თავიდან დაწყების.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები