10 მიზეზი, რატომ არის ბედნიერება იყო გოგონას დედა

დედებს დააინტერესებთ, ოჯახი

ქართულმა მენტალობამ მიგვაჩვია, ბიჭი ოჯახში აუცილებელია, გვარის გამგრძელებელია, ბიჭს მშობლებისგენ მეტი ზრუნვა და თანადგომა ეკუთვნის… ერთი სიტყვით, ვაჟის დაბადებას დიდი ზარზეიმით ხვდებიან, მაგრამ მაინც…

არაჩვეულებრივია იყო გოგონას მშობელი და აი, რატომ?

მიზეზი N 1

როგორც იქნა, შეგიძლიათ იყიდოთ გოგოს კაბები, რომლებზეც სულ თვალი გრჩებოდათ – მაქმანებიანი, ფერადი, ვარდისფერი და ძალიან ფერადი. გოგონას ოთახის მორთვაც ხომ ბევრად სახალისოა და ფანტაზიასაც შეგიძლიათ მისცეთ ფართო გასაქანი.

მიზეზი N2

როცა გოგონა წამოიზრდება, თქვენდაუნებურად დაიწყებთ ახალგაზრდულად ჩაცმას: სანამ მას ელოდებით მაღაზიის გამოსაცვლელ ოთახთან, დრო რომ გაიყვანოთ, აუცილებლად შეარჩევთ საკუთარი თავისთვის მინიმუმ ერთ ნივთს. და, რა თქმა უნდა, თქვენი შვილის მალე მობეზრებული ნივთებიც თქვენს გარდერობში გადმოინაცვლებს – აბა, ხომ არ გადააგდებთ ძვირიან ჯინსებს?!

მიზეზი N3

გოგონასთვის თმისი დავარცხნა, საერთოდ არ გავს ბიჭის თმის მოვლას! გოგონა დაგთანხმდებათ გრძელ თმაზეც და ნაწნავებზეც და კიდევ უამრავ ლამაზ თმის ვარცხნილობაზე, რომლის კეთებაც ვიდეორგოლებით ისწავლეთ.

მიზეზი N4

ყოველთვის საქმის კურსში იქნებით მაკიაჟის თანამედროვე ტენდენციების: წარბი უნდა იყოს ზუსტად ამსისქე და ასეთი ფორმის, ფრჩხილები – აუცილებლად მოვლილი და ასე შემდეგ… ვერ მოდუნდებით, როცა საქმე თავის მოვლას ეხება.

მიზეზი N5

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ეფერე რამდენიც გინდა და რა ასაკამდეც გინდა, არასოდეს გეტყვის: ოო, მოიცა რა..

მიზეზი N6

არასოდეს მოგერიდებათ, ან შეგრცხვებათ უყიდოთ დიდი ფუმფულა სათამაშო, თოჯინები. ის ყოველთვის სიამოვნებით ითამაშებს, შეაგროვებს და დაიტოვებს სამახსოვროდ.

მიზეზი N7

გოგონა დაგეხმარებათ გააუმჯობესოთ ურთიერთობა საკუთარ დედასთან. ახლა თქვენ არა როგორც შვილი, არამედ როგორც თავად გოგონას მშობელი შეძლებთ გაუგოთ დედას. და თუ შეძლებთ და გააცნობიერებთ ყველა წყენას, იმედგაცრუებასა და მოლოდინებს – მაშინ უკვე თქვენს ზრდასრულ ქალიშვილთან ურთიერთობა ბევრად მარტივად, ჰარმონიულად და გაგებით წარიმართება.

მიზეზი N8

თქვენ შეძლებთ ცოტა სხვაგვარად შეხედოთ ქმარს. რადგან იმ უპირობო სიყვარულსა და აღფრთოვანებას, რომელსაც თქვენი ქალიშვილი განიცდის მამის მიმართ, უბრალოდ აუცილებლად ექნება სერიოზული მიზეზი. მამა – ყველაზე ძლიერი, ყველაზე ჭკვიანი, ყველაზე მცოდნე და მაგარია! ალბათ თქვენ დიდი ხანია, ეს ყველაფერი დაგავიწყდათ…

მიზეზი N9

ერთ დღეს აღმოაჩენთ, როგორ შეიცვალა სამყარო და რამდენი ბევრი შესაძლებლობები შეიძლება ჰქონდეს ქალს. და ყველაფერი მას მერე მოხდება, რაც თქვენი გოგონა გამოგიცხადებთ: რომ უნდა გახდეს პრინცესა, ასტრონავტი, მთამსვლელი ან სულაც ცნობილი რეჟისორი.

მიზეზი N10

სწორედ თქვენი პატარა გოგონას დახმარებით გაითავისებთ და დაიჯერებთ ისეთ არგუმენტებს, როგორებიცაა “აი, იმიტომ, რომ ძალიან-ძალიან მომწონს!” და “ეს ხომ დედამიწაზე საუკეთესო მარტორქაა!” და ამ ყველაფერს გაგებით და სიყვარულით შეხედავთ!

 


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *