10 საუკეთესო თამაში ჩვილებისთვის 0-დან 3 თვემდე ბავშვებისთვის! (+ვიდეო)

ბავშვის განვითარებისთვის აუცილებელია თამაში, რადგან ის ეხმარება პატარას სოციალურ, ემოციურ, ფიზიკურ და შემეცნებით ზრდაში. თამაში არის გზა, რომლითაც თქვენი ბავშვი ეცნობა სამყაროს და საკუთარ სხეულს. თუ რა უნდა ვეთამაშოთ პატარას ეს დამოკიდებულია მის ასაკზე და განვითარების ეტაპზე. მაგალითად თუ თქვენი ბავშვი არის სამი თვის და ცდილობს ჩაეჭიდოს საგნებს, მაშინ თქვენ შეგიძლიათ ეთამაშოთ რბილი სათამაშოებით, მაგრამ თუ თქვენი ბავშვი ერთი წლისაა და ცდილობს გამოიკვლიოს მიზეზი და შედეგი, მაშინ ეთამაშეთ დამალობანა, დაიმლეთ კუთხეებში ან პლედის ქვეშ.

პირველი თვე პატარები ძირითადად ძილში და ჭამაში ატარებენ, ასეთ დროს შეგვიძლია ვუღიღინოთ სიმღერა, რითაც შეძლებთ დააძინოთ ხოლმე, ასევე საწოლის თავზე დაამაგროთ მუსიკალური სათამაშოები. ორი თვიდან ბავშვი უფრო აქტიური ხდება, ეს ის დროა როცა უფრო მეტად ამყარებს კონტაქტს (უღიმის, უცინის)დედასთან, თავისთავად ეს უკანასკნელიც ცდილობს გაართოს და ეთამაშოს პატარას და მაინც როგორ და რა გზებით ვეთამაშოთ პატარებს ამ ასაკში:

  1. ელაპარაკეთ მას. საბავშვო ხალიჩაზე ან გამოსაცვლელ დაფაზე დააწვინეთ, შეეცადეთ დაგაფიქსიროთ, შემდეგ უკვე დაუწყეთ ლაპრაკი ყველაფერზე, (თუნდაც თუ რა მოხდა იმ დღეს დადებითი, ან მოუყევით ძველი მოგონების შესახებ) მოეფერეთ ვერბალურად(თუ როგორი ლამაზი და ჭკვიანია).
  2. ეთამაშეთ ჟღარუნა სათამაშოებით, რომლის ხმაც სიამოვნებთ პატარებს. შეეცადეთ შეარჩიოთ ხასხასა ფერები, რომ კარგად აღიქვას.

3.  გაუკეთეთ ,,ველოსიპედი’’ ვარჯიში, რომელიც არა მხოლოდ თამაშია არამედ გაზების განთავისუფლებაში დაგეხმარებათ, წამოვაწვინოთ პატარა და ფეხები მოვუკეცოთ და გავშალოთ, ასევე გვერდზე გადავაბრუნოთ.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

4- შეგვიძლია მუცელზე წამოვაწვინოთ, ამოვუდოთ ბალიში და წინ დავუდოთ ფერადი ილუსტრაციებით წიგნი ან კარტები, ბარათები და სარკე, პატარების ყველაზე საყვარელი ნივთი, როცა ისინი ხედავენ საკუთარ თავს სარკეში უღიმიან და კარგ ხასიათზე დგებიან.

                                                                                 მასალა მოამზადა: სოფია მალანიამ

ვიდეოში ნაჩვენებია სხვადასხვა თამაში 0-3თვის ასაკის ბავშისთვის:

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები