ძაღლი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის განვითარებაში

რა შეიძლება ასწავლოს ბავშვს ძაღლმა? რატომ უყვართ ცხოველი პატარებს ხანდახან უახლოეს ადამიანებზე მეტად? შესაძლოა, საქმე იმაშია, რომ შინაური ცხოველები უპირობო სიყვარულსა და თანადგომას უსიტყვოდ უცხადებენ,  ემპათიის და გულწრფელი სიხარულის, მზრუნველობის მაგალითს აძლევენ.

ბავშვებისთვის ძაღლები არა მხოლოდ შესანიშნევი პარტნიორები არიან თამაშის დროს, არამედ ერთგული მეგობრებიც. უახლესი კვლევების მიხედვით, ოთხფეხები დადებითად მოქმედებენ ბავშვების განვითარებაზე. პატარები, რომლებიც შინაურ ცხოველებთან ერთად იზრდებიან, იშვიათად ემუქრებათ ქცევითი პრობლემები, ხოლო მათი ემოციური განვითარება იმაზე ბევრად მაღალია, ვიდრე იმ ბავშვებისა, ვინც ცხოველების გარეშე იზრდებიან.

მკლევარებმა 1646 ოჯახი შეისწავლეს. მონაწილეებს ეკითხებოდნენ, ჰყავთ თუ არა სახლში ძაღლი. შემდეგ კი მშობლებს შეავსებინეს კითხვარი, რომელიც ბავშვის ქცევით და ემოციურ ჯანმრთელობას აფასებდა. ანკეტაში შედიოდა ერთგვარი მტკიცებულება “ყურადღებიანია სხვა ადამიანების გრძნობების მიმართ”, “ნერვიული ან მოწეპებული ახალ სიტუაციებში, მარტივად კარგავს თავდაჯერებულობას”, “შეუძლია იყოს არაკეთილმოსურნე სხვა ადამიანების მიმართ”.

მშობლები საკუთარ შვილებს სამქულიანი შკალით აფასებდნენ: “არ არის ასე”, “ნაწილობრივ ასე”, “ნამდვილად ასეა”. ბავშვები, რომლებიც ძაღლებთან ერთად იზრდებოდნენ, საგრძნობლად უსწრებდნენ კომუნიკაციურ უნარებში საკუთარ თანატოლებს, რომელთაც ცხოველები არ ყავდათ.

გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ძაღლთან ერთად გაზრდილ ბავშვებს თითქმის არცერთშემთხვევაში არ უვითარდებოდათ ქცევითი პრობლემები, ნაკლები სირთულეები ჰქონდათ ურთიერთობებში, მეტად კომუნიკაბელურები იყვნენ ოჯახის წევრებთან. მშობლები, რომლებიც შვილებს ძაღლებთან ერთად ასეირნებდნენ, აღნიშნევდნენ, რომ პატარებს ოჯახის წევრებთან  განსაკუთრებით კარგი ურთიერთობები ჰქონდათ.

კვლევების დასკვნა: ოჯახში ძაღლის ყოლა და თამაშის, სეირნობის დროს ცხოველის ჩართულობა დადებითად აისახება პატარების სოციო-ემოციურ განვითარებაზე. შინაური ცხოველი თქვენთვის და თქვენი შვილისთვის საუკეთესო მეგობარია, პარტნიორი სპორტსა თუ თამაშებში, ხანდახან კი ცხოველი საუკეთესო ექსპერტია ბავშვის განვითარების საკითხში.

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დღესვე აიყვანოთ ძაღლი. ხშირად ადამიანები იმის გამო ამბობენ უარს ცხოველზე, რომ მათ არ აქვთ დრო მის მოსავლელად. შედეგად ოჯახი სტრესს განიცდის, ბავშვი კი ამას გრძნობს, მაგრამ ვერ ხვდება, რა ხდება, როცა მას მეგობარს ართმევენ. ამან შესაძლოა, ყველაფერს კარგს, რაც ცხოველის ყოლამ მოგიტანათ, ხაზი გადაუსვას. ამიტომაც, სანამ ძაღლს მიიყვანდეთ სახლში, წაიკითხეთ ყველაფერი, რაც ეხება ოთხფეხა მეგობრის შინ ყოლის თემას, რა თქმა უნდა, იმის შესახებაც, როგორ გააცნოთ ძაღლი ბავშვს.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები