“ჩვენ არ შეგვიძლია ერთად ყოფნა, რადგან ორივეს ოჯახი გვყავს”

“ათი წელია გათხოვილი ვარ და უკვე 3 წელია, სხვას ვხვდები. მასაც ყავს ოჯახი. ჩვენი ურთიერთობის მანძილზე, მას ცოლმა მეორე შვილიც გაუჩინა. რომ კითხო, ჩემგან უნდოდა ბიჭი ყოლოდა, ეს შვილი კი არ უნდოდა. როცა ცოლს მადარებს, ის ამბობს: “შენ ასე არასოდეს გააკეთებდი, ასე არ იტყოდი…”. მას ვუყვარვარ, მაგრამ ოჯახში შვილების გამო რჩება. ახლა უკვე ყველამ იცის ჩვენი ურთიერთობის შესახებ. მიხარია მისი ზარები, სმს-ბი, ყოველი შეხვედრა მასთან მაბედნიერებს. მესმის, რომ მის ოჯახს ვანგრევ, მაგრამ სიყვარულზე უარს ვერ ვიტყვი. თითოეული ჩვენგანი კი არ ცხოვრობს, “არსებობს”. როგორ გავიგო, რა ხდება?

ეკატერინა, 34 წლის

ფსიქოლოგის პასუხი:

თქვენ მეკითხებით: “რა ხდება?”, არადა საკმაოდ ნათლად აღწერეთ სიტუაცია. იქნებ, აჯობებდა დაგესვათ ორი სხვა შეკითხვა: “რატომ ხდება ეს?” ან “რა აზრი აქვს ჩემთვის იმას, რაც ხდება?”

თქვენი ცხოვრება ზუსტად ასე იმიტომ წარიმართა, რომ არც თქვენ, არც თქვენს პარტნიორს არ გყოფნით გამბედაობა და სითამამე, იყოთ თავისუფალი და პასუხისმგებელი იმაზე, რომ საკუთარი ცხოვრება გრძნობების მიხედვით წარმართოთ. ეს სამწუხაროა. შემიძლია მოვისმინო ნებისმიერი თქვენი ახსნა და თავის მართლება იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეგიძლიათ არაფერი მოუხერხოთ თავად ფაქტს: თქვენ სხვა ცხოვრებით ცხოვრობთ.

რაც შეეხება იმის აზრს, რაც ახლა ხდება, ეს აშკარაა, უზრუნველყოფს სტატის-კვოს, სტაბილურობას და სიმშვიდეს. ეს გიცავთ ორივეს იმ შიშისგან, რომელიც ახალი ცხოვრების დაწყებას უკავშირდება. მაგრამ ამ სიმშვიდისთვის თქვენ ბევრს იხდით. თქვენი წერილიდან გამომდინარე, ვერ ხვდებით, რამდენად მაღალ საფასურს. ვისურვებდი, რომ ძალიან გვიან არ მიხვდეთ ამას.

როგორც მივხვი, თქვენ არ მოგწონთ ორმაგი ცხოვრება და გსურთ, როგორმე გადალახოთ და გამოასწოროთ ეს. თუკი ეს მართლაც ასეა, გირჩევდით, შეცვალოთ ყველაფერი და იცხოვროთ სიყვარულით. იქ, სადაც სიყვარულს გრძნობთ, ძალაც ჩნდება, ძალა, რომელიც ყველაზე რთულ დაბრკოლებებს გადაგალახინებთ.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები