სიყვარული ბუდისტი ბერის თვალსაზრისით

ძენ-ბუდიზმის ლეგენდარული მოძღვარი თხინ ნიატ ხანი ამბობს, რომ სიყვარული – ეს პირველ რიგში ურთიერთგაგებაა.

დიდ გულზე

თუკი ერთ მუჭა მარილს ჭიქა წყალში გახსნით, ამ წყლის დალევა შეუძლებელი იქნება. მაგრამ თუ ამ მარილს წყაროში ჩაყრით, იქედან კვლავაც შეძლებთ აიღოთ წყალი კერძის მოსამზადებლად, დასაბანად და დასალევად. წყარო ულევია და მას აქვს შესაძლებლობა მიიღოს,  გასცეს და ტრანსფორმირდეს.

თუკი გული პატარაა, გაგების და თანაგრძნობის უნარი შეზღუდული აქვს და ჩვენ ვიტანჯებით. არ შეგვიძლია მივიღოთ სხვა ადამიანის ნაკლი და ვითხოვთ, რომ ის შეიცვალოს. მაგრამ როცა გული დიდია, იგივე რაღაცები აღარ გვტანჯავს. ჩვენში გაგებისა და თანაგრძნობის უნარი ცოცხლდება და შეგვიძლია გავუხსნათ გული. ამ დროს ჩვენ ვიღებთ ყველაფერს ისე, როგორც არის და მაშინ ჩნდება შანსი, რომ აღმოიფხვრას ნაკლი.

არარსებული ზღვრები

ჭეშმარიტად ღრმა ურთიერთობებში ქრება თქვენსა და მეორე ადამიანს შორის ზღვარი. ის – თქვენ ხართ, და თქვენ – ის. თქვენი ტკივილი – მისი ტკივილია. როცა საკუთარ ტანჯვას აცნობიერებთ, თქვენ ამით საყვარელ ადამიანს უმსუბუქებთ ტანნჯვას. ტანჯვა და ბედნიერება აღარ გეჩვენებათ მხოლოდ ერთპიროვნული. რაც საყვარელ ადამიანს ეხება, ის თქვენც გეხებათ.

ვერავის შესთავაზებთ ბედნიერებას, სანამ თავად არ განიცდით ბედნიერებას.

ნამდვილ სიყვარულში არ არსებობს განცალკევება ან დისკრიმინაცია. მისი ბედნიერება – თქვენი ბედნიერებაა. ვეღარ იტყვით “ეს შენი პრობლემაა”.

სიყვარულის არსზე

ღრმა სიყვარულის არსი იმაშია, რომ შეგეძლოთ შესთავაზოთ ბედნიერება. შეძლოთ იყოთ მზის სხივი სხვა ადამიანისთვის. შეუძლებელია შესთავაზო სხვას სიყვარული, თუ თავად არ განიცდი ბედნიერებას. ამიტომაც ააშენეთ საკუთარ თავში მყუდრო სახლი, სადაც მიიღებთ საკუთარ თავს და სიყვარულს. ისწავლეთ ანალიზი, იმისათვის, რომ შექმნათ ბედნიერების მომენტები.

ამ შემთხვევაში გექნებათ ის, რასაც სხვას შესთავაზებთ. როცა ვკვებავთ ჩვენს საკუთარ ბედნიერებას, ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს შესაძლებლობაზე, გვიყვარდეს. აი, რატომ ნიშნავს, გიყვარდეს, ფლობდე ბედნიერების ზრდის ხელოვნებას. თუკი თქვენში სიყვარულისა და გაგების საკმარისი რესურსია, მაშინ თითოეული წუთი (საჭმლის მომზადებისას, მანქანის მართვისას, ან ბაღის მოვლისას) , შესაძლოა სიხარულის მომგვრელი იყოს.

სხვისი ტკვილის გაზიარება და გაგება – საუკეთესო საჩუქარია, რომელიც შეგიძლიათ ადამიანს შესთავაზოთ. გაგება – სიყვარულის კიდევ ერთი სახელწოდებაა. თუ არ გესმით, თქვენ არ შეგიძლიათ სიყვარული.

იმის შესახებ, როგორ გიყვარდეთ

ხშირად გვიყვარდება არა იმიტომ, რომ ნამდვილად გვიყვარს ან გვესმის ჩვენი ვნების ობიექტის, არამედ იმიტომ, რომ განვერიდოთ ჩვენს საკუთარ ტკივილს – ცხოვრებისეულ პრობლემებს, უსიამოვნო ემოციებს. როცა ვსწავლობთ სიყვარულს და საკუთარი თავის გაგებას, მაშინ შეგვიძლია ნამდვილად გვიყვარდეს და გვესმოდეს სხვა ადამიანის.

გვიყვარდეს ისე, რომ არ გვესმოდეს, როგორ გვიყვარს – ნიშნავს, ტკივილი მივაყენოთ საყვარელ ადამიანს. იმისათვის, რომ ვიცოდეთ, როგორ გვიყვარდეს, უნდა გვესმოდეს სხვა ადამიანის. იმისათვის რომ გვესმოდეს, უნდა ვუსმინოთ.

რაც მეტად გესმით, მით მეტად გიყვართ. რაც მეტად გიყვართ, მით მეტად გესმით.

ხელოვნებაა, შეგეძლოს შეუმსუბუქო საყვარელ ადამიანს ტკივილი და ტანჯვა. თუკი მისი ტკივილის საფუძველი არ იცით, ვერ დაეხმარებით, ისევე როგორც ექიმს არ შეუძლია განგკურნოთ, თუკი არ იცის დაავადების მიზეზი. არსებობს რეალობის ორი მხარე. გაგების უნარი და სიყვარეულის უნარი – არსი ერთი და იგივეა.

შეყვარებულებს შორის კავშირი

ხშირად, როცა ვამბობთ “მე შენ მიყვარხარ”, აქცენტს სიტყვაზე “მე” ვაკეთებთ და არ ვუკვირდებით თავად სიყვარულს, რომელსაც ვთავაზობთ – რამდენად ღრმაა ის. ეს იმიტომ, რომ ჩვენ საკუთარი ეგოს ტყვეობაში ვექცევით. საკუთარ თავს რაღაც განყენებულად აღვიქვამთ.

ყვავილი გაუყვავებელი ელემენტებისგან შედგება – ისეთების, როგორებიცაა, ქლოროფილი, მზის სხივი და წყალი. თუკი ყვავლის ყველა ამ ელემენტს მოვაშორებთ, მისგან არაფერი დარჩება. ყვავილს არსებობა მხოლოდ ამ ელემენტებთან ერთად შეუძლია. ასევეა ადამიანი.

ჩვენ არ შეგვიძლია მხოლოდ ჩვენ ვიყოთ. ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ მხოლოდ ურთიერთკავშირის შედეგად. მე შევდგები ისეთი ელემენტებისგან, როგორებიც არის მიწა, მზე, მშობლები და წინაპრები. ურთიერთობებში, თუკი შეგიძლიათ დაინახოთ ურთიერთკავშირი თქვენსა და საყვარელ ადამიანს შორის, მიხვდებით, რომ მისი ტკივილი თქვენი ტკივილია, თქვენი ბედნიერება – მისი ბედნიერება. სიყვარულის ასეთი აღქმით თქვენ ამბობთ და მოქმედებთ სხვანაირად.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები