სეზონური გრიპი და მისი თავიდან აცილების მთავარი მეთოდი ბავშვებში – პედიატრი გვირჩევს!

სიცივის მოახლოებასთან ერთად გრიპის და ვირუსული დაავადებების საშიშროებაც მატულობს. სეზონური გრიპი  A და B ვირუსით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა. იგი აინფიცირებს სასუნთქ სისტემას (ცხვირი, ყელი, ფილტვები).
სეზონური გრიპის ვირუსი ყოველწლიურად ცირკულირებს, რაც  გრიპით ავადობას განაპირობებს.  განსაკუთრებით საყურადღებოები არიან ხუთ წლამდე ბავშვები. როგორ დავიცვათ ისინი მოსალოდნელი გრიპის თუ სხვა ვირუსული ინფექციისგან, აღნიშნულ საკითხზე პედიატრ თამარ ძაგანიას ვესაუბრეთ.

  რა ვითარებაა სეზონურ გრიპთან დაკავშირებით? აუცილებელია თუ არა გრიპის ვაქცინაცია?

დღესდღეობით, გრიპის ვაქცინა რეკომენდებულია ექვსი თვიდან ზევით, ყველა ასაკის ბავშვისთვის და მოზარდისთვის. განსაკუთრებით კი, ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები წარმოადგენენ რისკ ჯგუფს. ამიტომ ამ ასაკობრივი კატეგორიის პაციენტებს დაბეჯითებით ვურჩევთ ვაქცინაციას.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

გრიპის ვაქცინაცია სეზონურია, რადგან თვითონ გრიპს სეზონურობა ახასიათებს და რადგან გრიპის ვირუსი შემოდგომაზე და ადრეულ გაზაფხულზე ხდება , ვაქცინაცია წინსწრებით უნდა მოხდეს, სექტემბერ- ოქტომბრის პერიოდში. ერთი რამ არის გასათვალისწილებელი: ცხრა წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც პირველად იცრებიან,
მათი ვაქცინაცია უნდა მოხდეს ორჯერ, ერთთვიანი, ოთხკვირიანი შუალედით. პირველი ვაქცინაციიდან უნდა გავიდეს ოთხი კვირა და შემდეგ უნდა მოხდეს განმეორებითი ვაქცინაცია. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ადეკვატური იმუნური პასუხი ჩამოყალიბდეს.
მეცნიერები თვლიან, რომ იმ ასაკობრივ ჯგუფში, როცა პირველად იცრება ბავშვი, ერთი ვაქცინაცია იმუნური სისტემის ჩამოსაყალიბებლად  საკმარისი არ არის.

  რამდენად უსაფრთხოა გრიპის ვაქცინა ? 

საქართველოში  გრიპის ვაქცინა  ევროპიდან შემოდის, რომელიც საკმაოდ ხარისხიანია და გართულებები იშვიათად მოყვება, თუმცა 100% – იანი უსაფრთხოება არ არსებობს არაფერში. თუ შევადარებთ  გრიპის გადატანის და მისი გართულების  რისკებს, ნაკლებსარისკოა.

რა სიმპტომები ახასიათებს გრიპს და როგორ შეიძლება მისი გარჩევა ჩვეულებრივი გაციებისგან? 

კარდინალური სიმპტომები, რომლითაც განვასხვავებთ გრიპს სხვა ვირუსისგან არ არსებობს. აღსანიშნავია, რომ ყველა გაციება არის ვირუსი. არსებობს უფრო აგრესიული და ნაკლებ აგრესიული ვირუსები. მიმდინარეობაც თითოეულ ვირუსს შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი ან მძიმე.  გრიპის ვირუსის სიმპტომები დიდად არ განსხვავდება სხვა
რესპირაციული ინფექციებისგან. გრიპი აგრესიული ფორმით მიმდინარეობს,  მაღალი სიცხე , ხველა , სურდო – ეს არის სიმპტომები, რომელიც გრიპის გარდა სხვა ვირუსისთვისაც დამაზასიათებელია.  გრიპის სეზონის  დაწყებას ეპიდემიოლოგები ადგენენ.

 რა კატეგორიას უნდა  ჩაუტარდეს გრიპის ვაქცინაცია?

გრიპის ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეს ხუთ წლამდე ასაკის  ბავშვებს. განსაკუთრებით ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებს, რომლებიც დიდი რისკის ქვეშ არიან.

ანტიბიოტიკოთერაპიასთან დაკავშირებით, რამდენად ეთანხმებით მის გამოყენებას?

ანტიბიოტიკთან სიფრთხილეა საჭიროა. მნიშვნელოვანია მისი სწორად გამოყენება. არ შეიძლება პაციენტმა თვითნებურად, ექიმის დანიშნულების გარეშე მიიღოს ანტიბიოტიკი. ანტიბიოტიკი არ მოქმედებს ვირუსზე, მას ბაქტერიული ინფექციის დროს ვიყენებთ,  ბაქტერიული ინფექცია ვირუსული ინფექციის გართულებას შეიძლება მოჰყვეს.

                                                              მასალა მოამზადა ნათია ხარბედიამ

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები