რჩევები მშობლებს ორთოპედ- ტრავმატოლოგისგან!

მშობლების მხრიდან ხშირად ისმის კითხვა იმის თაობაზე, თუ რა შემთხვევაში ან რა დროს უნდა მიმართონ ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგს? თსსუ გ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ორთოპედ–ტრავმატოლოგის რომეო ვარდიაშვილის რჩევები მშობლებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით:

– მინდა განვმარტო და მივაწოდო მშობლებს ზოგადი ინფორმაციები ბავშვების სწორი მიმართულებით განვითარების შესახებ. ორთოპედია სამედიცინო მიმართულებაა, რომელიც შეისწავლის, პროფილაქტიკას, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ძვალ-კუნთოვანი სისტემის თანდაყოლილი თუ შეძენილი დეფორმაციების, (ძვალ-სახსროვანი, კუნთების, მყეს-იოგოვანი აპარატის დეფორმაციები) მათ შორის უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიას (ანუ განუვითარებლობა), რომლის დიაგნოსტირება უნდა მოხდეს მშობიარობის პერიოდში სამეანო ბლოკში. პირველი გეგმიური ვიზიტი ორთოპედთან უნდა განხორციელდეს 1თვის, 3 თვის, 6 თვის და 1 წლის ასაკში. დიაგნოზის დადასტურება ხდება კლინიკურად, ექიმი ორთოპედის გასინჯვით, ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური კლვევების საშუალებით. გასინჯვისას შეიძლება გამოვლინდეს ისეთი დეფორმაცია, როგორიცაა მენჯ-ბარძაყის სახსრის ქვეამოვარდნილობა; კისერმრუდობა; ტერფების ექვინო-ვარუსული დეფორმაცია; კუნთოვანი ტონუსის დაქვეითება; ქვემო კიდურების ვარუსული და ვალგუსური დეფორმაცია; პოლიდაქტილია-სინდაქტილია.

ასევე არ უნდა გამოგვეპაროს ხერხემლის სხვა დეფორმაციები, მაგალითად სქოლიოზი, კიფო-სქოლიოზი, ტანდეგობის დარღვევა, რომლის პირველადი გასინჯვა უნდა მოხდეს ექიმი ორთოპედის მიერ 6 წლიდან 15 წლის ასაკამდე.  რათა არ გამოვიწვიოთ მომავალში შრომის უნარიანობის დარღვევა, მცირე მენჯის ორგანოების დაავადებები, უშვილობა და სხვა.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

მშობლებო, ყოველთვის შეაფასეთ თქვენი შვილის სხეულის განვითარება, დააკვირდით ისეთ ნიშნებს, როგორებიც არის მხრების, ბეჭის, ნეკნების, მენჯის და ქვედა კიდურების ასიმეტრია, სიარულის მანერის დარღვევა, გულმკერდის დეფორმაციები, ტკივილი წელის და ზურგის მიდამოში, თავის ტკივილი.

ბავშვთა ძვალ-სახსროვანი სისტემის თავისებურებიდან გამომდინარე ხდება მათი დაზიანება სხვადასხვა ტრავმის დროს, განსაკუთრებით ბავშვთა ტრავმატიზმი მატულობს გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში მათი ფიზიკური ატივობის მატების თანმხლებად. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმ ტრავმატოლოგს თუ თქვენს შვილს აღენიშნებაб შეშუპება, მოძრაობის შეზღუდვა, ზედა თუ ქვედა კიდურში, რათა გამოირიცხოს სხვადასხვა ამოვარდნილობს, სუბპერიოსტალური მოტეხილობა.

(სურათი-4) მოხდეს მოტეხილობის ნადრევი რენტგენოლოგიური დიაგნოსტირება და შემდგომი მკურნალობა რბილი ფიქსაციით, ან თაბაშირის საშუალებით იმობილიზაციით შემდგომი გართულების თავიდან აცილების მიზნით.

სტატიის ავტორი: ნათია ხარბედია

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები