როდის უნდა დავუწყოთ პატარას დამატებითი კვება

პირველი 6 თვის განმავლობაში ქალის რძე მთლიანად აკმაყოფილებს ბავშვის მოთხოვნილებას და მას დამატებითი კვება არ სჭირდება. თუმცა 6 თვის ასაკის შემდეგ აუცილებელია ბავშვის კვების რაციონში დამატებითი კვების დაწყება, ვინაიდან  ამ ასაკიდან ჩვილს ზრდა-განვითარებისთვის დედის რძით მიღებული ვიტამინები და მიკროელემენტები აღარ ჰყოფნის.  ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით დაუშვებელია დამატებითი კვების დაწყება 4 თვემდე, ამ პერიოდში ბავშვს არ აქვს ჩამოყალიბებული ღეჭვის ჩვევა, არ არის მომწიფებული კუჭ-ნაწლავის სიტემა და გამომყოფი ორგანოები და შესაბამისად მაღალია სხვადსხვა პრობლემის განვითარების რისკი. თუმცა იშვიათ შემთხვევაში, მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით დამატებითი კვება 4 თვის ასაკიდანაც ინიშნება.

ასევე გახსოვდეთ  1 წლამდე ასაკში დედის რძე მაინც რჩება ჩვილი ბავშვისათვის ძირითად კვებად ანუ დამატებითი საკვები კი არ ენაცვლება დედის რძეს, არამედ ემატება მას.. დამატებითი საკვები თავისი კონსისტენციით  უფრო სქელი უნდა იყოს, ვიდრე დედის რძე, რაც მნიშვნელოვანია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სტიმულაციისა და საღეჭი აპარატის ჩამოყელიბებისთვის.

როგორ უნდა მივხვდეთ რომ ბავში მზადაა დამტებითი კვების დასაწყებად?

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

თქვენი შვილი მზადაა თუ მას შეუძლია თავის მაღლა აწევა, აქვს წონის მნიშვნელოვანი მატება (დაბადების წონის გაორმაგება), შეუძლია პირის დახურვა კოვზის გარშემო და საკვების გადატანა პირის წინ და უკნიდან.

დამატებითი საკვები დაუწყეთ დაახლოებით 1 ჩაის კოვზით, ყოველ დღე ზარდეთ დოზა.თუ თქვენი ბავშვი არ შეჭამს იმას, რასაც პირველად შესთავაზებთ, სცადეთ რამდენიმე დღეში.

რა უნდა გავითვალისწინოთ დამატებითი საკვების მიცემის დროს?

 

  1. დამატებითი საკვების მიწოდება უნდა მოხდეს კოვზით და არა ბოთლით ან საწოვარით.
  2. შესთავაზეთ ბავშვს დამატებითი საკვების მცირე ულუფა (1-2 კოვზი) ძუძუთი კვების შემდეგ და ყოველდღიურად გაზარდეთ დამატებითი საკვების რაოდენობა. თუ ბავშვი ძუძუს შემდეგ არ იღებს საკვებს, შესაძლებელია დამატებითი კვებით დაწყება და შემდეგ ძუძუს მიწოდება.
  3. არ შეიძლება ერთდროულად ორი ახალი საკვების მიცემა. შემდგომი ახალი პროდუქტის დამატება უნდა მოხდეს სამი დღის ინტერვალის დაცვით, მას შემდეგ, რაც ბავშვი წინა დამატებითი საკვების სრულ ულუფას ჭამს. ასევე, დამატებითი საკვები უმჯობესია შესთავაზოთ ბავშვს დღის პირველ ნახევარში.
  4. არ დავუმატოთ მარილის და შაქრი ბავშვის საკვებს .
  5. ბავშვს 12 თვემდე ძროხის რძე არ უნდა მივცეთ. რადგან იგი იწვევს რკინის შეწოვის შეფერხებას და ანემიას.
  6. ასევე არ შეიძლება თაფლის გამოყენება წლამდე, რადგან იგი ასოცირდება ალერგიის ან ბოტულიზმის განვითარების რისკთან.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები