როგორ მოვუაროთ  კანს ზამთარში

ზამთარში სახის კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ყინვა და ქარი კანის გამოშრობას უწყობს ხელს.   რა საშუალებები უნდა გამოვიყენოთ სახეზე და რა ფაქტორები უნდა გავითვალისწინოთ სახის კანის მოსავლელად სიცივეში?

1.დაიტენიანეთ კანი. ზამთარში არსებობს გამოშრობის საშიშროება, მითუმეტეს თუ მშრალი ტიპის კანი გაქვთ. ამიტომაც აუცილებელია კარგი დატენიანება. სახე დაიბანეთ თბილი წყლით და არავითარ შემთხვევაში ცხელით, შემდეგ კი წაისვით დამატენიანებელი.

  1. გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი სახლში. როცა გარეთ ცივა, ჩვენ ვცდილობთ სახლში თბილოდეს, მაგრამ გვავიწყდება, რომ ცენტრალურმა სითბომ შეიძლება უფრო გამოაშროს ჰაერი თქვენს სახლში, ამიტომაც უნდა გქონდეთ ოთახის დამატენიანებელი რათა აკონტროლოთ ჰაერის ტემპერატურა და არ გამოგიშროთ სითბომ სახის კანი.

  1. შეამცირეთ შხაპის დრო. შესაძლებელია მაცდურად გამოიყურებოდეს დიდ ხანს შხაპის მიღება ზამთარში,თუმცა თქვენი კანისთვის აჯობებს ეს დრო შეამციროთ 5-10წუთამდე.
  1. აარჩიეთ ნაზი არა არომატული გაწმენდები. ჩვეულებრივ საპონი შეიძლება შეიცავდეს გამაღაზიანებელ ინგრედიეტებს და სუნამოს, რამაც შეიძლება გააღიზიანოს თქვენის კანი , გამოიწვიოს ქავილი ან სიმშრალე. ამიტომაც საყურადღებოა გამოიყენოთ ისეთი საპონი ან გამწმენდი, რომელიც არ შეიცავს არომატებს და პარაბენებს. თუ თქვენი კანის ტიპია ისედაც მშრალია, მაშინ აუცილებელია შეამციროთ ისეთი პროდუქტების გამოყენება, რომელიც შეიცავს ალკოჰოლს, რათა უფრო არ გამოშრეს კანი.
  2. დალიეთ ბევრი წყალი. ზამთრში ადამიანები თბილ სასმელებს უფრო სვამენ, მაგალითად, ყავას, რომ თავი გაათბონ. ბევრი წყლის დალევა ხელს უწყობს ორგანიზმის დეტოქსიკაციას და ატენიანებს მას. ასევე შეგიძლიათ დილაობით წყალში დაამატოთ ლიმონის წვენი, რომელიც არა მხოლოდ ხელს შეუწყობს კანის გაბრწყინებას, არამედ ორგანიზმიდან ზედმეტი ცხიმების გამოყოფას.

  1. გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი. მიუხედავად ზამთრის ნაცრისფერი დღისა თქვენი კანისთვის აუცილებელია მზისგან დამცავი კრემის ყოველ დღიური გამოყენება, რათა თავიდან ავიცილოთ მზის ნეგატიური ზემოქმედება ჩვენს კანზე.

                                                                                    მოამზადა: სოფია მალანიამ

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები