როგორ მოვემზადოთ მამობისთვის – მამაკაცების საკითხავი!

,,საყვარელო, შენთვის ახალი ამბავი მაქვს, მალე მამა გახდები’’.- ამ სიტყვების მოსმენისას თქვენ შეიძლება ერთდროულად სიხარული და გაოგნება იგრძნოთ და ეს ნორმალურია,  მაშინაც კი  თუ დიდი ხანია გინდოდათ გამხდარიყავით მამა. და მაინც როგორ უნდა მოემზადოთ მამობისთვის? პირველ რიგში უნდა გააცნობიეროთ, რომ ბავშის აღზრდა ორივე მშობლის პასუხისმგებლობაა.

  1. მოიძიეთ ინფორმაცია ორსულობის შესახებ. მერე რა, რომ თქვენ მუცლით არ ატარებთ ბავშვს, ეს არ ნიშნავს რომ ამ ყველაფრის ნაწილი არ ხართ. თქვენ შეგიძლიათ გაწევრიანდეთ სოციალურ ქსელებში არსებულ მამების ჯგუფში ან googl-ში მოიძიოთ ინფორმაცია ორსულობაზე, ახალბედა მამებზე და მათ მოვალეობაზე უფრო მეტი გაიგოთ. ასევე, თუ თქვენს პარტნიორს აქვს ტოქსიკური ორსულობა ან უბრალოდ რამდენიმე სიმპტომი გამოხატული, მაგ: გულისრევა ან გულძმარვა, თქვენ უნდა უთანაგრძნოთ და დაეხმაროთ მას.

2.იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე. თუ ეწევით, კარგი იქნება თუ ბავშვის დაბადებამდე ამ მავნე ჩვევას დაანებებთ თავს, რადგან კვლევებმა აჩვენა, რომ ორსულობის დროს ნაყოფზე სიგარეტის ბოლის ზემოქმედება ზრდის ახალშობილებში გულის თანდაყოლილი მანკის რისკს.

3.ესაუბრეთ პარტნიორს . თქვენ ორივემ ერთად უნდა დაგეგმოთ თუ როგორ აღზრდით ბავშვს, მაგ: დააწვენთ თუ არა ცალკე საწოლში, გეყოლებათ თუ არა ბუნებრივ კვებაზე და სხვა. გახსოვდეთ, წარმატებული ძუძუთი კვებისთვის აუცილებელიც კია მამის ჩართულობა.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

4.გაიაზრეთ პასუხისმგებლობა, რაც  ნიშნავს რომ მამა უნდა იყოს მზად მონაწილეობა მიიღოს ბავშვის აღზრდაში, მაგალითად, როცა დაინახავთ, რომ თქვენი პატნიორი ღამენათევი ან ძალაგამოცლილია, ამ დროს თვენ შეგიძლიათ ბავშვს მოუაროთ, გამოუცვალოთ საფენი, დაარწიოთ, უღიღინოთ.. ასე დაეხმარებით თქვენს პარტნიორს ძალების აღდგენაში.

5.გაეცანით ინფორმაცის მშობაირობის შემდგომი დეპრესიის შესახებ, რომ იცოდეთ რა შეიძლება გელოდებოდეთ წინ. გახსოვდეთ, პირველი, რაც თქვენს პარტნიორს მშობიარობის შემდეგ დასჭირდება ეს არის ძილი. შეეცადეთ ღამით პატარას ტირილზე თქვენც ადგეთ, შეგიძლიათ დააწესოთ მორიგეობაც.

 

  1. დეკრეტული შვებულების აღება მამებსაც შეუძლიათ. გაეცანით კანონს და ისარგებლეთ მამების დეკრეტით. საქართველოს კანონმდებლობით, საჯარო სამსახურში მომუშავე “მშობელს” (სქესი დაკონკრეტებული არ არის) ორწლიანი დეკრეტული შვებულების აღება შეუძლია, საიდანაც 6 თვე ანაზღაურებადია. რაც შეეხება კერძო კომპანიებს, არ აქვს მნიშვნელობა დედა ხარ თუ მამა, დამსაქმებელზეა დამოკიდებული მოგცემთ თუ არა ანაზღაურებად შვებულებას.

                                                                                                       ავტორი: სოფია მალანია

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები