როგორ მოვამზადოთ მაკარონი, რომ დავიკლოთ წონაში?

BBC-ის რევოლუციური აღმოჩენა, რომელიც მთლიანად შეცვლის თქვენს წარმოდგენას დიეტაზე!

თუკი გახდომა გაქვთ გადაწყვეილი, მაშინ აჯობებს, დააბრუნოთ რაციონში პასტა, ლაფშა და სხვა მაკარონის სახეობები.

ადამიანების უმეტესობისთვის მაკარონი წონის მატებასთან ასოცირდება და გახდომის მსურველები პირველ რიგში საკვებიდან პასტასა და ლაფშას გამორიცხავენ.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ნახშირწყლებმა გახდომის მსურველებში სასტიკი რეპუტაცია მოიპოვა, თუმცა ყველაფერი არც ისე ცუდად არის, როგორც აქამდე გვეგონა. BBC -მ ჩაატარა ექსპერიმენტი კერძის სიმხურვალის მოქმედება სხვადასხვა კერძებზე. აღმოჩნდა, რომ გაცხელებული მაკარონი სისხლში შაქარს ძალიან ნელა წევს. მაგრამ მოდი ყველაფერს თანამიმდევრულად მივყვეთ.

ექსპერიმენტი

ექსპერიმენტის ფარგლებში BBC-ს  კვლევის ობიექტებს უფლება ჰქონდათ ეჭამათ მაკარონისგან მომზადებული ერთი და იგივე კერძი სხვადასხვა დღეს. ერთადერთი განსხვავება: ზოგიერთ დღეს მაკარონი ახალმომზადებული იყო, სხვა დღეს კი – ცივი, კიდევ დანარჩენ დღეებში – გაცხელებული. შედეგად გაირკვა, რომ გაცხელებული მაკარონი სისხლში შაქრის დონეს მაღლა ნელა სწევდა. ეს საუკეთესოა დაკლების მსურველთათვის. გაცხელებულ მაკარონი არ იძლევა შაქრის მკვეთრად აწევის შედეგს, ისე როგორც ახალმომზადებული პასტა, ეს კი ნიშნავს, რომ ნაყროვანება დიდხანს გრძელდება და სწრაფი ნახშირწყლებისადმი ლტოლვაც ქვეითდება.

როგორ მუშაობს ეს ყველაფერი

მაკარონის მეტამორფოზის მიზეზი სახამებელში იმალება. ჩვეულებრივი მომზადებისას სახამებელი ხდება მიზეზი ინსულინის მკვეთრი ავარდნის, თუმცა, თუკი პასტა გა ცივდა, მასში შემავალი სახამებლის სტრუქტურა იცვლება. ამ ახალ ფორმას რეზისტენტული სახამებელი ქვია და არ ირღვევა ორგანიზმის კუთვნილი ფერმენტებით, ამის მაგივრად ყალიბდება უჯრედისი, რომელიც ახანგრძლივებს ნაყროვანების დროს და სისხლში შაქრის დონეს ბევრად სტაბულურად ინარჩუნებს. ამიტომაც, ასე მირთმეული პასტა წონის კლებას უწყობს ხელს. ინსულინის სტაბილური დონის წყალობით ცხიმის წვა არ იბლოკება, ამასთან პასტის მიღება დიეტის დროს ემოციურ სტაბილურობასაც უწყობს ხელს. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ პასტა ძალიან ადრე უნდა მოამზადოთ, რადგან მან მოასწროს გაცივება, შემდეგ კი თქვენ – გათბობა. სხვათა შორის, ეს ხრიკი სხვა სახამებლის შემცველ პროდუქტებზეც მუშაობს, მაგალითად, კარტოფილსა და ბრინჯზე.

ასე რომ, მოამზადეთ, გააცივეთ, შეათბეთ და თამამად მიირთვით, თქვენს დიეტას არაფერი ემუქრება!

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები