როგორ მივაჩვიოთ ჩვილი ხელში რწევის გარეშე, დამოუკიდებლად დაძინებას?

ახალშობილებს დღეში საშუალოდ 16 ან 17 საათი სძინავთ. ჩვილები პირველი კვირების  განამვლობაში ჭამის დროს ან რწევით იძინებენ.  რვა კვირიდან კი დედამ უნდა მოიფიქროს რუტინული ქცევები, რათა პატარამ სამი თვიდან შეძლოს თავისით დაძინება.

დაიწყეთ საღამო ცოტათი ადრე, ასე თქვენ გექნებათ საკმარისი დრო ძილის წინა რუტინის თანამიმდევრულად ჩასატარებლად: ეთამაშეთ, უმღერეთ ან მოუყევით ზღაპარი, წაუკითეთ წიგნი, არწიეთ სავარძელში, გამოუცვალეთ, დაბანეთ.

შეგიძლიათ მისაღები ოთახის იატაკზე დაიწყოთ პატარასთან ერთად თამაში და ხოხვით გადაინაცვლოთ ლოგინზე, ან ლოგინზე ეთამაშეთ, დაუმალეთ სათამაშო, რომ მოძებნოს.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ძილის რიტუალი ყოველ საღამოს ერთსა და იმავე დროს დაიწყეთ აბაზანაში ან მისაღებ ოთახში, რათა რიტუალი დასრულდეს ძილით საძინებლში, ეს მნიშვნელოვანია, რათა პატარას ასწავლოთ, რომ საძინებელი ოთახი არის სასიამოვნო ადგილი და არა ადგილი, სადაც ის “გაძევებულია” ძილის დროს. მიჰყევით თქვენს რუტინას მაშინაც კი, როდესაც სახლში არ ხართ – ეს გაუადვილებს თქვენს პატარას უცნობ გარემოში ყოფნასაც.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები