როგორ მივაჩვიოთ ბავშვები ზღაპრების მოსმენას?

რამდენად ხშრად უკითხავთ ბავშვებს ზღაპარს? რამდენად ჩართული ხართ ზღაპრის კითხვის დროს?  უკეთებთ თუ არა კომენტარს მომხდარ სიუჟეტს? დაბოლოს, რამდენი წლისაა თქვენი პატარა?

ეს არის ის კითხვები რაც ამ საკითხთან მიმართებაში უნდა გაითვალისწინოთ. ზღაპრის საშუალებით ჩვენს  ცხოვრებაში შემოდის  რეალობები და ბავშვი ადაპტირდება და ეგუება ეტაპობრივად რეალურ სამყაროს. ზღაპრები უმნიშვნელოვანესია ბავშვის ცხოვრებაში, როგორც წარმოსახვის და მეტყველების, ასევე ემოციური განვითარებისთვის, ამიტომაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების როლს, როგორ შეიტანთ ამ საკითხს თქვენი პატარების სამყაროში. დავიწყოთ ბოლო კითხვიდან- რამდენი წლის არის თქვენი პატარა?! ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან როგორც ასეთი 3 წლამდე ბავშვს ერთ ადგილას დიდი ხნით დაჯდომა და კონცენტრირება უჭირს. შესაბამისად,  აღქმა თუ რა მოხდა, რა წაიკითხა, ასეთ პატარასთან ჭირს. ზღაპრები მისაღებია 3 წლის და ზევით ასაკისთვის.

აუცილებელია ვახსენოთ, რომ ზღაპრები ბავშვებისთვის პირველ რიგში  მშობლებთან დაახლოებას უწყობს ხელს. დღის განმავლობაში 20- 30 წთ ერთობლივი კითხვა  თქვენი შვილის  ემოციური  განვითარებაში შეტანილი განუზომელი წვლილია. კარგი იქნება, თუ ხმამაღლა  და ერთ ხმაშიც წაიკითხავთ.  იმისათვის, რომ შეამოწმო ბავშვის რამდენად  მოგყვება შეგიძლიათ ხშირად ტემპს მოუმატოთ, ეტაპობრივად  მოუკლოთ. ოღონდ  გამოყოფილი დრო  (20 -30) წთ აუცილებლად მხოლოდ ბავშვს მიაქციეთ ყურადღება არანაირი ოჯახის წევრები, არანაირი მობილური.. ჩაერთეთ კითხვის დროს, თქვენი დასკვნები გამოიტანეთ, გააკეთეთ კომენტარები და აუცილებლად კითხეთ აზრი ბავშვსაც.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ეცადეთ, ხშირად უკითხოთ თქვენს პატარებს ქართული ზღაპრები რადგან, ქართულ ზღაპრებზე არსებული ლიტერატურის უმრავლესობა მათ წარმოშობას ან კლასიფიკაციას უფრო ეხება ვიდრე მათ აზრსა ან  მნიშვნელობას. მიხეილ ჩიქოვანი გახლდათ პირველი ქართველი მეცნიერი, რომელმაც თქვა, რომ ხალხური ზღაპრები სოციალური  ფუნქციით გამოირჩევა, ანუ ისინი რეალობას ასახავენ.

                                                                                                                            ავტორი: თამარ ჩხაიძე

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები