როგორ გავუმკლავდეთ უძილობას ორსულობისას?

ზოგიერთ ქალს ორსულობისას უძილობა აწუხებს. თქვენ შესაძლებელია ჩაძინების პროლემა გქონდეთ ან შუაღამე გაგეღვიძოთ და ვეღარ შეიბრუნოთ ძილი. ამ დროს მედიკამენტების მიღება შესაძლოა სახიფათო იყოს, განსაკუთრებით კი ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

 

დასაძინებლად დაწექით მაშინ, როცა იგრძნობთ, რომ ნამდვილად გეძინებათ. ასევე ნაშუადღევს მოერიდეთ კოფეინის მიღებას, არ ივარჯიშოთ ენერგიულად საღამოს და არ გამართოთ დისკუსია ძილამდე. დაძინებამდე მოერიდეთ ტელეფონის ან კომპიუტერის გამოსხივებას.

 

ზომიერად ჭამეთ ძილის წინ. ზოგი ქალი თვლის, რომ ძილის წინ ჭამა მათ ეხმარებათ დაძინებაში, მაგრამ  უნდა აკონტროლოთ ულუფა, არ უნდა მოგივიდეთ ზედმეტი. ორსულობისას ჭამა ზრდის გულძმარვის ალბათობას, რამაც შეიძლება გამოგაფხიზლოთ. ნუში, ბანანი, ალუბალი ეს ის პროდუქტებია, რომლის ჭამამაც შეიძლება მარტივად მოგგვაროთ ძილი.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

გააკეთეთ რელაქსაციური ვარჯიშები. ღრმა სუნთქვა, მედიტაცია და კუნთების მოდუნება – ხელს უწყობს მშვიდ ძილს. თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მედიტაციის აპლიკაციები ან უყუროთ მედიტაციის ვიდეოებს, ასევე მოუსმინოთ მშვიდ მუსიკას ძილის წინ.

მიიღეთ თბილი აბაზანა, რაც არამხოლოდ დაგამშვიდებთ არამედ დაგეხმარებათ დაძინებაში. ბევრი ორსული შუაღამე გაღვიძებისას დგება და თბილ აბაზანას იღებს. თუ ფეხმძიმობით გამოწვეული ტკივილი ხელს გიშლით დაძინებაში, თბილი აბაზანა დაგეხმარებათ ტკივილის განმუხტვაში და კუნთების მოდუნებაში.

წაიკითხეთ წიგნი. კითხვა ან მცირე ხელსაქმე დაგეხმარებათ გონებრივ დასვენებაში. მოერიდეთ დეტექტივის ან საშინელებათა წიგნის წაკითხვას, წაიკითხეთ რამე სასიამოვნო , თუნდაც ბავშვთა სახელების წიგნი.

წყარო: https://www.verywellfamily.com

სტატია მოამზადა: სოფია მალანიამ

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები