რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ბავშვთა ან მოზარდთა ფსიქოლოგს?

მშობლისთვის შეიძლება რთული გასარკვევი იყოს თავისი შვილის ქცევა უბრალოდ ზრდის ეტაპია თუ რამე უფრო ძლიერი პრობლემის ნიშანი . იმის გასარკვევად, თუ რამდენად არის ბავშვის ქცევა პრობლემური, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოთერაპევტი გამოიკვლევს მისი ქცევის რამდენიმე ასპექტს:

ბავშვთა ფსიქოლოგი ანა მეუნარგია
  • არის თუ არა ქცევა ჩვეულზე უფრო ინტენსიური;
  • გრძელდება თუ არა ქცევა პრობლემური სიტუაციის გავლის შემდეგ;
  • რამდენად არის ქცევა ასაკისთვის დამახასიათებელი;
  • რამდენად შემაწუხებელია ეს ქცევა ბავშვისთვის და მისი ოჯახის წევრებისთვის;
  • რამდენად უშლის ეს ქცევა ბავშვს მეგობრებთან ურთიერთობას ან აფერხებს მის აკადემიურ მოსწრებას;
  • არის თუ არა მისი ქცევა სიტუაციისთვის შეუსაბამო;
  • აღმოცენდა თუ არა ქცევა თვალსაჩინო მიზეზის გარეშე;
  • რამდენად უწევს ბავშვს ქცევის გამო, მნიშვნელოვანი სოციალური, სასკოლო ან ოჯახური ღონისძიებებისთვის თავის არიდება.

ყველა ადამიანი განსხვავდება ერთმანეთისგან და ნებისმიერი ბავშვი ან მოზარდი შეიძლება მოიქცეს „პრობლემურად“, განსაკუთრებით თუკი ის დაღლილია, სტრესის ქვეშაა ან ავად გახდა. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ბავშვი არასასურველად ხშირად იქცევა და ეს ხელს უშლის ფუნქციონირებაში, მეგობრებთან ურთიერთობაში ან სწავლაში, მხედველობაში იქონიეთ ფსიქოლოგთან შეხვედრა.

ხანდახან ცხოვრებისეული სირთულეების დროს, ადამიანისთვის ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერა საკმარისი აღარაა, ან პრობლემის წყარო ოჯახი და მეგობრები ხდება. ამ დროს ადამიანისთვის რთულია, მოძებნოს მხარდაჭერა მისთვის ნაცნობ გარემოში (და მან გარე დახმარების ძიება შეიძლება დაიწყოს).

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

როცა მშობელი გრძნობს, რომ მიუხედავად მისი მრავალჯერადი მცდელობისა, მდგომარეობა არ იცვლება და სიტუაცია მისთვისაც და ბავშვისთვისაც სტრესულია, შესაძლოა გარე დახმარების ძიება.

რა შემთხვევაში მივმართოთ ფსიქოლოგს:

  1. როცა ბავშვს ან მოზარდს სირთულეები აქვს ცხოვრების რამდენიმე სფეროში, მაგალითად, ოჯახური ურთიერთობები, აკადემიური მოსწრება, თავისუფალი დროის განკარგვა და მეგობრები;
  2. ნაკლებად თავდაჯერებული და ეფექტური ხდება, აღარ მოსწონს და ნეგატიურად ფიქრობს საკუთარ თავზე;
  3. განუწყვეტლივ ღელავს თავის მომავალზე;
  4. უიმედოდ გრძნობს თავს;
  5. აღარ სიამოვნებს იმ ადამიანებთან ურთიერთობა ან იმ საქმის კეთება, რაც აქამდე მოსწონდა და სიამოვნებდა;
  6. საგრძნობლად შეეცვალა ძილის ან კვებითი ჩვევები;
  7. უფრო ხშირად იქცევა არასასურველად;
  8. განმეორებით იზიანებს თავს, მაგალითად, ხელის გაჭრა, თმის მოგლეჯა ან კანის წვალება;
  9. საუბრობს საკუთარი თავისადმი რაიმე ზიანის მიყენებაზე ან რეალურად იზიანებს თავს;
  10. ამბობს ხოლმე, „ნეტავ, იქ არ წავსულიყავი“, ან „უჩემოდაც კარგად არიან“
  11. საუბრობს თვითმკვლელობაზე.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები