რა პროდუქტები უნდა შედიოდეს წლამდე ასაკის ბავშვის რაციონში?

რომელი საკვები როდის და რა რაოდენობით უნდა დავამატოთ ბავშვის მენიუში. როგორ შევარჩიოთ ბავშვის ორგანიზმისთვის შესაფერისი საკვები, ამ თემაზე  “ევექსის” კლინიკის პედიატრი, მანანა გოცირიძე  გვესაუბრება.

პედიატრი აღნიშნავს, რომ პირველი 6 თვის განმავლობაში ქალის რძე მთლიანად აკმაყოფილებს ბავშვის მოთხოვნილებას საკვებსა და სითხეზე. 6 თვის შემდეგ კი ბავშვის ინტენსიურ ზრდასთან ერთად, იზრდება მისი კვებითი და ენერგეტიკული მოთხოვნილება, რის გამოც აუცილებელი ხდება დედის რძესთან ერთად დამატებითი საკვების მიწოდება, კვებითი რაციონის ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, მიკროელემენტებითა და ვიტამინებით შესავსებად.

როდის უნდა შემოვიტანოთ ბავშვის კვების რაციონში დამატებითი საკვები? 

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

დამატებითი კვება უნდა დავიწყოთ იმის მიხედვით, თუ როგორი კვების და განვითარებისაა ბავშვი. თუ ბავშვი  თავის ასაკთან შედარებით მეტს იწონის, ჭარბი წონისკენ არის მიდრეკილი, დამატებით კვებას ვიწყებთ ბოსტნეულის პიურეთი, ხოლო თუკი ბავშვს არ აქვს კუჭ- ნაწლავის პრობლემა, მაგრამ მცირე წონის არის, ასეთ შემთხვევაში დამატებით კვებას ვიწყებთ ფაფით, რადგან ფაფაში ნახშირწყლების შემადგენლობა მეტია.  აუცილებელია ფაფა იყოს ერთკომპონენტიანი. ის უნდა მოვამზადოთ რძის გარეშე, რადგან ბავშვს შესაძლოა, ჰქონდეს ლაქტოზის აუტანლობა, ვერ აიტანოს ხელოვნური რძე. კვება იწყება რამდენიმე კოვზით. დამატებითი კვებიდან, ახალ დამატებით კვებამდე 7- 10 დღიანი შუალედი უნდა გავიდეს. ამ პერიოდში ბავშვი ეგუება სიახლეს.

  რა პროდუქტები შეიძლება ჭამოს წლამდე   ბავშვმა?

ერთ წლამდე ბავშვებში დასაშვები ბოსტნეულია: ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ყაბაყი, გოგრა, სტაფილო, კარტოფილი. ბოსტნეულში ყველაზე მეტი ვიტამინია.

როდის შეიძლება ჩავრთოთ ბავშვის კვების რაციონში ხორცეული?

შვიდი, რვა თვიდან იწყება ხორცეულის დამატება. ხორცეულის დამატებას ვიწყებთ წიწილით,  ხხბოს ხორცი, დეკეუკი, ამ პერიოდში კურდღელსაც კი იყებენ, განსაკუთრებით ისეთ ბავშვებში, რომელთაც საბალი იმუნიტეტი აქვთ.

                                                                                          მასალა მოამზადა: ნათია ხარბედიამ

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები