რა ვჭამოთ საუზმეზე რომ დავიკლოთ წონაში?

4 წესი, დავიწყოთ დღე ისე, რომ დავიკლოთ წონაში!

დილა – საკვების მიღების ყველაზე მნიშნელოვანი პერიოდია – ის მთელი დღის განმავლობაში შიმშილის გრძნობაზე ახდენს გავლენას. მაგალითად, თუ დილას ტკბილით დავიწყებთ, მალე მოგვშივდება. სამაგიეროდ, თუ დაბალანდებულ და თუნდაც ნოყიერ საუზმეს მივირთმევთ, მთელი დღის განმავლობაში ნაკლებს შევჭამთ და შესაბამისად დავიკლებთ წონაში.

დიეტოლოგები და ნუტრიციოლოგები გვირჩევენ, მივენდოთ საჭმლის ბუნებრივ მოთხოვნილებას. და თუ არ შეგიძლიათ ნოყიერად მიირთვათ გაღვიძებისთანავე, ნუ დააძალებთ თავს, უბრალოდ გადაიტანეთ საკვების მიღების დრო იქამდე, როცა ორგანიზმი მოგთხოვთ.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

რა ვჭამოთ, რომ გავხდეთ?

ჯანმრთელი კვება ძირითად ადგილს იკავებს დიეტებში – არა მხოლოდ იმისათვის, რომ ეფექტურად დავიკლოთ წონა, არამედ ორგანიზმის ენერგიით დასამახუტად. ამ დიეტის მიხედვით, თქვენ მიირთმევთ საკვების დიდ ნაწილს დილით, საშუალოს – შუადღეს, ხოლო მცირე ულუფას – საღამოს. ასეთი გრაფიკი ორგანიზმს საკმაო დროს მისცემს საჭმლის გადასამუშავებლად და კალორიების ბუნებრივ დეფიციტს შექმნის.

ეს მნიშვნელოვანია, თუ წონის კლება გაქვთ გადაწყვეტილი

  1. ყველა ულუფა შეამცირეთ.
  2. უჯრედისის გარდა საუზმის რაციონში ქორფა ხილი და ბოსტნეული.
  3. ჩართეთ რაციონში მარცვლეულის პური ან შვრია. ჯანმრთელი ნახშირწყლები ორგანიზმს საკმარისი ენერგიით უზრუნველყოფენ.
  4. ცილა დიდი ხნით დაგანაყრებთ და ორგანიზმს გააძლიერებს. თუ სპორტით ხართ დაკავებული, ცილის გარეშე არ შეიძლება.

ამ წესებიდან გამომდინარე, საუზმის იდეალური რეცეპტები შემდეგია: იოგურტი ხილით და შვრიით, სპუზი ბოული, მარცვლეულის პურისგან მომზადებული ტოსტი ავოკადოთი და კვერცხით, ან ომლეტი ბოსტნეულით და ტოსტით.

რატომ უწყობს ხელს სწორი კვება წონის კლებას?

ფაქტობრივად, ნებისმიერი დიეტის მიზანი – არა ცოტა საჭმელი, არამედ რაციონის ხარისხიანად შეცვლაა. საკვების მიღების დროის გამოტოვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. არ შეიძლება ნოყიერად ისაუზმოთ, შემდეგ კი მთელი დღე მშიერი იყოთ, ასე ვერ დაიკლებთ წონას. საქმე პროდუქტების გააზრებულ შერჩევაშია. შეგიძლიათ სწორი კვება ინტერვალურ შიმშილს შეუხამოთ და მისცეთ ორგანიზმს მეტი დრო საკვების გადასამუშავებლად – ეს მეთოდით დაგაკლებინებთ ეფექტურად.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები