რა დრო უნდა გაატაროს ბავშვმა ეკრანთან?

ბავშვის ტვინი ცხოვრების პირველი 2 წლის განმავლობაში ვითარდება. ამიტომაც მისთვის მნიშვნელოვანია იმ გარემოს შესწავლა, სადაც ის იზრდება. სხვებთან ურთიერთობა და თამაში ბავშვებს სამყაროს გაცნობაში ეხმარება. სწორედ ამიტომაც ამერიკის პედიატრთა ასოციაცია გირჩევთ, ნაკლები დრო გაატაროს ბავშვმა ეკრანის წინ ან თუ გაატარებს აუცილებელია ის არ იყოს მარტო. რა თქმა უნდა, ეს სასარგებლო რჩევაა, თუმცა რთული შესასრულებელი ჩვენს დღევანდელ სამყაროში, სადაც გარშემო ყველგან ეკრანებია.

ბავშვებს უყვართ სმარტფონებითა და კომპიუტერით თამაში. ისინი დიდ დროს ატარებენ ეკრანებთან. როცა მშობელი დაკავებულია და ცდილობს ყველაფერი მოასწროს, მისთვის მოსახერხებელიც კია თავისი მცირეწლოვანი შვილის ეკრანთან ცოტა ხნით გაჩერება, თუმცა ეს ,,ცოტა ხანი’’ შეიძლება უფრო დიდ ხანს გაგრძელდეს, რაც შესაძლოა საზიანო იყოს ბავშვის ჯანმრთელობისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ: რა უარყოფით და დადებით ზეგავლენას ახდენს მულტფილმები ბავშვებზე?

ექიმები წუხან იმაზე,  რომ ეკრანთან დიდი დროის გატარება გავლენას ახდენს ყურადღების კონცენტრაციაზე და მადის კონტროლზე. ეკრანული დრო ხელს უწყობს უფრო მჯდომარე ცხოვრების წესს, რაც სიმსუქნის რისკია.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

 რა ასაკიდან უნდა გაატაროს დრო ბავშვმა ეკრანის წინ?

ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, რომ 18 თვემდე ბავშვმა არ უნდა გაატაროს დრო ეკრანთან, გამონაკლისია ვიდეო ჩათი ბებიასთან და ბაბუასთან ან ოჯახის სხვა წევრთამ, რაც ითვლება სხვებთან ურთიერთობად. ჩვილებს და ახალშობილებს ფიზიკური დატვირთვა სჭირდებათ. ეკრანთან დროის გატარებამ ასევე შესაძლებელია გამოიწვიოს ძილის პრობლემა ჩვილებში. ტელევიზორთან ან სმარტფონთან თამაშის დროს, გატარებული დრო ნიშნავს, რომ თქვენი ბავშვი ხშირად არ დახოხავს, არ დარბის, არ ეცნობა  გარემოს. ფიზიკური თამაში ხელს უწყობს თქვენი შვილის გონებრივ და ემოციურ განვითარებას. ასევე, მნიშვნელოვანია სხვა ბავშვებთან ურთიერთობა.

ეკრანთან დროის გატარება 18 თვიდან დასაშვებია რამდენიმე წუთი დღის განმავლობში, მშობლებთან ან აღმზრდელთან ერთად, ხოლო ორი წლიდან – დღეში 1 საათს არ უნდა აღემატებოდეს. გამოიყენეთ ეკრანული დრო თქვენს შვილთან ინტერაქციაში. შეისწავლეთ, რას უყურებს და თან მუდმივად აუხსენით თუ რა ხდება ეკრანზე, არ დატოვოთ მარტო, არ უნდა მოწყდეს რეალობას და თქვენთან მუდმივ კომუნიკაციაში უნდა იმყოფებოდეს.

წყარო: https://www.babycenter.com;  https://kidshealth.

ავტორი: სოფია მალანია

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები