რა არის მშობიარობის შემდგომი დეპრესია?

მშობიარობის შემდგომ  ზოგიერთი დედა ბედნიერებასთან ერთად სევდას განიცდის. ახალბედა დედა ამ დროს ემოციებს ვერ აკონტროლებს, ამ მდგომარეობას ,,baby blues’’ (მშობიარობის შემდგომი ხასიათის ცვლილება) ქვია, რომელიც  ქალების 40-80%ს ემართება. აღნიშნული ემოციური მდგომარეობა თუ ორ კვირაზე მეტ ხანს გაგრძელდა შესაძლებელია დედას მშობიარობის შემდგომი დეპრესია ქონდეს.

 რა სიმპტომები შეიძლება ახასიათებდეს მშობიარობის შემდგომ დეპრესიას?

  • უიმედობის და სევდის შეგრძნება
  • ხშირი ტირილი
  • ინტერესის დაკარგვა თქვენი ყოველდღიური საქმიანობის მიმართ
  • გაუცხოების შეგრძნება საკუთარი შვილის მიმართ
  • ღამით დაძინების და დილით გაღვიძების პრობლემა
  • უმადობა ან პირიქით

სხვა შესაძლო სიმპტომები:

  • უმიზეზოდ გაღიზიანება ან გაბრაზება
  • თვითგვემის შეგრძნება, რომ ცუდი დედა ხართ

რა იწვევს მშობიარობის შემდგომ დეპრესიას?

მშობიარობის შემდგომი დეპრესიის გამომწვევი  მიზეზები შესაძლებელია ვეძიოთ იმ ჰორმონალურ, ემოციურ, გენეტიკურ და გარე ფაქტორებში, რომელთაც თქვენ ვერ აკონტროლებთ. ზოგიერთი ქალი შეიძლება გრძნობდეს პასუხისმგებლობას ან თავს იდანაშაულებდეს ამ მდგომარეობის გამო, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ დეპრესია არ ჩნდება, იმიტომ რომ ცუდი დედა ხართ ან რამე არ გააკეთეთ ან  გააკეთეთ.

სხვა ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობენ მშობიარობის შემდგომი დეპრესიის განვითარებას არის ფიზიკური გადაღლა, უძილობა.

როგორ მკურნალობენ მშობიარობის შემდგომ დეპრესიას?

თუ თქვენ პოსტ სამშობიარო დეპრესიის სიმპტომები აღგენიშნებათ აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს. ასევე, თქვენ თვითონ შეგიძლიათ იმუშაოთ საკუთარ თავზე, უნდა აკეთოთ ის, რაც მცირედ ბედნეირებას მოგანიჭებთ:

  • ისეირნეთ ყოველდღიურად…
  •  ჩართეთ საყვარელი მუსიკა ან ფილმი…
  • ესაუბრეთ თქვენს პარტნიორს თქვენი განცდების შესახებ..
  •  დაიძინეთ მაშინ, როცა ბავშვს ძინავს, კარგად იკვებეთ, ეს დაგეხმარებათ ენერგიის აღდგენაში.
  •  ნუ იქნებით ძალიან მომთხოვნი საკუთარ თავთან, იფიქრეთ დადებითზე.

გამოყენებული ლიტერატურა: https://www.babycenter.com/

                                                                                                 მასალა მოამზადა სოფო მალანიამ

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები