რა არის ბედნიერება? 5 მინიშნება თქვენი ძაღლისგან!

შინ მოსულს რომ კარებთან შემოგეგებება, რთულ მომენტში რომ გელაქუცება თითქოს გამშვიდებს, დარბის შენთან ერთად… ძაღლები ბედნიერები არიან ადამიანის გვერდით. პირუტყვს შეუძლია გაგვაგებინოს, რა არის  ბედნიერება.

ძაღლები ბედნიერებისთვის არიან გაჩენილნი. რაღაც არის ძაღლებში ისეთი, რაც მათ კუდის ქიცინს აწყებინებს, ცდილობენ აგილოკონ ცხვირი, ჩაგხედონ თვალებში და გითხრან “მე შენ მიყვარხარ” – მიუხედევად იმისა, რა ხდება მსოფლიოში.

მოდი დავფიქრდეთ. როცა დილით ვიღვიძებთ, რამდენად ბედნიერები ვართ, განსაკუთრებით შემოდგომით, ან ზამთარში, როცა გარეთ ცივა? სავარაუდოდ, დიდად არა. აი, ძაღლები კი – პირიქით. ისინი დაბოდიალებენ შინ და ერთობიან, თითქოს მთლიანად სიხარულისგან შედგებიან. მაშ რა არის ბედნიერება მათთვის და ჩვენთვის? და რა შეუძლიათ გვასწავლონ ძაღლებმა? აი, ბედნიერების 5 საიდუმლო, რომელიც შეგვიძლია აღმოვაჩინოთ, თუკი საკუთარ შინაურ ცხოველს დავაკვირდებით.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

  1. მადლიერება

ძაღლები ერთი მომენტით ცხოვრობენ. ისინი არ ფიქრობენ იმაზე, როგორი ამინდია გარეთ და რა იქნება, როცა უფრო აცივდება. და იმაზე, რა არის ბედნიერება, საერთოდ არ დაფიქრებულან. მათ უბრალოდ იციან, გაიღვიძეს და ჩვენ დაგვინახეს. და ამით ისინი ბედნიერები არიან. ძაღლის გადმოსახედიდან მადლიერება – საკმარისი მიზეზია ბედნიერებისთვის.

2. მოძრაობა

დილის გასეირნება – ეს კიდევ ერთი მიზეზია გულწრფელი სიხარულის. რა თქმა უნდა, ეს მოსასაქმებლადაც ჭირდებათ, მაგრამ ეს მთავარი არ არის. მათ ახალისებთ სირბილი, მოძრაობა, თავისუფლება. დილის სუფთა ჰაერზე ვარჯიში – განწყობის ასამაღლებელი ცნობილი და აპრობირებული საშუალებაა. იქნებ, ჩვენც გვეცადა?

3. საკუთარ თავთან თახმობა

ძაღლს ვერასოდეს ნახავთ სარკესთან მდგომს იმის ანალიზში, როგორ გახდეს უფრო ლამაზი. მათ მთლიანად ესმით საკუთარი თავის და ბედნიერები არიან. და აი, ისინი უკვე დარბიან ჩვენს ირგვლივ, რათა გვაჩვენონ: მათ შეუძლიათ გამოგვყვნენ ქვეყნის დასალიერში! და ამასთან, სულ არ ანაღვლებთ, როგორ გამოიყურებიან.

4. ინტერესი

ძაღლები გამუდმებით ეძიებიან გარშემო სამყაროს და არ გაუშვებენ შანსს, დაყნოსნო ყველა კუთხე კუნჭული, თუნდაც ათასჯერ იყვნენ იმ ადგილზე ნამყოფნი. დაუღალავად ეძებენ რაღაც ახალს. საინტერესოა, რა მოხდებოდა, თუკი ჩვენ, ადამიანები ვიქნებოდით ყოველთვის მზად გავოცდეთ და ასევე გამუდმებით ვეძებდეთ ირგვლივ რაიმე ახალს? იქნებ, მივხმვდარიყავით, რა არის ბედნიერება?

5. ურთიერთობა

ძაღლები არასოდეს იკეთებიან მარტოობაში. მათ იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ჰქონდეთ ურთიერთობა ყველასთან, ვინც მათ გარშემოა: ჩვენთან და ჩვენი ოჯახის წევრებთან, სხვა ძაღლებთან, გამვლელებთან. როგორც წესი, ძაღლი ცდილობს ადამიანის სიახლოვეს მოკალათდეს – უკეთეს შემთხვევაში მასზე მოკალათდეს. ძაღლი იწყენს და შესაძლოა ჭამაც კი შეწყვიტოს, თუკი არ აქვს საშუალება ურთიერთობის. აქაც არსებობს ის ჭეშმარიტება, რაც ჩვენ, ადამიანებმა უნდა ვისწავლოთ!

თუკი ადამიანის ცხოვრების ერთი, უნბიშვნელოვანესი მიზანი, ბედნიერების პოვნაა, მაშინ ღირს დავაკვირდეთ ძაღლებს. ამ საოცარ არსებებში, თითქოს სპეციალურად ჩაყანებულია ბედნიერების პროგრამა. მათ შეუძ₾იათ არა მხოლოდ აგვიმაღლონ განწყობა, როცა მოწყენილები ვართ, არამედ მათი შემყურე ჩვენც ოდნავ მაინც შევძლებთ ვიყოთ ბედნიერები ყოველდღიურად.

 

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები