რატომ უნდა ვუყუროთ ნეტფლიქსის ახალ სერიალს-,, ემილი პარიზში’’?

ნეტფლიქსის ახალი შოუ ,,ემილი პარიზში’’ დაგეხმარებათ ცოტა ხანი რეალობას მოწყდეთ და პარიზში გაიქცეთ. დამეთანხმებით ალბათ, რომ გაქცევა ყველას ძალიან გვჭირდება, შორს

პანდემიისგან , გაქცევა სად თუ არა ყველაზე რომანტიულ ქალაქში, პარიზში, სადაც უბრალოდ შეგიძლია დაჯდე მარტო კაფეში , მიირთვა კროასანი და დააკვირდე ფრანგების ყოველდღიურ ცხოვრებას, რომელიც სავსეა სიყვარულით და მაცდური წინადადებებით, სწორედ ამ ყველაფრის ნაწილი ხდება ემილი.

სერიალის სიუჟეტი ერთი ჩიკაგოელი გოგონას გარშემო ვითარდება, რომელიც პარიზში, მისი ორსული უფროსის მაგივრად, სამსახურებრივი ვიზიტით მიემგზავრება, მან არც ფრანგული იცის და წარმოდგენაც არ აქვს ფრანგ ხალხზე. ერთი შეხედვით სიფრიფანა, მოდური და ლამაზ თმიანი ემილი ცდილობს შთაბეჭდილება მოახდინოს თავის ფრანგ კოლეგებზე. არ არის მარტივი ფრანგები ინგლისურად აალაპარაკო და თან დაარწმუნო სოციალური მედიის ეფექტურობაში, ამ და სხვა სირთულეებს ის პარიზში ყოველ დღიურად აწყდება და თან არ ავიწყდება ფოტოების გადაღება, რომელსაც ის თავის ინსტაგრამ გვერდზე დებს. ჩვენ თვალს ვადევენებთ როგორ ემატება ყოველ დღიურად გამომწერები და მასში ჩვენ თავს ან ჩვენს მეგობარს ამოვიცნობთ, რომლის ცხოვრებაშიც სოციალურ ქსელს დიდი ადგილი უჭირავს. ლამაზად ჩაცმული ადამიანები და ხედები უფრო მეტად ესთეტიურს ხდის სერიალს.. სერიალს , რომელიც ჩემი საყვარელი სატელევიზიო შოუების ლისტში უკვე დავამატე.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

                                                                                               ავტორი სოფია მალანია

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები