რას იწვევს  D ვიტამინის ნაკლებობა ? (+ცხრილი)

D ვიტამინს უდიდესი როლი ეკისრება ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში. მისი დეფიციტი ბავშვებსა თუ მოზარდებში სხვადასხვა ჩივილისა და პრობლემის მიზეზი შეიძლება გახდეს. განსაკუთრებით აქტუალურია მისი როლი დღევანდელობის გათვალისწინებით, როცა კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის გამო მოწოდებული გვაქვს დავრჩეთ სახლში.

D ვიტამინის მთავარი, ბუნებრივი წყარო მზის სხივებია, თუმცა მისი ჩანაცვლება შესაძლებელია პრეპარატებით. ამავე დროს ცნობილია რომ D ვიტამინი ინფექციებთან გამკლავებისათვის და იმუნური სისტემის გამართულად მუშაობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

თუკი თქვენ ან თქვენს შვილს გაქვთ D ვიტამინის დეციფიციტის ნიშნები ან ხართ რისკის ჯგუფში (დაავადებული მაგ: ეპილეფსიით, რევმატოიდული ართრიტით, გაქვთ სიმსუქნე, თირკმლის ქრონიკული დაავადება და ა.შ) სასურველია უფრო დეტალური კვლევების, დოზირებისა და ხანგრძლივობისათვის მიმართოთ ექიმს.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

შეგახსენებთ, პროფილაქტიკის მიზნით D ვიტამინის პრეპარატების დანამატის სახით მიღება მიზანშეწონილია ცივ თვეებში და მზის სხივებთან ლიმიტირებული ექსპოზიციის პირობებში, ხანგრძლივად, მაგალითად ნოემბრიდან – მაისი, ივნისამდე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალშობილობიდან – 2 წლამდე ყველა ბავშვმა მიიღოს D ვიტამინის პროფილაქტიკური დოზა თითქმის უწყვეტად (შესაძლებელია მცირე შესვენება ზაფხულის პერიოდში, თუკი ზომიერების დაცვით იღებს ბავშვი მზის აბაზანებს).

ასევე დაგაინტერესებთ: ბავშვთა მულტი ვიტამინების უმრავლესობაში D ვიტამინის რეკომენდირებული დღიური ნორმა არ აღმოჩნდა

 

გაითვალისწინეთ: სააფთიაქო ქსელებში არსებობს D ვიტამინის ორი ძირითადი ფორმა, წვეთების და კაფსულების სახით. მცირე ასაკის ბავშვებში უნდა გამოიყენოთ წვეთები, მოზარდებში და მოზრდილებმა შეგიძლიათ კაფსულებიც სცადოთ. ჩვენს სააფთიაქო ქსელებში არსებულ D ვიტამინის წვეთების სახით პრეპარატებში, უმეტესად, 1 წვეთი არის 400-500 სე-ის ექვივალენტი. ასეთი პრეპარატების პროფილაქტიკური დოზა 2 წლამდე ბავშვისათვის 1-2 წვეთის ექვივალენტია.ერთ წვეთში D ვიტამინის შემცველობის დაზუსტების მიზნით სასურველია გაეცნოთ ანოტაციასაც. კაფსულების ფორმაზე პირდაპირაა მითითებული შემცველობა, მაგალითად, 1 კაფსულა შეიცავს 1000, 2000, 5000, 10 000 საერთაშორისო ერთეულს (სე).

D ვიტამინის მიღება რეკომენდებულია ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. წვეთის დაწვეთება შეიძლება პირდაპირ ენაზე ან საკვებზე, მაგალითად პურზე.

ბავშვებსა და მოზარდებში ასევე, აუცილებელია კალციუმით მდიდარი საკვების, განსაკუთრებით რძის პროდუქტების მიღებაც.

                                                                                            მასალა მოამზადა ნათია ხარბედიამ

წყარო: Medicalhouse

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები