რამ შეიძლება გამოიწვიოს ცერებრული დამბლა?

ცერებრულ დამბლას არ აქვს მხოლოდ ერთი გამომწვევი მიზეზი. ცერებრულ დამბლას იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის (თავის ტვინის) დაზიანება  მუცლადყოფნის, მშობიარობის ან მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს: 

მედიკამენტების ან ვირუსული ინფექციების ზემოქმედებამ;

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ნაადრევმა მშობიარობამ, ნაყოფის მცირე წონამ;

ჰიპოქსიამ (ჟანგბადის უკმარისობა);

თავის ტრავმულმა  დაზიანებამ.

ცერებრული დამბლის მქონე ბავშვთა 70% -ს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება მუცლადყოფნის დროს აღენიშნებათ; 20%-ს – მშობიარობისას,  ხოლო 10 % -ს – ჩვილობაში, სიცოცხლის პირველი წლის განმავლობაში.

ცერებრული დამბლის რისკფაქტორები

ცერებრული დამბლის დიაგნოზის განვითარება გარკვეულ რისკ ფაქტორებთან არის ასოცირებული. ზოგადად, დაავადების გამომწვევ რისკფაქტორებად მიჩნეულია ის მიზეზები, რომელთა არსებობაც ზრდის მისი (დაავადების) განვითარების ალბათობას. მშობლისთვის და თერაპევტისთვის რისკფაქტორების ცოდნა აუცილებელია, რათა მათ განსაკუთრებული სიფხიზლე გამოიჩინონ და ყურადღებით დააკვირდნენ ბავშვის განვითარების პროცესს.

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ბავშვი, შესაძლებელია, განეკუთვნებოდეს დაავადების რისკ ჯგუფს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს აუცილებლად დაუდგინდება აღნიშნული მდგომარეობა; ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვს სხვა ბავშვებთან შედარებით, აქვს ცერებრული დამბლის განვითარების  მეტი ალბათობა.

ცერებრული დამბლის რისკ ფაქტორებია:

სისხლის ტიპის შეუთავსებლობა დედასა და ბავშვს შორის;

პლაცენტას არასწორი მდებარეობა, რაც აფერხებს ნაყოფისთვის  ჟანგბადის მიწოდებას;

დედის მიერ ორსულობისას გადატანილი ინფექციები – ტოქსოპლაზმოზი, წითელა, ციტომეგალოვირუსი და ა.შ.;

მშობლის, ნაყოფის ან ჩვილის მიერ გადატანილი ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც ზემოქედებენ თავის ტვინზე;

ახალშობილთა გულყრები;

ტყუპისცალობა.

უნდა გვახსოვდეს ასევე, რომ ზოგჯერ იმ ბავშვებსაც უვითარდებათ ცერებრული დამბლა, რომლებიც არ განეკუთვნებოდნენ რისკჯგუფს და არ აღენიშნებოდათ რისკფაქტორები.

მასალა მოამზადა: ნათია ხარბედიამ

 

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები