რამდენი კალორია ვაშლში, ბანანში, მარწყვში და სხვა თქვენს საყვარელ ხილში?

თითქოს, ხილი ბუნებრივ შაქარს შეიცავს და მათი მირთმევით ჩვენ წონას საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ მართლაც მშვიდად შეგვიძლია მივირთვათ საყვარელი პროდუქტები ისე, რომ არ ვითვალოთ კალორიები და არ შევიზღუდოთ თავი?
მოდი დავითვალოთ.
ყურძენი
მიუხედავად გავრცელებული აზრისა, ეს ტკბილი ხილი ცოტა შაქარს შეიცავს. 100 გ ყურძენი მხოლოდ 70 კალორიას ითვლის. თამამად მიირთვით!
ბანანი
დაგვეთანხმეთ, რომ ერთ-ერთი ყველაზე ნოყიერი და გემრიელი წასახემსებელია, რომელიც ხშირად გვიხსნის ხოლმე დღის განმავლობაში შიმშილისგან. 100 გ ბანანი დაახლოებით 100 კალორიას შეიცავს, ერთი ბანანი დაახლოებით 150-200 გრამდ იწონის, შესაბამისად, ერთ ბანანით თქვენ 100-დან 200 კალორიამდე იღებთ. არც ისე ბევრია, თუ მხოლოდ ერთ ბანანს შეჭამთ.
ვაშლი
ერთ ცალ ნაყოფში 40-დან 70 კალორიაა, იმის მიხედვით, რა ფერის არის ვაშლი. რაც უფრო მწვანეა ხილი, მით ნაკლებია კალორია.
მარწყვი
100 გ კენკრა მხოლოდ 30 კალორიას შეიცავს. და ამას მარტივი ახსნა აქვს – მარწყვი პრაქტიკულად წყლისგან შედგება. მიირთვით თამამად!
ანანასი
100 გრამ ანანასში 50 კალორიაა. მაგრამ დაგვეთანხმეთ, რომ ძალიან რთულია, შეიკავო თავი და არ შეჭამო მთლიანი ნაყოფი, მასთან ერთად კი ასობით კალორია.
გარგარი
ერთი ცალი გარგარი 20 კალორიას უდრის. დაითვალეთ ამ ხილის შემდეგ დარჩენილი კურკები და გამოითვალეთ რამდენი კალორია მიიღეთ მთლიანად.
ფორთოხალი
ერთი საშუალო ზომის ციტრუსის მირთმევით, თქვენ 90 კალორიას მიიღებთ, ამიტომაც ნუ გადააჭარბებთ, როცა დილას ამ ტკბილი და ენერგიის მომცემი ხილის წვენით დაიწყებთ.

ჟოლო

პატარა ჭიქა კენკრა თქვენ ვიტამინების ზღვას და მხოლოდ 30 კალორიას შეგმატებთ. ასე რომ, აქ შეგიძლიათ დაივიწყოთ წესები და მიირთვათ დიდი რაოდენობით ჟოლო, რომელიც მურაბის მოსახარშად გქონდათ მომზადებული.

მაყვალი

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ჟოლოს მთავარი კონკურენტის 100 გრამი იგივე რაოდენობის კალორიას შეიცავს. ასე რომ, აქაც არ უთხრათ უარი საკუთარ თავს სიამოვნებაზე.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები