მითი და რეალობა ძუძუთი კვების შესახებ

მომავალმა დედამ ჯერ კიდევ ორსულობისას უნდა მოიძიოს სწორი და სანდო ინფორმაცია ძუძუთი კვების მნიშვნელობაზე, რაც დაეხმარება მას რეალობის მითისგან გარჩევაში.

ფრაზა ზოგიერთი დედა ვერ გამოიმუშავებს ბავშვისთვის საკმარის რძეს არ შეესაბამება რეალობას. პირველ თვეებში ქალთა უმრავლესობა გამოიმუშავებს იმაზე მეტსაც კი, ვიდრე საჭიროა. უშუალო მიზეზი იმისა, რომ ბავშვი ძალიან ნელა იმატებს  არის ის, რომ ბავშვი ვერ ახერხებს სწორ მოჭიდებას სარძევე ჯირკვალთან. ამიტომ მნიშვნელოვანია პირველივე დღეს შემოწმდეს ბავშვის ძუძუსთან კონტაქტი.

თუ დედას ცხიმიანი რძე არ აქვს მაშინ ის ვერ შეძლებს ჩვილის დანაყრებას, ეს მითია. ცხიმიანი და უცხიმო რძე არ არსებობს. მეძუძურმა დედამ უნდა იცოდეს, რომ ჩვილმა აუცილებელია ძუძუ ბოლომდე დაცალოს, რადგან დასაწყისში ანტისხეულებით მდიდარი რძე მოდის, ბოლოში კი კალორიული. კვება კი დაიწყოს იმ ძუძუთი, რომლითაც წინა კვება დაასრულა.

მეძუძური დედა უნდა იყოს დიეტაზე (ან განსაზღვრულ კვებაზე). ეს მოსაზრება არის მცდარი. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოგვიწოდებს, რომ მეძუძურმა დედამ უნდა მიიღოს ყველა საკვები და რაიმე, კატეგორიული შეზღუდვები არ არის დაწესებული. თუმცა, აუცილებელია ეს საკვები იყოს ჯანსაღი პროდუქტი.

არც ლუდს, არც რძიან ჩაის ან რამე ნახარშს არ ,,მოყავს’’ რძე. რაც უფრო ხშირად მიისვამს დედა ახალშობილს ძუძუზე და გამოვკვებავს მას, მით უფრო სწრაფად წარმოიქმნება რძე.

ძუძუს ბავშვი დაბადებიდან წყალს უნდა სვამდეს, ეს მოსაზრება არ არის სიმართლე. ძუძუს ბავშვს წყალი 6 თვემდე არ სჭირდება, რადგან დედის მწიფე რძე შეიცავს 87 % წყალს, რომელშიც გახსნილია ყველა  დანარჩენი ნივთიერება.

დაბოლოს, მოსაზრება, რომ ძუძუთი კვება გარკვეულწილად ზღუდავს დედას. – არ არის სწორი. ბავშვის ძუძუთი კვება თავისუფლადაა შესაძლებელი ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს , სწორედ ამის მეტი მხარდაჭერა და ხელშეწყობა უნდა ხდებოდეს საზოგადოების მხრიდან, ვინაიდან ძუძუთი კვება ბავშვის ჯანმრთელობისთვის უალტერნატივოა.

გამოყენებული ლიტერატურა: ადრეული ასაკის ბავშვის ზრდისა და განვითარების მონიტორინგი და მშობლის კონსულტირება!

                                                                       მასალა მოამზადა: სოფო მალანიამ

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები