მზად არის თქვენი შვილი საბავშვო ბაღში წასასვლელად?

თუკი თქვენი პატარა ბაღში წასასვლელად ემზადება, მაშინ ეს სტატია სწორედ თქვენთვისაა…

შეარჩიეთ საბავშვო ბაღი? გაიცანით აღმზრდელი? დარეგისტრირდით? როგორ აუხსენით ეს ყოველივე თქვენს პატარას?

ხშირად  მშობლებს ყველაზე მნიშვნელოვანი, ბვაშვის  ფსიქოლოგიური განწყობა და მზაობა  ავიწყდებათ. მიუხედავად იმისა, რომ  მრავალი დღე მოუნდით ბაღებში სირბილს და შერჩევას, აქ მნიშვნელოვანი ფაქტორი თქვენი პატარა და მისი განწყობაა. პირველი ეტაპი მისთვის ყველაზე რთულია, ამიტომაც უნდა ეცადოთ, რომ მას შეუმსუბუქდეს ის შფოთვა, რასაც განიცდის ახალ გარემოში ადაპტაციამდე.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

პირველი და მნიშვნელოვანი რაც არის, სანამ უშუალოდ პატარებზე გადავალთ,  აუცილებელია ორიოდე სიტყვა ვთქვათ თვითონ ბაღზეც. აუცილებლად ეცადეთ ბაღი თავისი საგანმანათლებლო პროგრამით შეარჩიოთ და არა ანაზღაურებით ან სხვისი რჩევით.  რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ჰიგიენა  და საჭირო ინვენტარით აღჭურვაც. ამასთან ერთად აუცილებლად გაიცანით თქვენი პატარას აღმზრდელი, რათა მეტად მიხვდეთ, თუ ვის გინდათ რომ დილიდან საღამომდე ბავშვი ანდოთ.

იხ. სტატია: როგორია იდეალური საბავშვო ბაღი და რატომ არის ის აუცილებელი ბავშვისთვის?

რაც შეეხება უშუალოდ პატარას, მას უწევს ახალ გარემოს შეეჩვიოს, სადაც ახალი უამრავი ბავშვია, რომელთანაც მან უშუალო კონტაქტი უნდა დაამყაროს. ამიტომ წინასწარ რომ გავატაროთ პრევენციული ღონისძიებები, აუცილებლად მიიყვანეთ პატარები ბაღში შეყვანამდე 1 თვით ადრე, რადგან ბავშვი შეეჩვიოს, ითამაშოს,  გაერთოს, რათა  1 თვის შემდგომ ის ყოველივე რაც მას დახვდება, ბავშვისთვის უცხო აღარ იყოს. აუცილებლად გააცანით აღმზრდელი, რომ   სასწავლო წლის დაწყების დროს გაუცხოვება არ იგრძნოს და იცოდეს, რომ ის  უკვე ნანახი ჰყავს და მასთან კომუნიკაცია დამყარებული აქვს. ეს ღონისძიება გაატარეთ ბაღში შეყვანამდე 1 თვის განმავლობაში 4-5 ჯერ მაინც.  მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი  არის –  დედასთან განშორება, მით უფრო ისეთი პატარასთვის, რომელიც  დედას მიჯაჭვულია. აუცილებლად ესაუბრეთ პატარას  და აუხსენით, თუ სად უნდა წაიყვანოთ, რა დახვდება იქ, ვის გაიცნობს, რას გააკეთებს. ოღონდ ეს ყოველივე ისე, რომ ბავშვში გამოიწვიოს  დიდი ინტერესი და  სურვილი.  ბავშვები  საკმაოდ ეგოცენტრულები არიან, ამიტომაც აუცილებლად უნდა აუხსნათ მათ, რომ არ ტოვებთ და მასთან კავშირს არ წყვეტთ.   აუხსენით, რომ მაღაზიაში ან სამსახურში გადიხართ და  აუცილებლად  დაბრუნდებით მის წასაყვანად. ნუ შეაშინებთ ბავშვს და ნუ დაემუქრებით იმით, რომ თუ  იტირებს მას აღარ წაიყვანთ, იგი იბეჭდავს ამ ინფორმაციას და შფოთავს მთელი დღის განმავლობაში.

ამ ყველაფერთან ერთად ბავშვის ასაკიც თავისთავად გასათვალისწინებელია, სხვადასხვა ასაკის ბავშვი სხვადასხვანაირად ეგუება გარემოს.  რაც უფრო დიდია მით უფრო უმარტივდება რადგან  მას აქვს მიდრეკილება შიძინოს რაღაც ახალი და შეითვისოს სიახლეები მარტივად. ხოლო ბავშვი რომელიც, ვერ დადის ან უჭირს მეტყველება, მეტიც ჯერ არც კი დაუწყია საუბარი, ძალიან უჭირს რამდენიმე თვე, ხშირად წელიც კი, ადაპტაცია. თუკი ორი შვილი გყავთ და ფიქრობთ, რომ ორივეს ერთად შეიყვანთ და ეს დედმამიშვილებს გაუადვილებს ბაღთან შეგუებას, საკმაოდ ცდებით. ეს ყოველივე დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

                                                                                                               ავტორი: თამარ ჩხაიძე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები