მაია ხერხეულიძე: პირველი სამი წელი ბავშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია!

ბავშვის განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე საუბრობს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ბავშვთა განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, პედიატრი  მაია ხერხეულიძე.


ბავშვთა განვითარების ხელშეწყობის საკითხები ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ადრეული ასაკი, ეს არის ასაკი, როდესაც ყველაზე სწრაფად და ყველაზე ინტენსიურდ მიმდინარეობს , როგორც ფიზიკური ზრდა, ასევე ბავშვის ტვინის ზრდა და განვითარება.
ტვინის ზრდა და განვითარება გენეტიკურ ფაქტორებთან ერთად, მნიშვნელოვნად დამოკიდებულია გარემო ფაქტორებზე.  რამდენად მასაზრდოებელია გარემო, რამდენად უსაფრთხოა ის და რამდენად ასტიმულირებს ბავშვის განვითარებას.
ყოველივე ეს, არის გადამწყვეტი, ბავშვის განვითარებასა და პიროვნული ჩამოყალიბებისთვის.უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშვი დაბადებისთანავე მზად არის ოჯახის წევრებთან კომუნიკაციისთვის,
ურთიერთობისთვის, სწორედ ამიტომ ბავშვი არ უნდა განვიხილოთ, როგორც არსება, რომელსაც არაფერი შეუძლია. უნდა გვახსოვდეს, რომ უკვე ახალშობილობის პერიოდში ბავშვს ძალიან კარგად ესმის, ცნობს დედის ხმას. ამ
პერიოდში მნიშვნელოვანია დედასთან საუბარი. თუმცა ამ ასაკში მისი მხედველობა არ არის შესაბამისად განვითარებული – ბავშვი კარგად ხედავს 20-25 სანტიმეტრის მანძილზე. ამიტომაც მნიშვნელოვანია, როდესაც ბავშვთან ვურთიერთობთ, ჩვენსა და მას შორის ეს დისტანცია იყოს. ბავშვი კარგად რეაგირებს მუსიკაზე, მელოდიაზე, მათ შორის კლასიკურ მუსიკაზე.
ახალშობილთან ჩვენ შეგვიძლია დავამყაროთ სიყვარულით აღსავსე ურთიერთობა, რასაც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ბავშვის მიჯაჭვულობის ჩამოყალიბებაში.


დადგენილია, რომ როდესაც ახალშობილთან დედა იღებს რაღაც მიმიკას, ბავშვი ცდილობს მსგავსი მიმიკის იმიტაცია გააკეთოს. ასეთი ურთიერთობის დროს ხდება თავის ტვინის სხვადასხვა უბნის სტიმულაცია. საუბარია იმაზე, რომ ტვინი ამ პრინციპით მუშაობს: გამოიყენე, თორემ დაკარგავ. სწორედ ამიტომ, ჩვენს ტვინს
გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს.
დღესდღეობით დადგენილია, რომ ბავშვთან მშობლების ცოცხალ ურთიერთობას უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება. ბავშვის განვითარებაში, კომპიუტერს თავისი როლი აქვს. არის თამაშები, რომელიც განვითარებაზეა
ორიეტირებული, თუმცა ამერიკის პედიატრთა აკადემია აცხადებს, რომ 18 წლამდე ბავშვს არ უნდა ჰქონდეს ეკრანის დრო. ეს იმიტომ, რომ ეკრანი ბავშვს სხვა ტიპის ურთიერთობას  აჩვევს, რამაც შესაძლოა პრობლემა შექმნას
ერთის მხრივ, მეტყველების განვითარებაში, მეორეს მხრივ, კომუნიკაციის უნარში, ანუ ურთიერთობის სამყაროში. ამიტომ პირველ პერიოდში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ცოცხალ ურთიერთობას. აუცილებელია, ვესაუბროთ, ვუმღეროთ, ვეთამაშოთ – ბავშვი ხომ ყველაფერს თამაშით სწავლობს.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი


თუ ჩვენ გამოვტოვებთ პირველ, ყველაზე მნიშვნელოვან  ეტაპს, მერე ძნელია დავეწიოთ. დადგენილია, რომ თავის ტვინი ყველაზე სწრაფად ვითარდება პირველი სამი წლის ასაკში. ითვლება, რომ უკვე 6 თვის ასაკში ბავშვი, რომელიც
სწავლობს დაჯდომას და შეგვიძლია უკვე კალთაშიც ჩავისვათ, მას ამ ასაკიდანვე უნდა გავაცნოთ წიგნი. იმიტომ, რომ ეს არის ის ასაკი , რომლის დროსაც პატარამ უნდა დაინახოს ახალი, მისთვის უჩვეულო ილუსტრაციები.
შეიძლება სხვადასხვა წიგნები ვიყიდოთ, რომელიც მუსიკას გამოსცემს, ამ დროს ბავშვი სწავლობს, რას დააჭიროს თითი, სწავლობს თითით გადაფურცვლას, რაც მისი ნატიფი მოტორიკის განვითარებას უწყობს ხელს.
გვახსოვდეს, რომ ბავშვის განვითარების ხელშეწყობა იწყება მუცლადყოფნის პერიოდში, მაგრამ აუცილებლად – დაბადების შემდეგ. მნიშვნელოვანია, მშობლები დაბადებიდანვე ეთამაშებოდნენ, უკითხავდნენ, უმღეროდნენ  ბავშვს. ეს არის ბავშვის განვითარების საწინდარი.

                                                                                        სტატია მოამზადა ნათია ხარბედიამ

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები