ლეიკემიის გამომწვევი მიზეზები ბავშვებში და მასთან ბრძოლის უახლესი მეთოდები

პროფესორი მელ გრივსი, რომელიც მსოფლიოში ცნობილი მეცნიერია, უკვე მრავალი წელია სწავლობს ბავშვებში ლეიკემიის გამომწვევ მიზეზებს. მან თავისი კარიერა 1984 წელს სწორედ კიბოს ბიოლოგიური ევოლუციის შესწავლით დაიწყო. ამის შემდეგ გრივზმა ბავშვთა ლეიკემიის კვლევაში გადაინაცვლა. ეს დაახლოებით 40 წლის წინ მოხდა, როცა მან პალატაში კიბოთი დაავადებული ბავშვი ნახა. იმ დროისთვის თითქმის არაფერი იყო ცნობილი ბავშვთა ლეიკემიის მკურნალობისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ. რიგ შემთხვევაში ბავშვების რიგ კატეგორიას ქიმიოთერააპიის კურსს უტარებდნენ და შველოდათ, მარგამ იგივე მეთოდი სხვა შემთხვევაში შედეგს არ იძლეოდა. ექიმები ვერ ახერხებდნენ პროგნოზირებას, იყო თუ არა ამ სახის მკურნალობა წარმატებული.

პროფესორმა გრივზმა დაიწყო მუშაობა დაავადების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის გაუმჯობესების იმედით. მისი ინტერესის სფერო იყო, რამდენად შეძლებდა კვლევის ამ გზით ბავშვებში ლეიკემიით დაავადების აღმოფხვრას.

მელ გრივზის მიზანი მარტივია. ის ცდილობს შექმნას იოგურტის მსგავსი სასმელი, რომელიც შეაჩერებს ბავშვებში ლეიკემიის დაავადებას. მიუხედავად იმისა, რომ კიბოს შეჩერება არ არის მარტივი პროცესი, მისი იდეით სხვა ონკოლოგებიც დაინტერესდნენ.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

ლონდონის კიბოს კვლევის ინსტიტუტში, გრივზი უკვე 30 წელია სწავლობს ბავშვებში ლეიკემიის გამომწვევ მიზეზებს. ახალ წელს გრივზი ამ სფეროში მუშაობისთვის რაინდის წოდებითაც დააჯილდოვეს.

„30 წელი ვიყავი შეშფოთებული და ვსწავლობდი თუ რის გამო იყნენ ბავშვები ლეიკემიით დაავადებულნი“ – ამბობს ის და დასძენს რომ კითხვაზე პასუხი უკვე არსებობს – „ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია ლეიკემია თავისი განვითარების შუა გზაზე შევაჩეროთ“ – აცხადებს მეცნიერი.

1950-იან წლებში მწვავე ლეიკემია, რომლითაც ბრიტანეთში 2000 ბავშვი იყო დაავადებული, სასიკვდილო განაჩენი იყო. დღეს ასეთი შემთხვევიდან 90% განკურნებადია, თუმცა მკურნალობა საზიანოა და გვერდითი ეფექტები ახასიათებს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში მეცნიერებმა მიაკვლიეს, რომ დაავადება ევროპასა და დიდ ბრიტანეთში ყოველწლიურად დაახლოებით ერთი პროცენტით იზრდება.

„ლეიკემიის ეს შემთხვევები დამახასიათებელია განვითარებული საზოგადოებისთვის, მაგრამ არა განვითარებადი ქვეყნებისთვის“ – დასძენს მეცნიერი.

მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია თავდაპირველად გენეტიკური მუტაციით იწყება, რომელიც დედის საშვილოსნოში ხდება. „ ეს მუტაცია არ გადადის შთამომავლობით, თუმცა მისი განვითარების რისკს მოგვიანებით ასაკში ზრდის“ – ამბობს რივსი.

ლეიკემიის ჩამოყალიბებაზე მოქმედებს კიდევ ერთი ბიოლოგიური პროცესი, სადაც იმუნური სისტემა ერთვება.

„იმისთვის, რომ იმუნურმა სისტემამ მთელი თავისი დატვირთვით იმუშაოს, საჭიროა მისი კონტაქტი ინფექციებთან ადრეულ ასაკშივე. ინფექციებთან ასეთი კონფრონტაციის გარეშე იმუნური სისტემა რჩება დაუცველი და ის ვერ იმუშავებს, რაც საბოლოოდ პრობლემა ხდება“ – ამბობს გრივსი.

მეცნიერი ამბობს, რომ მშობლები დაცვის მიზნით შვილებს ზრდიან სახლში ისეთ გარემოში, სადაც ჩვეულებრივ ნორმადაა მიღებული ანტისეპტიკური ხელსახოცების გამოყენება, ანტიბაქტერიული საპნები და სხვა სადეზინფექციო საშუალებები. ჭუჭყი სრულიად გარიყულია საყოფაცხოვრებო დღის წესრიგიდან.

გარდა ამისა, იკლო ძუძუთი კვების ტენდენციამ. ნაკლებია სხვა ბავშვებთან სოციალური კონტაქტები. ყველა ერთად აღებული კი ამცირებს კონტაქტს მიკრობებთან. ამას აქვს თავისი დადებითი გავლენა, თუმცა ამავდროულად გვერდითი ეფექტების მატარებელია – როდესაც ბავშვს არ აქვს შეხება ინფექციებსა და პათოგენებთან, მათი იმუნური სისტემა სუსტდება და საჭირო მიმათულებით ვერ ვითარდება. „როდესაც ასეთი ბავშვი ეჯახება ინფექციებს, მისი იმუნური სისტემა საფრთხეს ვერ უმკლავდება და ქრონიკული ანთებით ხასიათდება. ქრონიკული ანთებების შედეგად კი სისხლში სიტოკინები გამოიყოფა, რომელიც მუტაციას იწვევს და ლეიკემიამდე მივყავართ“ – ამბობს მეცნიერი.

ქრონიკული ანთება, რომელიც ბავშვებს სტერილური ცხოვრებით უვითარდებათ, ლეიკემიის მიმართ უფრო მოწყვლადს ხდის, ბავშვის მუცლადყოფნის დროს მომხდარი მუტაციის გამო კი სრულფასოვანი დაავადება ვითარდება.

“ჩვენ ჯერ არ ვიცით, როგორ ავირიდოთ თავიდან საშვილოსნოში მომხდარი მუტაცია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია მოვიფიქროთ გზები, რომლითაც იმუნური სისტემის გადაჭარბებულ პასუხს დავბლოკავთ” – აცხადებს გრივსი.

ამისთვის გრივსმა მედიკოსების გუნდთან ერთად დაიწყო ადამიანის კუჭ-ნაწლავში არსებული ვირუსების, ბაქტერიებისა და მიკრობების შესწავლა. ეს ის ორგანიზმებია, რომლებიც საკვების მონელებაში გვეხმარებიან, გარდა ამისა, ისინი მიგვითითებენ, თუ რა პათოგენებთან ჰქონდა შეხება ორგანიზმს საკუთარი სიცოცხლის განმავლობაში.

„ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა, რომლითაც შევძლებთ ადამიანის მიკრობიომით გამდიდრებას და დავადგენთ თუ რომელი ბაქტერიაა საჭირო იმუნური სისტემის სრულფასოვნად ჩამოყალბებისათვის“ – აცხადებს გრივზი.

მიკრობების კოქტეილი, რომელიც გრივსმა ლეიკემიის წინააღმდეგ შექმნა, მიიღება არა ტაბლეტის ფორმით, არამედ ძალიან პატარა ბავშვებისთვის, როგორც იოგურტი.

„ჩვენი მიზანია, ვიპოვოთ 6 ან 10 სახეობის მიკრობი, რომელსაც შეუძლია საუკეთესოდ აღადგინოს ბავშვის მიკობიმონი. ეს პრეპარატი არის არა მხოლოდ ლეიკემიის თავიდან აცილების საშუალება, არამედ იმ შემთხვევებშიც როგორიც არის პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი და ალერგია, რომელიც დასავლეთის ქვეყნებში მუდმივად მატულობს. ამის მიზეზი კი არასწორად განვითარებული იმუნური სისტემაა და ზედმეტად სუფთა გარემო“ – აცხადებს მეცნიერი.

წყარო: thguardian.com

მასალა მოამზადა: ნათია ხარბედიამ

 

 

 

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები