კვლევის შედეგი: მშობლების განქორწინება ყველაზე მეტად გოგონებს აზარალებს!

რიგი სოციალური თუ ეკონომიკური მიზეზის გამო ხშირია ოჯახების ნგრევა.  არ დავიწყებ იმაზე საუბარს თუ რა მიზეზების გამო ხდება ეს ყოველივე, არამედ ვისაუბრემ იმ  მნიშვნელოვანზე, რაც ამ სიტუაციის დროს ყველაზე მეტად ზარალდება. დიახ, ეს გახლავთ მოზარდები და ბავშვები, რომლებიც სტრესს იმაზე მძიმედ უმკლავდებიან, ვიდრე რეალურად გგონიათ. ჩვენდა სამწუხაროდ,  დღეისათვის გვაქვს რეალობა, სადაც ოჯახის ნგრევის შემდგომ ბავშვი მხოლოდ დედასთან რჩება და მარტოხელა დედას უწევს ყველა საქმის ერთად ათვისება და მორგება.  მრავალი კვლევის შედეგად დასტურდება, რომ  მარტოხელა მშობლების შვილები ტელევიზორზე დამოკიდებულები არიან, ამ კვლევას ტოლედოს უნივერსიტეტის  ლექტორები ხელმძღვანელობდნენ. შესაბამისად დაასკვნეს, რომ ასეთი ბავშვები გამოირჩევიან შფოთვითი და ფსიქიკური პრობლემებით.

ასევე ავსტრალიელი მკვლევარების ცნობებით მშობლების განქორწინების სტატუსი ყველაზე ხშირად გოგონებს  აზარალებს.  მე კი გეტყვით, რომ ეს უკანასკნელი კვლევის მაჩვენებელი სრული სექსიზმია და არ შიძლება გამოარჩიო შვილის სქესი, რომელიც მეტად განიცდის  ოჯახურ მდგომარეობის ცვლილებას. ეს ყოველივე დამოკიდებულია თქვენზე, მშობლებო. თუ კი თქვენ ან თქვენი ყოფილი მეუღლე  უყურადრებოდ დატოვებთ შვილს, არ აქვს მნიშვნელობა გოგონა იქნება თქვენი შვილი თუ ვაჟი, დარწმუნებული იყავით, რომ გარდატეხის ასაკში ან კიდევ უფრო ადრე მას სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყება.

ბევრი მეცნიერი ადასტურებს ფაქტს, რომ მშობლის კარგად ყოფნა შვილის კარგად ყოფნააო, და პირიქით.  ოჯახის ნგრევის დროს წყვილიდან ერთ-ერთს მაინც მძიმე  სტრესული მდგომარეობა  აქვს და სერიოზული დეპრესია ეწყება, ვინაიდან მას მთელი მისი ცხოვრება წამიერად ეცვლება. ეს გამოსწორებადია, თუმცა დროის ფაქტორზეა დამოკიდებული, დროზე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება ბავშვის ფსიქოტიპის ჩამოყალიბებაში.  როდესაც ბავშვს აქვს ემოციური სირთულეები, მისგან დამოუკიდებლად და მშობლების დამსახურებით,  ეს სირთულეები დიდ გავლენას ახდენს ბავშვის ინტელექტუალურ ჩამოყალიბებაზე.

დიალოგი- ფსიქოთერაპიის სახლი

პირადი დაკვირვების საფუძველზე  შემიძლია გითხრათ, რომ ბავშვს რომელსაც ოჯახში სტრესული გარემო აქვს, ვერ  კონცეტრირდება სწავლაზე და  ხშირად გვაქვს გონებაგაფანტულობის მაღალი მაჩვენებელი ბაღისა და სკოლის ბავშვებში.  მსგავსი სტრესული მდგომარეობა ბავშვებში რეალობის აღქმის დაქვეითებას იწვევს, რომელიც ერთი შეხედვით გარედან ნაკლებად შესამჩნევია. ბავშვი არასდროს  გეტყვით, რომ  შეწუხდა ან  ბრაზობს, რადგან მას ეშეინია, რომ  არასწორად გაუგებთ. ეს შიში კი ძალიან საყურადღებო ფენომენია, ვინაიდან კვლევების მიხედვით, ხშირია ფაქტები, სადაც ბავშვები მშობლების დაშორებაში თავს დამნაშავედ თვლიან.  სინამდვილეში, პატარები მეტად ეგოცენტრული არსებები არიან,  ვიდრე წარმოგიდგენიათ, ამიტომაც ფიქრობენ, რომ ყველაფერი მხოლოდ მათ გარშემო ხდება. სამწუხაროდ ოჯახური მდგომარეობის ცვლილების შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში  ასეა, დედა ბავშვის ძირითადი მეურვე ხდება და მეტად აქტიურად არის შვილის აღზრდაში ჩართული, ვიდრე მამა. ეს უშუალოდ ოჯახური გარემოს დროსაც ასეა – დედა ყოველთვის წინა პლანზეა, ხოლო მამა ხშირად პასიურია. სწორედ თქვენ დედებო.. თქვენსა და თქვენს პატარებს შორის არის განუმეორებელი კავშირი, რომელიც შემდგომში მომავალ პიროვნებას აქცევს შემდგარ ადამიანად. თუ ეს კავშირი იქნება პათოლოგიური ან დარღვეული, ან ცუდი ზეგავლენით შეცვლილი , ნათელია, რომ სულ შედეგს მივიღეთ.

                                                                                                                ავტორი: თამარ ჩხაიძე

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
მსგავსი სიახლეები